ფიფა ყველა ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა, ურჩევს რომ ოთხი კვირით დაისვენონ სანამ ახალ საკლუბო სეზონს დაიწყებენ. გამოცემა Mirror გვამცნობს, რომ რობინ ვან პერსი დიდხანს დასვენებას არ აპირებს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ და კლუბთან ერთად ამერიკაში გაემგზავრება.
წყარო გვამცნობს:"რობინის ნამდვილად არ სურს ამ ტურნეს გამოტოვება, ამას ემატება ლუი ვან გაალის ფაქტორიც. თუ ვან პერსი ვან გაალთან ერთად ფინალამდე მიაღწევენ, მაშინ ის აპირებს მხოლოდ ორი კვირით დაისვენოს. მაგრამ, დარწმუნებულები იყავით იმაში, რომ ის აუცილებლად გაემგზავრება ამერიკაში."