პირველი კლასის ცენტრალური მცველის შეძენა კიდევ მთავარ პრიორიტეტად ითვლება "მანჩესტერ იუნაიტედის" და ლუი ვან გაალისთვის.
"წითელმა ეშმაკუნებმა" დაახლოებით 60 მილიონ ფუნტამდე დახარჯეს გასულ კვირაში და შეიძინეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ანდერ ერერა და ლუკ შოუ, მაგრამ კლუბიდან წავიდა ნემანია ვიდიჩი და მის ბედს გაიზიარებს მალე რიო ფერდინანდიც, - გვამცნობს Manchester Evening News.
ვან გაალის განკარგულებაში ახლა მხოლოდ ცენტრალური მცველები: ფილ ჯონსი, კრის მსოლინგი და ჯონი ევანსი დარჩნენ. გამოცდილ ფერდინანდთან და ვიდიჩთან ერთად ეს ზონა ძალიან კარგად იყო დაბალანსებული.
ახლა კი ვან გაალმა უნდა აღადგინოს ეს ბალანსი. სწორედ ამით აიხსენბა მატს ჰუმელსის და ტომას ვერმალენის მიმართ ინტერესი. კიდევ აქვს სხვადასხვა ვარიანტები ვან გაალს, მაგალითად მარტინს ინდი და დე ვერი, მაგრამ ეს ფეხბურთელები ჯერ ახალგაზრდები არიან და გამოცდილება იმდენი არ აქვთ, რამდენი ჰულესს და ვერმალენს.