1-07-2014, 00:58
ნანახია: 2727,
კომენტარები: 15
"იუვენტუსი": ნანის შევუთანხმდით, ჯერი ვან გაალზეა
ნანის ტრანსფერი "იუვენტუსში" თითქმის გადაწყვეტილია...
la gazzetta dello sport-ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ვინგერის ლუიშ ნანის გადასვლა "იუვენტუსში" თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.
ტურინულმა კლუბმა ნანისთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მზად არის ვინგერში 15 მილიონი გადაიხადოს.
ეს ტრანსფერი უახლოეს კვირაში შედგება თუ რა თქმა უნდა მას ლუი ვან გაალი არ აღუდგება წინ.
როგორც მოგეხსენებათ ვან გაალმა უკვე დაბლოკა 1 ტრანსფერი, რომლის თანახმადაც ნანი "იუვენტუსში" 13 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდოდა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ნანი ვან გაალის მოლოდინშია და მხოლოდ მის გადაწყვეტილებას ელოდება.
თვითონ ფეხბურთელს, რომ კლუბის დატოვება სურს ეს უკვე დიდი ხანია ცხადია და დიდი ალბათობით ეს ტრანსფერიც შედგება.
ყველაფერი მუნდიალის შემდეგ უნდა გადაწყდეს და ნანიც და მისი აგენტიც ამას ელოდებიან.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.