"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა განაცახდა, რომ "წითლები" მეტად უნდა ეცადნონ "მიუნხენის ბაიერნის" მოთამაშის ტონი კროოსის შეძენას.
გერმანელის შეძენას "ეშმაკუნები" დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ ახლა "წითლებს" მისთვის ბრძოლაში "რეალ მადრიდი" ეცილება.
გასულ თვეს ტონი კროოსმა განაცხადა: "ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ "მანჩესტერი" არის და არ იყო მთავარი თემა."
სქოულზი კი ირწმუნება, რომ "იუნაიტედს" კიდევ სჭირდება ნახევარდაცვის ხაზში გაძლიერება და ის ფიქრობს, რომ რამდენიმე დღის წინანდელი 27.5 მილიონ ფუნტად შეძენილი ანდერ ერერა და მარუან ფელაინი არ არიან საკმარისი "მანჩესტერისთვის".
"მიყვარს კროოსის ყურება. მე ვფქირობ, რომ ის ბრწყინვალეა. მომწონს ის გზა, რომლის საშუალებითაც ის აკონტროლებს ბურთსა და თამაშს. მას ნამდვილად შეუძლია პასებზე თამაში და აქვს საოცარი ხედვა. კროოსს ასევე შეუძლია საჯარიმოს გარედან გოლების გატანა, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფეხით. მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ "იუნაიტედს" ის შეეძინა. რათქმაუნდა ჩემთვის სასიამოვნოა ახალი ფეხბურთელების ხილვა, მაგრამ მათ არავინ შეუძენიათ კროოსის დონის,"-ციტირებს სქოულზის სიტყვები.