თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2014, 23:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2806,
კომენტარები: 17
"ტრანსფერში გადახდილი თანხა ასტრონომიულია"
ინტერვიუ ნიკა ბაკურაძესთან.
გრძელდება ყოველკვირეული ინტერვიუ redarmy.ge - ს მომხმარებლებთან. ჩვენი მომდევნო რესპოდენტი ნიკა ბაკურაძე (nika_123) გახლავთ. იგი User - თა ჯგუფის წარმომადგენელი გახლავთ. სანამ მის შესახებ მოგიყვებოდეთ, მანამ გავიცნოთ ახლოს.

გამარჯობა ნიკა. გაგვეცანით თუ შეიძლება.

გამარჯობა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია ამ პროექტში მონაწილეობა, ნამდვილად არ ველოდი მე თუ ამირჩევდნენ. ვარ 18 წლის, თბილისელი, ვსწავლობ საავიაციო უნივერსიტეტში პირველ კურსზე, საინჟინრო ფაკულტეტზე. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, ჩემი საყვარელი მწერალი ერიხ მარია რემარკია. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია გიტარა დღეში მინიმუმ 2-3 საათს მასთან ვატარებ. რადგან მასწავლებელი არ მყავს, ყველაფერს ჩემით ვსწავლობ ინტერნეტის გამოყენებით. კიდევ ძალიან მიყვარს ცურვა. ვარ მოყვარული მოცურავე და უკვე დიდი ხანია ვვარჯიშობ გლდანის საცურაო აუზზე.

როგორც მოგეხსენებათ თვეში ერთხელ, ჩვენი ინტერვიუს რესპოდენტები საიტის User - ები იქნებიან. თუმცა მათი შერჩევა შემთხვევით არ ხდება - საიტის მომხმარებლებს შორის ტარდება გამოკითხვა თვის საუკეთესო User - ის გამოსავლენად. შესაბამისად ივნისის თვის ყველაზე აქტიურ User - ად ნიკა დასახელდა.

რას გვეტყვით ამის შესახებ?

ძალიან გამიკვირდა, რადგან არანაირად არ ველოდი ჩემ დასახელებას, არ ვფიქრობ რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე, თუმცა მოხარული ვარ, რომ ამირჩეს და მე მოვხვდი ამ პროექტში.

როგორ ფიქრობთ, დამსახურებულად მოიპოვეთ ეს სტატუსი?

ალბათ იმიტომ ამირჩეს, რომ მიყვარს ვრცელი და ყოვლისმომცველი კომენტარების წერა, სადაც სრულ ანალიზს ვუკეთებ სიახლეში მოცემულ ინფორმაციას. მაგრამ მე მაინც არ ვთვილი რომ ვიმსახურებდი, რადგან ჩემზე აქტიური ხალხიც არიან საიტზე.

ინტერვიუ ტრადიციული სახე მივეცით და უშუალოდ კიტხვებზე გადავედით.

რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

სხვებივით ვერ დავიკვეხნი, რომ ძალიან დიდი ხანი ვგულშემატკივრობ "მანჩესტერს". ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ბავშვობაში ფეხბურთს არ ვუყურებდი. პირველი მატჩი, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს "ლუვერპული-მილანის" ფინალი იყო რომელიც 3-3 მორჩა. იქ "მანჩესტერი" არ მონაწილეობდა, მაგრამ "ლივერპულმა" გამიღვიძა ინგლისური ფეხბურთისადმი სიყვარული. შემდეგი წლიდან ლიგის ყურება დავიწყე და "მანჩესტერიც" აქ გამოჩნდა, თავიდან მხლოდ ჩემპიონთა ლიგას ვუყურებდი, პრემირ ლიგის ყურება 2009/2010 სეზონის ბლოდან დავიწყე, შემდეგ გავეცანი ისტორიას და მთელი არსებით შემიყვარდა "მანჩესტერ იუნაიტედი".

ნიკას პროფილის ფოტოსურათი შემთხვევითი არ არის. იგი ცნობილი როკ-ჯგუფის, "ლედ ზეპელინის" დიდი გულშემატკივარი გახლავთ.

"ლედ ზეპელინის" შემოქმედებიდან რომელ კომპოზიციას გამოარჩევდით?

Led Zeppelin-ი ან უბრალოდ Zeppo როგორც მე მას ვეძახი ძალიან მიყვარს, მათი შემოქმედებიდან ერთი სიმღერის გამორჩევა ძაიან გამიჭირდება რადგან ძალიან ბევრი კარგი კომპოზიცია აქვთ, ყველა ალბათ Stairway to Heaven-ს იტყოდა მაგრამ მე განსაკუთრებით მიყვარს In My Time of Dying რომელიც 11 წუთიანი კომპოზიციაა, ამ სიმღერაში განსხვავებულ ტონალობას იყენებს ჯიმი პეიჯი გიტარაზე, თან სლაიდერით უკრავს და ძალიან ძლიერ ხმას ქმნის. Zeppo-ს გარდა კიდევ ბევრი ჯგუფი მიყვარს, მაგალითად Pink Floyd, Rainbow, AC/DC, Iron Maiden, Queen.

"ლედ ზეპელინის" კონცერტის ბილეთს გაცვლიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის ბილეთში?

აქ ძალიან რთული სიტუაციაა რადგან "ლედ ზეპელინი" დიდი ხანია დაიშალა. კერძოდ კი 1980 წელს დრამერის, ჯონ ბონემის, სიკვდილის გამო, მას შემდეგ ერთადრთი კონცერტი ჰქონდათ 2007 წელს და თუ კიდევ იქნება "მანჩესტერისადმი" დიდი სიყვარულის მიუხედავად მაინც იქ წავალ, რადგან "მანჩესტერი" ყოველთვის თამაშობს და "ზეპპელინს" ალბათ ბოლო კონცერტი ექნება თუ საერთდ შედგა.

როგორც ნიკამ გვითხრა მას ძალიან იზიდავს წიგნების კითხვა და ცურვა.

მომავალში პროფესიონალდ მოცურავეობას ხომ არ აპირებთ?

ჩემთვის უკვე გვიანია პროფესიულ სპორტზე გაყოლა, ამაზე ადრეულ ასაკში უნდა მეფიქრა, ახლა უბრალოდ ვვარჯიშობ ჯანმრთელობისთვის და სიამოვნებისთვის, წარსულში რომ დამაბრუნა ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჯერჯერობით დროში მოგზაურობა შეუძლებელია.

ძირითადად რა ჟანრში კითხულობთ?

როგორც მანამდე აღვნიშნე ძალიან მიყვრას ერიხ მარია რემარკის შემოქმედება, მისი ნაწარმოებებიდან ალბათ "სამ მეგობარს" გამოვარჩევდი რადგან ყველაზე მეტად ამ ნაწარმოებმა იმოქმედა ჩემზე, ფინალში ცრემლიც კი მომადგა თვალზე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა და როგორც იქნა შეიძინა ორი ფეხბურთელი. ესენი ლუკ შოუ და ანდერ ერერა გახლავთ.

როგორ ფიქრობთ, ტრანსფერებში გადახდილი თანხა გადაჭარბებულია?

ამასთან დაკავშირებით პირველივე დღიდან ვიძახდი რომ ზედმეტ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში. ვუდვორდმა შეიძლება განახორციელა კარგი ტრანსფერები, მაგრამ ყოველ მის ტრანსფერში გადახდილი თანხა ასტრონომიულია და ალბათ დევიდ გილი, ვუდვორდის წინამორბედი, ამდენს არ გადაიხდიდა. ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ აშკარაა რომ დევიდ გილის და ფერგის დუეტის დროს ამდენს ფეხბურთელებში არ იხდიდნენ, თუმცა ახლა სხვა დროა და ვნახოთ რა სარგებელს მოუტანს გუნდს დახარჯული თანხა.

ლუკი და ანდერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს ღირსეულად მორიგებენ?

ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ ძალიან ნიჭიერები არიან, თან ახალგაზრდები და როგორც ვიცით ლუის ვან გაალს უყვრას ახალგაზრდები, სწორედ მან აღმოაჩნა ბადშტუბერი და მიულერი ბაირენში და მჯერა რომ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელებით როგორიც შოუ და ჰერეჰა არიან იგი გააძლიერებს გუნდს და წარმატებას მიაღწევს.

ნიკას ოცნების ფანტაზიის გამოყენების საშუალებაც მივეცით.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, "იუნაიტედის" რომელ ფეხბურთელს გაყიდდით?

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ალბათ ბანალურად მოვიქცეოდი, პირველ რიგში კლევერლის და იანგს გავუშვებდი, შემდეგ ფლეტჩერს, სამწუხაროდ ნანისაც რადგან იანუზაის, მატას, ვალენსიას, ლინგარდის, ზაჰას და ტომი ლოვრენსის გუნდში ყოფნის გამო მისი ადგილი აღარ არის, შემდეგ გავუშვებდი კერიკს რადგან მან თავისი სიტყვა უკვე თქვა გუნდში. მაიკლის გაშვება ალბათ ყველაზე მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ ახლა სენტიმენტების დრო ნამდვილად არ არის "მანჩესტერში" და გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს ნებისმიერმა ვისზეც არის დამოკიდებული გუნდის ბედი.

წარმოიდგინეთ, რომ ლუი ვან გაალმა თავის სამწვრთნელო შტაბში მიგიწვიათ და არჩევანის თავისუფლება მოგცათ. ვისი/რისი მწვრთნელი გახდებოდით?

მე რომ სამწვრთნელო შტაბში ამიყვანონ წარმოდგენაც არ მაქვს რას ვიზამდი, რადგან არავითარი გამოცდილება არ მაქვს, ალბათ გუნდის ფიზიკურ მომზადებაზე ვიზრუნებდი და ვარჯიშებს გავუძღვებოდი, რომ სწორად გახურებულიყვნენ, ბევრი ევარჯიშათ და არ ეზარმაცათ მატჩისთვის მომზადების დროს.

თქვენ თქვით, რომ მაიკლ კარიკს გაყიდდით. როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა მას სინამდვილეში?

კერიკი ძალიან მიყვარს ის ე.წ. "Unsung Hero" არის, რადგან მხოლოდ შარშან დააფასა გულშემატკივარმა ისე, როგორც იმსახურებდა, თუმცა მე ვფიქრობ რომ მისი დრო წავიდა. ალბათ გუნდიდან წავა, ან მინიმალური სათამაშო დრო ექნება მომავალ სეზონში.

უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია ჩვენი ტრადიციული კითხვაც.

გაიხსენეთ ყველაზე რთული მომენტი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება.

ყველაზე მტკივნეულად 2009 და 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალები მახსოვს. იმ დროს განცდილი ემოციური სტრესი მანამდე და მას შემდეგ არასდროს გადამიტანია. "ბარსელონასთან" ორჯერ მარცხი ძალიან რთული ასატანი იყო, 2011 განსაკურებით, რადგან ყველა რევანშს ელოდა და ისევ იმედგაცრუება მივიღეთ.

ეშხში შედის მსოფლიო ჩემპიონატი. ნიკას ამ ტურნირზე ორი ფავორიტი ჰყავდა, თუმცა ინგლისის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ მხოლოდ ერთი - ჰოლანდიის ნაკრებიღა დარჩა საქომაგოდ.

შეაფასეთ თქვენი საყვარელი გუნდის გამოსვლა მუნდიალზე.

მუნდიალმა განსხვავებული ემოციებით ამავსო - ვქომაგობდი ინგლისს, მაგრამ დამამწუხრეს, საშინლად ითამაშეს, 9 შესაძლოდან 1 ქულა აიღეს და ბოლო ადგილზე გავიდნენ ჯგუფში. თუმცა ძალიან გამახარა ჩემმა მეორე უსაყვარელსმა გუნდმა ჰოლანდიამ. ყოველთვის მომწონდა ჰოლანდიელების თამაში და განსაკუთრებით გამიხარდა როდესაც ესპანელები დაამარცხეს დიდი ანგარიშით, რადგან უკვე დრო იყო რომ " ელ ფურია როხას" მონოპოლია, მსოფლიო ფეხბურთში, დასრულებულიყო.

ბოლოს კი ინტერვიუ საიტის შესახებ კითხვით დავასრულეთ.

რას გვეტყვით Redarmy.ge -ს შესახებ?

Redarmy.ge ძალიან მიყვარს რადგან ამ საიტს ყველაფერი აქვს, საუკეთესო ადმინები, ძალიან სასიამოვნო დიზაინი და უამრავი ახალი პროექტი. ამ საიტზე და მის წინამორბედებზე დაახლოებით 4 წელია ვარ დარეგისტრირებული და მიხარია რომ წინსვლას განაგრძობს.

უსურვეთ რამე საიტს.


საიტს და მის თითოეულ მომხმარებელს თუ ადმინს მინდა ვუსურვო წარმატება, საუკეთესო სპორტული ვებ გვერდია საქართველოში და მინდა რომ ეს სტატუსი რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნოს.

ნიკა ბაკურაძის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
1 ივლისი 2014 00:33
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მოკლედ ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის <3 აი "სამი მეგობარი" ეს უკვე თემაა love

ჰო კიდევ სხვა იუზერებს არ დაგწყდეთ გული და შემდეგისთვის უფრო იაქტიურეთ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: GeorgeBest
1 ივლისი 2014 00:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემი საყვარელი სიახლეა რა winked მოდერაციაში რომ იყო მასინვე წავიკითხე

პირველ რიგში მადლობა ორივეს და იმიტომ აგირჩია რომ საკმაოდ სტაჟიანი წვრი ხარ, შეიძლება შენზე აქტიურებიც არიან მაგრამ როგორც შენ თქვი ფასობს შენი კომენტარები. შემდეგი სხვები იქნებიან, ყველაფერი წინაა ჯერ
0
№3
ავტორი: nika1997
1 ივლისი 2014 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
აუუ კაი რა არის ბევრი გადახდილი თანხაა ნახეთ ამ ბბიჭების თანხა ბერვად გაიზრდება შემდგომ წლებსში და ჩვენ ვიამაყებთ რო ჩვენ გუნდში არაინ gun2
0
№4
ავტორი: VaRdo
1 ივლისი 2014 01:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგი ინტერვიუა საღოლ მაგრამ ყველა იუნაიტედის ფანი რატო ფიქრობთ, რომ ზედმეტი თანხებია გადახდილი? 1) ლიგაზე არ ვართ რაც საგრძნობლად ართულებს ტრანსფერებს. მანჩესტერია მაგრამ ლიგას დიდი ფაქტორი აქვს. 2) აღარაა ფერგის და გილის დრო აღარც 90იანი წლებია. იმატა ფასებმა და თ უარ გადაიხდი იმ ფასს რასაც მეტოქე გუნდის ხელმძღვანელობა გიფასებს წაიყვანს სხვა და ეხლა დადექით თქვენ და ელოდეთ 10-15 მილიონად ამ გაჭირვებულ იუნაიტედში ჩემპიონთა ლიაგზე რომელცი არაა ვინ გადმოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: gilmour
1 ივლისი 2014 03:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგია მომეწონა, მუსიკა და იუნაიტედი ყველაზე საინტერესო ცხოვრებაა
0
№6
ავტორი: red devil
1 ივლისი 2014 07:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კარგია მაგრამ რატო უნდა ფიქრობდე რო ფეხბურთელში ბევრია გადახდილი? გაიგეთ ხალხო რო ფერგი აღარ არის ქლერველებით და იანგებით ეპლს რო იგებდა. ახლა საჭიროა ფულის ხარჯვა რადგან გუნდი ისევ დადგეს ფეხზე
0
№7
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2014 09:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Minda aghvnishn0, r0m aset adamianebtan yoveltvis sainteresoa saubari... Musika, fexburti da wigni, sami "elementisgan" shemdgari is samyaroa, r0melshic albat bevri chvengani cxovrobs. Tumca sxva saqmea, roca mas esoden did mnishvnelobas anicheb. "sami megobari" agatirebda nika, asec unda yofiliyo. Swored amit0m mirchevnia happy end-s unhappy end-i. Wignis kitxvis mteli m0lodini ukanaskneli furclebis em0ciashi ixateba...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: ლადო
1 ივლისი 2014 10:27
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან საინტერესო კითხვები და რაღAა თქმა უნდა პასუხებიც იყო....ძალიან მომეწონა, მომავალში სხვა user-ებსაც მოგეცემათ ინტერვიუს ჩაწერის შანსი, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ იაქტიურეთ!
0
№9
ავტორი: temo-scholes
1 ივლისი 2014 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Nikush ubralod dzalian gemovnebiani xar brat... Rogorc mkitxveli, rogorc msmeneli da rogorc fexburtis moyvaruli... Sagol...
0
№10
ავტორი: chudikone
1 ივლისი 2014 11:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
საღოლ ძალიან მაგარი სტატია იყო! არასოდეს არ მეზარება ამ სტატიის კითხვა, არ აქვს მნიშვნელობა რესპოდენტს. ერთმანეთის ახლოდან გაცნობაასა და საერთო ინტერესების აღმოჩენაში გვეხმარება. ნიკა მართლა დიდი ხანია საიტზე და თუ რამეს წერს შანსი არაა რო მისი კომენტარი ყურადღების გარეშე დავტოვო. სხვა იუზერებმაც იაქტიურეთ და თქვენც იქნებით მალე მსგავს სიტუაციაში. ყოჩაღ დუმბო!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top