"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ ერთდროულად რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც ვიცით "იუნაიტედმა" გადაწყვიტა 35 წლის ინგლისელისთვის არ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი. ფერდინანდი ამჟამად BBC -ს გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებაზე მუშაობს.
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ნამდვილად არ განიცდის შემოთავაზებატა უკმარისობას - რიოს საზღვარგარეთიდანაც კი აქვს შემოთავაზებები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს.
"როგორც რამდენიმე კვირის წინ დავწერე, მომდევნო წელს ახალ კლუბში ვითამაშებ. მაგრამ ჯერ კიდევ არ გამირკვევია, სად. ამ საკითხის გადაჭრა წინა კვირაში მინდოდა, მაგრამ ასეთი რამეები მარტივი გასაკეთებელი არ არის."
"შემოთავაზებები თავად მოდის და ამ შემთხვევაში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად დაფიქრება მიმაჩნია."
"ინგლისურ და უცხოურ გუნდებთან ძველებურად მაქვს კონტაქტი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. ამჯამად კი აქ, რიოში BBC -სთან ერთად ვმუშაობ."
"ეს ჩემთვის სიახლეა და მის გაუმჯობესებას ვაპირებ. როგორც ფეხბურთის შემთხვევაში, არც ამ სცენაშია მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო დიდი მოვლენა." - აცხადებს ფერდინანდი.