"მანჩესტერ იუნაიტედის" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რუდ ვან ნისტელროი თვლის, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა სწორად მოიქცა ლუი ვან გალის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დროს.
"ყველამ იცის, ვინ არის აქ ბოსი. ის ყველაფერს თვითონ აკეთებს. ლუის ჰყავს ასისტენტები, მაგრამ მთელ სავარჯიშო პროცესს აკონტროლებს თვითონ, ყოველ ვარჯიშზე. ხასიათით ის სერ ალექს ფერგიუსონს ჰგავს, ეს ზუსტად ის არის, რაც ამ დროისთვის სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს". ლუი კარგი მწვრთნელია",-განაცხადა ვან ნისტელროიმ.
შეგახსნებთ, რომ ვან გალი "იუნაიტედში" მუშაობას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუდგება.