"იუნაიტედის" ყოფილი მცველი არტურ ალბისტონი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედის" ახალწვეული, ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლუკ შოუ მანჩესტერულ კლუბში მომდევნო ათი წლის განმავლობაში დარჩება.
"ცხადია, ლუკ შოუ ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩვენ ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ ფორმაში არიან ახალგაზრდები. შოუ შესანიშნავი მცველია, მან თავის კარიერაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გააკეთა."-ციტირებს არტურის სიტყვებზე კლუბის ოფიციალური საიტი
"ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ შოუ იუნაიტედის განუყოფელი ნაწილი მომდევნო ათი წლის განმვლობაში იქნება. იგი ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა."
"ამჟამად შოუ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, გარდა ამისა იგი არანაირ ზეწოლას არ განიცდის. იგი ძალიან სწრაფია, შესანიშნავი დაცვის გარდა შეტევებში არაჩვეულებრივად ერთვება. მე მჯერა, რომ იგი "იუნაიტედში" საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება."