თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2014, 15:31
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2034,
კომენტარები: 7
ჩიჩარიტო ვან გაალს ემუქრება
მექსიკის და ჰოლანდიის ნაკრებები ერთმანეთის პირისპირ
ჩიჩარიტო ვან გაალს ემუქრება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, ხავიერ ერნანდესი იმედოვნებს რომ დღეს იგი ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, სადაც ჩიჩარიტო თავის გამოჩენას გეგმავს.

ჩიჩარიტო მხოლოდ 6 ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში წინა სეზონში და მისი ცუდი სეზონი თავით გატანილმა გოლმა დაჩრდილა, როდესაც ხორვატიის ნაკრებს მატჩის მიწურულს იმედები გადაუწურა.

"განვლილი სეზონი ძალიან რთული აღმოჩნდა" აცხადებს ჩიჩარიტო. "მოთამაშეებს ყველაზე მეტად თავდაჯერებულობა სჭირდება, მე კი ეს ნამდვილად მაკლდა. ძალიან ცოტა იყო იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ჩემი სჯეროდა განვლილ სეზონში."

ხავიერ ერნანდეს იმედი აქვს, რომ მოიესის მიერ შექმნილი მდგომარეობა გამოსწორდება და ახალი მწვრთვნელის, ლუი ვან გაალის გეგმებში იგი ხშირად მოხვდება.

"ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცეტრირება არ უნდა დავკარგოთ. ეს მორიგი ნაბიჯია წარმატებისკენ. თუ ისტორაში შესვლა გვინდა, ჩვენ ჰოლანდიის ნაკრები უნდა დავამარცხოთ." დაასრულა მექსიკელმა.

წყარო: Mirror


უნდა მოხვდეს თუ არა უფრო ხშირად ჩიჩარიტო სასტარტო თერთმეტეულში ?

კი
არა

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
29 ივნისი 2014 15:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მექსიკის ნაკრებში უნდა იდგეს ძირითადში მაგრამ იუნატედში არა :X
0
№2
ავტორი: Macklemore
29 ივნისი 2014 15:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ყველას თავისი როლიაქ გუნდში. ამასაც თავისი როლი აქვს და უნდა დაკმაყოფილდეს მაით. ვან პერსის და რუნის დონის რო არაა ალბათ თვითონაც.
0
№3
ავტორი: Manchester United 14
29 ივნისი 2014 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
სანჩესი ან რობენი უნდა ვიყიდოთ და ჩიჩას შანსი ექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2014 16:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სასტარტოში ვერ ამართლებს, ეს 10–15 წუთის მოთამაშეა რომელსაც შეცვლაზე თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. როგორც ფერგი იყენებდა ისე უნდა გამოიყენოს ვან გაალმაც, მაგრდ მიყვარს ეს ფეხბურთელი და იმედია ისევ ძველბურად გააგრძელებს გოლების შეყრას შემოსვლებზე
0
№5
ავტორი: Martial
29 ივნისი 2014 19:03
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
კარგი გუნდია მექსიკა მარა ჰოლანდიასთან არამგონია დიდად შანსი ქონდეთ
0
№6
ავტორი: Manchester United 14
29 ივნისი 2014 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ვერც ვერაფერი ქენი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Macklemore
30 ივნისი 2014 03:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Kai rogor ici xolme chicha :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top