რამდენიმე საათის წინ, ბრიტანულმა მედია საშუალებები იუნაიტედის კიდევ ერთ ტრანსფერზე ალაპარაკდა. თუ Daily Star-ს დავუჯერებთ, მაშინ მანჩესტერ იუნაიტედმა და ბელგიის ნაკრების მცველმა ტომას ვერმაელენმა პირად კონტრაქტთან დაკავშირებული საქმეები მოაგვარეს, მეტიც ამავე წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს ეს ტრანსფერი 11 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.
მოგეხსენებათ, ტომას ვერმაელენი ლონდონის არსენალის საკუთრებაა და წლებია უკვე ამ გუნდში ირიცხება, მაგრამ ბოლო სეზონში არსენ ვენგერი მას ნაკლებად ენდობოდა, დიდი ალბათობით სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერმაელენს კლუბის დატოვება სურს. თუ ეს ყველაფერი სიმართლეა მაშინ მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო 3 დღეში 3 ფეხბურთელი გაიფორმა.