10 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთელი მოსფლიოში...
ლუკ შოუს "გაეშმაკებასთან" დაკავშირებული ჭორები ერთხელ და საბოლოოდ დასრულდა და მომავალი სეზონიდან თინეიჯერი მცველი "იუნაიტედის მაისურით იასპარეზებს.
მოგეხსენებათ, რომ კლუბის მესვეურებმა მასში £33 მილიონი (ევრო) გადაიხადეს და ამით იგი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი გახდა. ბევრი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელში ამხელა თანხას არ უნდა ჩამოდიოდნენ, მაგრამ შოუს მსგავსად უამრავ ნიჭიერ თინეიჯერში იხდიან კლუბები ფულს და არც თუ ისე უშედეგოდ. მოდით ვნახოთ ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერები საფეხბურთო სამყაროში.
ლუკ შოუ - საუთჰემტონიდან მანჩესტერ იუნაიტედში (2014)
ღირებულება - £33m
18 წლის მცველმა პირველად მაურისიო პოჩეტინიოზე მოახდინა შთავეჭდილება. მან გასულ სეზონში, "საუთჰემპტონის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა. ხოლო 2012/13 წლების სეზონში - 28. მიუხედავად მატჩების სიმრავლისა, მას ჯერ არ აქვს გატანილი გოლი პროფესიონალურ დონეზე. მან აგრეთვე უკვე მოასწრო სანაკრებო დებიუტის აღნიშვნა და მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ეშლი კოული დაჩრდილა და მუნდიალის მიღმა დატოვა განაცხადის არჩევისას.
უეინ რუნი - ევერტონიდან მანჩესტერ იუნაიტედში (2004)
ღირებულება - €37m
ლუკ შოუს ახალმა თანაგუნდელმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა 2004 წელს "იუნაიტედში" გადასვლით. მასში 37 მილიონი ევრო გადაიხადეს, როდესაც იგი 18 წლის იყო. რუნიმ შესანიშნავად დაიწყო "წითლების" მაისურით ასპარეზობა და სადებიუტო შეხვედრა ჰეთ-თრიკით აღნიშნა "ფენერბახჩესთან" მატჩში. მას შემდეგ მან 440 შეხვედრაში მომდევნო 213 გოლი გაიტანა და დიდი ალბათონით სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს (249) დაამხობს, რადგან ზამთარში მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ხავიერ სავიოლა - რივერ პლეიტიდან ბარსელონაში (2001)
ღირებულება - €35.9m
ყველას, ვისაც კი ნათამაშები აქვს ჩემპიონშიპის მენეჯერი, თამაში რომელიც ძალიან პოპულარული იყო 90-იანების ბოლოს, თავის გუნდში აუცილებლად გადაიყვანდა ხავიერ სავიოლას. იგი საშუალოთ 20 გოლს იტანდა თითოეულ სეზონში, მანამ სანამ თავისუფალი აგენტის როლში არ შეუერთდებოდა "მადრიდის რეალს" 2007 წელს.
ანდერსონი - პორტოდან მანჩესტერ იუნაიტედში (2007)
ღირებულება - €30m
სერ ალექს ალბათ სურს რომ რაც შეიძლება მალე დაივიწყოს ამ ტრანსფერის შესახებ, თუ უკვე არ მოახერხა ეს. ბრაზილიელმა ფლეიმეიქრემა ვერა და ვერ დაიმკვიდრა ფეხი ოლდ ტრაფორდზე და გასულ წელს განათხოვრებული იქნა "ფიორენტინაში", სადაც მან მხოლოდ 7 თამაში ჩაატარა.
მარკუინოსი - რომადან პარის სენტ ჟერმენში (2013)
ღირებულება €31.4m
განუსაზღვრელი რაოდენობის ფულის მფოლობელებმა, დიდი ინვესტიცია ჩადეს 19 წლის ვუნდერკინდში. იგი ამ სიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია. მან გოლის გატანა სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო და დაამყარა შეუდარებელი ტანდები ტიაგო სილვასთან. რომელიც თავისმხრივ 42 მილიონად შეიძინეს ყატარელმა მილიარდელებმა.
ანტონიო კასანო - ბარიდან რომაში (2001)
ღირებულება - €30m
იტალიელი ვეტერანი, ამჟამად 32 წლის მყოფი ანტონიო კასანო 19 წლის იყო, როდესაც ფრანჩესკო ტოტის თანაგუნდელი გახდა "რომას" შემადგელობაში. მან მხოლოდ ხუთი გოლის გატანა შეძლო სადებიუტო სეზონში და ფაბიო კაპელოსთან უთანხმოების გამო, მან 118 შეხვედრიდან 39 ჯერ გამოიჩინა თავი. მოგვიანებით იგი "რეალ მადრიდმა" გამოისყიდა მხოლოდ და მხოლოდ 5 მილიონ ევროდ.
სერხიო რამოსი - სევილიადან რეალ მადრიდში (2005)
ღირებულება - €27m
სერხიო რამოსი მიმდინარე ლა ლიგის სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თავის დროზე იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ თინეიჯერად ითვლებოდა, როდესაც მადრიდელებს შეუერთდა 19 წლის ასაკში. ის დღემდე განაგრძობს მაღალ დონეზე ასპარეზს და ჩატარებული 287 მატჩში 36 გოლი გაიტანა. იგი აგრეთვე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო ესპანეთის ნარებისა 2 მსოფლიო ჩემპიონატსა და ერთ ევროპის ჩემპიონატზე.
ჯონ ობი მიკელი - ლინიდან ჩელსიში (2006)
ღირებულება - €23m
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ფიქრობდნენ რომ მათ გაიფორმეს მიკელი, 19 წლის ნიგერიელი საბოლოოდ "ჩელსიში" აღმოჩნდა. "არისტოკრატებმა" მანჩესტელებს 12 მილიონი ფუნტი (რათა ინტერესი შეეწყვიტათ მასზე), ხოლო ლინს 4 მილიონი გადაუხადა, რათა ყველაფერი თავიანთ სასიკეთოდ წარმართულიყო. "ჩელსიში" გადასვლის დღეს ჯობ ობიმ იტირა, რადგან მისი ოცნება ოლდ ტრაფორდზე თამაში იყო. მას შემდეგ ნიგერიელმა 206 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთადერთი გოლის გატანა შეძლო.
ალექსანდრე პატო - ინტეიდან მილანში (2007)
ღირებულება - €22m
პატომ ისეთი მცირე ასაკის (17) იყო, მილანში გადასვლისას, რომ მას მოუწია 6 თვე უქმად ყოფნა, რადგან უეფას რეგუალაციების მიხედვით, არ ჰქონდა პროფესიონალურ მატჩში მონაწილეობა მიეღო. მიუხედავად ნაჩვენები მაღალი შედეგებისა (51 გოლი 117 შეხვედრაში) იგი "კორინთიასში გაყიდეს 2013 წელს და ახლა იჯარის წესით "საო პაოლოს" ღირსებას იცავს.
რომელუ ლუკაკუ - ანდერლეხტიდან ჩელსიში (2011)
ღირებულება - €22m
18 წლის ასაკში რომელუ ლუკაკუ "არისტოკრატებმა" შეიძინეს, თუმცა ყველასდა გასაკვირად, მან მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა "ლურჯების" შემადგენლობაში. მოგვიანებით იგი "ვესტ ბრომვიჩში" და "ევერტონში" გაანათხოვრეს, სადაც მან მისი მაღალი დონე დაამტკიცა. ასევე მიმდინარე მუნდიალზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მასში გადახდილმა დიდმა თანხამ საერთოდ არ იმოქმედა კარგად ახალგაზრდა ბელგიელზე.
სერხიო აგუერო - ინდეპედიენტედან მადრიდის ატლეტიკოში (2006)
ღირებულება - €21m
18 წლის ასაკში, სერხიო აგუერო "მადრიდის ატლეტიკოს" მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა, რადგან მათ 2007 წელს ფერნანდო ტორესი "ლივერპულში" გაყიდეს. სანამ სერხიო "მანჩესტერ სიტის" შეუერთდებოდა, ევროპის ლიგა და სუპერ თასი ლა ლიგის ამჟამინდელ ჩემპიონებთან ერთად.
სტატია მოამზადა: ჯეიკ რუდმანი
თარგმა: დაჩი ქიზიყურაშვილი
წყარო:
Mirror