"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს "იუნაიტედის" ახალი შენაძენის ანდერ ერერას შესახებ:
ენდი რიჩი: "მე ვფიქრობ, რომ ეს საოცრად წარმატებული ტრანსფერია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ანდერი დიდი ხანია რაც ჩვენი ინტერესების სფეროშია მოქცეული და აი. ბოლო-ბოლო ჩვენ შევიძინეთ ის. ყველამ იცის როგორ სჭირდება "იუნაიტედს" ნახევარდაცვის გაძლიერება და ახლა ჩვენს რიგებში სასწაულად ნიჭიერი ახალგაზრდაა. ჩვენი კლუბი ყოველთვის ეძებს ფეხბურთელებს გრძელვადიანი პერსპექტივით და ერერა სწორედ ის არის ვინც ჩვენ გვჭირდება."
ალექს სტეპნი: "პოლ სქოულზის წასვლის შემდეგ, ჩვენს კლუბს სასიცოცხლოდ სჭირდება კარგი ნახევარმცველი. ვფიქრობ, რომ ერერას ტრანსფერი ძალიან წარმატებულია. ვიმედოვნებთ, რომ ანდერი თავის თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს და კლუბს გააძლიერებს."
კევინ მორანი: "ჩვენს კლუბს ძალიან სჭირდება კარგი ნახევარმცველები, რომელთა შორის უდავოდ მოაზრება ანდერ ერერა. შესაძლოა ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც არ არის ძალიან ცნობილი, მაგრამ მას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ წარმატებას მიაღწიოს "ოლდ ტრაფორდზე". მე ვფიქრობ, რომ ერერა არის პირველი ღირებული შენაძენი ჩვენი კლუბისა ამ საზაფხულო ტრანსფერებზე."
დევიდ მეი: "ჩვენს კლუბს ძლიერი ნახევარმცველები სჭირდება და ანდერი მათ რიცხვს მიეკუთვნება. ის ჯერ 24 წლისაა და ეს შესანიშნავი ასაკია ფეხბურთელისთვის. ჩვენ შემადგენლობაში გვყავს დევიდ დე ხეა და ხუან მატა, რომლებიც დაეხმარებიან ერერას რაც შეიძლება მალე შეეგუოს ახალ გარემოს."
RedEvils.ru