"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, რაიან გიგზი მოუთმენლად ელოდება ლუი ვან გაალთან გამოცდილების მიღებას.
963 შეხვედრის ჩატარებისა და ამავდროულად დევიდ მოიესის ასისტენტობის შემდეგ რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედი" მწვრთნელის რანგში ჩაიბარა. ახლა კი თავის პოსტს გამიცდილ ლუი ვან გაალს დაუთმობს და თავად გახდება ჰოლანდიელის ასისტენტი. რაიანს დიდი იმედი აქვს, რომ ჰოლანდიელი მაესტროსგან ბევრ რამეს ისწავლის.
"წელს ყველაფერს თავის ადგილზე დავაბრუნებ და ვისწავლი მის ხელში, ვისაც უამრავ ქვეყანაში აქვს ნამუშევარი უმაღლეს დონეზე"
"კარგია, რომ ამდენ ხანს ვმუშაობდი სერ ალექსთან ერთად, მაგრამ ახლა მსურს ვნახო, თუ როგორ მუშაობენ სხვები. ჯერ დევიდ მოიესთან ვცადე, ახლა კი ლუი ვან გაალი იქნება. დარწმუნებული ბევრ საფეხბურთო ასპექტს ვისწავლი, რამეთუ ლუი ვან გაალის სტილის ახლოდან დაკვირვების საშუალება მექნება" - განაცხადა გიგზმა FIFA - ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
დავამატებთ, რომ ხუთშაბათს რაიან გიგზმა ფიფასგან მწვრთნელის უმაღლესი ხარისხი - pro მიიღო.