თურქული კლუბი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი ეძებენ ახალ მწვრთვნელს და ამ პროცესში მათ "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთვნელი, დევიდ მოიესიც შეიყვანეს. მოიესი ისტანბულში იყო და შეხვდა კლუბის პრეზიდენტს, თუმცა "გალათასარაის" ამჟამინდელი მიზანი არის გერმანიის ნაკრების მწვრთვნელთან იოხიმ ლოვთან, ან აშშს ნაკრების მწვრთვნელთან იურგენ კლისმანთან საუბარი და შეთანხმების მიღწევა. სწორედ ეს 2 მწვრთვნელია მათი მთავარი სამიზნე. "გალათასარაის" პრეზიდენტმა გააკეთა კომენატარი: "მე ველაპარაკე დევიდ მოიესს, მას შეუძლია ჩვენთან მუშაობის დაწყება, მაგრამ ის არ არის ჩვენი მთავარი სამიზნე."
თურქულ კლუბში გასულ სეზონში უკვე იყო პრემიერ ლიგიდან წამოსული მწვრთვნელი, რობერტო მანჩინი, რომელმაც თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მოიგო თურქეთის თასი. სწორედ ამიტომ მათ გაუშვეს მანჩინი და ეძებენ ახალ მწვრთვნელს. მოიესი 10 თვის განმავლობაში წვრთვნიდა "იუნაიტედს", რის შემდეგაც ის მოხსნეს. "ევერტონის" ყოფილ მწვრთვნელს ჰქონდა რამდენიმე საინტერესო შეთავაზება, თუმცა მან ყველა შეთავაზება უარყო, გარდა "გალასი."