თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2014, 10:52
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3348,
კომენტარები: 23
რას წერს სერ ალექსი - 3
დიდი პრობლემები რუდ ვან ნისტელროისთან
რას წერს სერ ალექსი - 3
2010 წლის იანვარში, ერთ თოვლიან საღამოს, მობილურ ტელეფონზე მომდის ესემესი:"არ ვიცი გახსოვართ თუ არა, მაგრამ აუცილებლად უნდა შევხვდეთ და ვილპარაკოთ. რუუდ ვან ნისტელროი." ძალიან გამიკვირდა და ეს ყველაფერი ქეითსაც ვუამბე:"ის ოთხი წლის წინ წავიდა! რა უნდა უნდოდეს?! შეიძლება ისევ კლუბში სურს დაბრუნება!" - მითხრა ქეითმა. - "არა სისულელეა!" - ვუპასუხე მე.

ვერც კი წარმოვიდგენდი, ეს რას ნიშნავდა და მას მივწერე: Ok. მან დამირეკა. თავიდან ისეთს არაფერს ვლაპარაკობდით: მან თავის ტრავმებზე მიამბო, იმაზეც რომ მეტი სათამაშო დროის უქონლობას განიცდიდა. ბოლოს მან გადაწყვიტა და მითხრა:"მე მინდა ბოდიში მოგიხადო, კლუბში ბოლო წელს ჩადენილი, ჩემი საქციელის გამო."

მე ძალიან ვაფასებ მათ ვისაც ბოდიშის მოხდა შეუძლიათ. ოცდამეერთე საუკუნეში ხალხის უმრავლესობამ დაივიწყა სიტყვა "ბოდიში" და მისი მნიშვნელობაც. ახლა ფეხბურთელს გარს ეხვევიან მწვრთნელები, კლუბი, ტელევიზიები და ჟურნალგაზეთები, აგენტები და მეგობრები - და ყველა იმას ამტკიცებს, რომ ეს ძალიან კარგია. მე დიდი სიამოვნება მივიღე იმისგან, რომ დავინახე, კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყურმილი აიღონ და გითხრან:"ბოდიში, მე მართალი არ ვიყავი."

რუდმა ახსნა განმარტებები არ დამიწყო. ალბათ ისევ მე უნდა შევკითხოდი, მაშინ რა მოხდა.

ვიცოდი, რომ ნისტელროის ძალიან ბევრი ინგლისური კლუბი ადვენებდა თვალს და თავიდან ვიფიქრე, რომ მას ისევ ინგლისში მოსწყურდა თამაში, მაგრამ...მაგრამ როგორც მივხვდი, შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იყო. მოგიყვებით მისი კონფლიქტების შესახებ და ყველაფერს თვითონაც მიხვდებით! ეს ბოდიში სწორედ ამისთვის იყო.

მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ჩვენი ურთიერთობები მაშინ გაფუჭდა, როდესაც რუდს რონალდოსთან მოუვიდა კონფლიქტი. იყო ღია დაპირისპირებებ - საერთო ჯამში, ისეთი არაფერი. შემდეგ ის გარიზე გადაერთო, რომელიც ამისთვის მზად იყო და გამარჯვებულიც დარჩა. შემდეგ კონფლიქტი დევიდ ბელონთან. რუდი ბევრთან კინკლაობდა, მაგრამ მისი მთავარი სამიზნე მაინც რონალდო იყო.

მანამდე სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა, ერთი წლის წინ, 2004/05 წლებში ჩვენ ინგლისის თასის ფინალში ვთამაშობდით "არსენალის" წინააღმდეგ. ვან ნისტელროიმ ეს თამაში ჩააგდო. ხოლო მატჩამდე ერთი კვირით ადრე მისმა აგენტმა დევიდ გილს დაურეკა და უთხრა, რომ რუდს წასვლ უნდოდა.

დევიდი მიხვდა, რომ ერთი კვირის შემდეგ ფიანლში ვთამაშობდით და ეს ჯერ გასარჩევი თემა არ იყო. მან იკითხა, თუ რატომ მოისურვა ვან ნისტერლოიმ წასვლა. ლინსის სიტყვებით, ვან ნისტერლოი თვლიდა, რომ გუნდი აღარ ვითარდებოდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადატანილი აქცენტი - კერძოდ კი რუნიზე და რონალდოზე, კლუბს ძვირად დაუჯდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე წააგეს.

ფინალის შემდეგ დევიდმა მთხოვა რუდთან შეხვედრა. ჩვენ მაყრი პოზიცია გვეკავა, რადგან "რეალი" ნამდვილად არ აპირებდა 35 მილიონის გადახდას მასში. სწორედ ამ მიზეზით ითხოვდა ის წასვლას. მას სასაცილო იდეა ჰქონდა.

ჩვენი მოლაპარაკებეი შედგა. რუდი მხოლოდ იმ აზრზე იყო და ერთსა და იმავეს გაიძახოდა, რომ ვერ დაელოდებოდა თუ როდის გახდებოდნენ მაღალი დონის ფეხბურთელები რუნი და რონალდო. "მაგრამ ისინი დიდებული ბიჭები არიან!" - ვცდილობდი მის გადარწმუნებას. "შენ მათი ლიდერი უნდა გახდე, უნდა დაეხმარო მათ." მაგრამ მას დალოდება აღარ უნდოდა.

"ზაფხულში ახალ ფეხბურთელებს შევიძენთ, რადგან ჩვენ არ გვიყვარს ფინალებში წაგება და ლიგიდანაც გამოვარდნა. როდესაც კლუბს აქვს ჩავარდნა, მოთამაშეებმაც და მწვრთნელმა მოთმინება უნდა იქონიონ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვეყოლება." რუდი მისმენდა და ბოლოს ერთმანეთს ხელიც ჩამოვართვით.

ზამთრის ტრანსფერებზე ჩვენ გავიფორმეთ ვიდიჩი და ევრა, მაგრამ არ ვიცოდით, რომ სწორედ ეს ფეხბურთელები აღმოჩნდებოდნენ რუდის მომავალი სკანდალის მსხვერპლნი. ლიგის თასზე, სასტარტო შემადგენლობაში ყოველთვის ლუის და საას ვაყენებდი. როდესაც ფინალში გავედით, ნისტელროის ვუთხარი, რომ საას ამ თამაშში არ დაყენება უსამართლობა იქნებოდა. მე მასაც შევპირდი, რომ ვათამაშებდი. ეს ნამდვილად ვუთხარი.

თამაში ჩვენი სცენარით მიდიოდა და გადავწყვიტე ორი ახლი ფეხბურთელი შემეყვანა მინდორზე. ეს ცვლილება ბოლო გამოდგა. რუდს ვუთხარი:"ბიჭებს შანსს მივცემ, გაიგონ მოგების გემო "იუნაიტედთან" ერთად". "შენ..." - დაიწყო ნისტელროიმ. ამას არასდროს დავივიწყებ. მე ყურებსაც არ ვუჯერებდი. კარლუშ კეირუში მას მოუბრუნდა. სათადარიგოთა სკამზე ერთი ამბავი მოხდა. "თავი აკონტროლე!" - ყვიროდნენ მოთამაშეებიც.

ამით ყველაფერი დასრულდა, ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რომ რუდს კლუბის გამოცვლა სურდა. ამ ინციდენტის შემდეგ მისი ქცევები უფრო და უფრო გამაღიზიანებელი ხდებოდა.

ჩვენ ჩემპიონატის ბოლო მატჩი უნდა მოგვეგო "ჩარლტონთან". საას ტრავმა ჰქონდა, ხოლო ნისტერლოის გამოშვება არ მინდოდა მინდორზე.

კარლუში სალაპარაკოდ წავიდა:"ჩვენ შენს არჩევას არ ვაპირებთ, შეგიძლია სახლში წახვიდე. მთელი კვირა საშინლად იქცეოდი - ამას კი ნამდვილად არ მოვითმენ."

რონალდომ მაშინ მამა დაკარგა და ძალიან ცუდად იყო. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ნისტერლოი რონალდოსთან მივიდა და უთხრა:"რას გააკეთებ, დიდი ხნით იგლოვებ მამიკოს?!" ის კარლუშ კეირუშს გულისხმობდა და არა რონალდოს მამას. რონი ძალიან განაწყენდა და გაბრაზდა. რუდი დაუფიქრებლად მოქმედებდა. კარლუში მაშინ რონალდოს ეხმარებოდა ამ ყვეალფრის გადატანაში.

ეს სამწუხარო ეპიზოდი გახლდათ. შეიძლება ამით ნისტერლოი მიგვანიშნებდა, რომ კლუბიდან სურდა წასვლა, მაგრამ ეს სხვა რამეს გამოიწვევდა - ფეხბურთელების უპატივცემულობას მის მიმართ.

ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. მას შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა კლუბში. ის კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი გახდა. პრობლემები მეორე სეზოზნიდანაც დაიწყო, როდესაც საქმე მის ახალ კონტრაქტზე მიდგა. მას "რეალში" სურდა თამაში, ამიტომ ვეღარაფერს გავაკეთებდით. ჩვენ მთავარი ფორვარდი დავკარგეთ.

ჩვენ მას 35 მილიონი დავადეთ იმ იმედით, რომ ნებისმიერ მეტოქეს გასჭირვებოდა მისი შეძენა, "რეალსაც" კი. ყველა თანახმა იყო ამაზე. დევიდს ვუთხარი:"თუ შემდეგ სეზონში მის სანაცვლოდ ამ თანხას გადაიხდიან, კარგი იქნება რადგან უფრო იაფად შევიძინეთ, მაგარმ თუ ასეთი შემოთავაზება არ მოგვივა, ის კიდევ დარჩება კლუბში."

ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლო სეზონში "იუნაიტედის" მაისურით მან ყველას ნდობა დაკარგა, დაკარგა პოპულარობაც ხალში, მასში ასე რომ ვთქვათ გოლაბლური ცვლილებები მოხდა.

ნისტელროის გაფორმება, როდესაც ის ჯერ კიდევ "ჰერენვენში" თამაშობდა, ჩემმა ძმამ მარტინმა მირჩია. "ეს ბიჭი ძალიან მომწონს, ჩვენს გუნდს კარგად მოერგება." - მითხრა მან. მე მზად ვიყავი მოქმედებისთვის, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, როდესაც გავიგე, რომ ის "პე ეს ვემ" შიძინა. 2000 წელს კი ისევ განვაახლეთ ინტერესი.

როდესაც ესპანეთში ვისვენებდი, კლუბის ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ რუდმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაირა, რადგან მას ტრავმა აწუხებდა. "პე ეს ვე" კი იმას ამტკიცებდა, რომ ტესტებმა მცირე ტრავმა აჩვენეს, რომელიც ადვილად მოსაშუშებელია. ჩვენ ნისტელროი უკან "პე ეს ვეში" გავგზავნეთ და მისი ვარჯიში გადავიღეთ, რომ გაგვეგო მზად არის თუ არა "იუნაიტედში" სათამაშოდ. მუხლი ასტკივდა ვარჯიშის დროს და ეს არ მომეწონა.

"ჩვენს დროში ასეთ ტრავმას რამდენმე თვეში მოიშუშებს კაცი." - ვუთხარი მარტინ ედავრდს.

ასე, რომ ვან ნისტელროი გავაგზავნეთ ერთ სანდო და ძლიერ ექიმ - რიჩარდ სტედმანთან კოლორადოში. მკურნალობამ თითქმის ერთ წელს გასტანა. 2001 წელს ის გავიფორმეთ, მაგრამ მანამდე მისი თამაში კიდევ ერთხელ ვანხე "აიაქსის" წინააღმდეგ. ის ძალიან ძლიერი იყო მოწინააღმდეგის საჯარიმოში და ცივი გონებით მოქმედებდა.

მე ერთხელ სახლში ვესტუმრე მას და ვუთხარი, რომ "იუნაიტედში" აუცილებლად ავიყვანდი მისი ტრავმისდა მიუხედავად. იმ დროს მას ძალიან უჭირდა და ეს სიტყვები მას დაეხმარა ძალების მოკრებაში.

ნისტელროი ცოტა სხვა ტიპის თავდამსხმელი იყო. ის უფრო იტალიური სტილის იყო. ჰგავდა ერთ თავდამსმხელს, რომლიც "იუვენტუსში" ასპარეზობდა 60-იან წლებში პიეტრო ანასტასი. ის მთელი თამაშის მანძილზე ოფლს არ ღვირდა ბევრს და ისე იტანდა გოლებს. ნისტელროისთვის საჭირო იყო მომენტი შეგექმნა, ხოლო ის იზრუნებდა, რომ ბურთი მოწინააღმდეგის კარში აღმოჩენილიყო.

რუდს ხელი ისევ თავისმა ხასიათმა შეუშალა. მას შეეძლო უფრო ძლიერი გამხდარიყო. თამაშებზე ბევრს არაფერს აკეთებდა, მაგრამ რასაც აკეთებდა იდალურად. ბურთს მიიღებდა, მოწინააღმდეგისკენ ერთ მკვეთრ მოძრაობას გააკეთებდა და ურ***ვდა. ეს შესანიშნავად გამოსდიოდა.

თუ ჩემს თავდამსხმელებს ავიღებთ, რუდი ნამდვილად ყველაზე შედეგიანი იყო, მაგრამ მას ძალიან სჯობდა სოლსკიაერი, რომელიც მომენტებს იდეალურად იყენებდა. შესანიშნავი გოლის გატანის ალღო ჰქონდა, ყველაფერს თავში ხარშავდა და ისე მოქმედებდა. სათადარიგოთა სკამზე ჯდომისას ის სულ რაღაცას იწერდა: მოწინააღმდეგის სუსტ ადგილებს. ამით ყოველთვის აღწევდა სასურველ მიზანს.

ოლე ძალიან გამგები ფეხბურთელი იყო, ის არასდროს შემოვარდნილა ჩემს კაბინეტში იმისთვის, რომ ეთქვა თუ რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში. მას ძალიან მოსწონდა მისი როლი. გუნდში 4 თავდამსხმელი გვყავდა და ყველას შესანიშნავად ვიყენებდით.

რუდისგან უფრო მეტს ველოდი, მინდოდა უფრო მეტი ემუშავა, როგორც ყველა "იუნაიტედის" ფეხბურთელი მუშაობდა. მაგრამ ის გოლს ისეთ მომენტებში იტანდა, რომ ვჩუმდებოდი და ხმას აღარ ვიღებდი.

ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავდით თავდამსხმელებს. ჯერ კანტონა წავიდა, შემდეგ შერინგემი. ოლეს მუხლის ტრავმა აწუხებდა, იორკი ისე ვეღარ თამაშობდა, როგორც ადრე, ხოლო ენდი მწყობრში იყო. ენდიზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლებოდა. ის თვლიდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყო. ეს მართლაც კარგია ფეხბურთელისთვის, მაგრამ მას არ ესმოდა თუ რატომ ვაყენებდი რუდის სასტარტო შემადგენლობაში.

ენდი ძალიან დამეგობრდა იორკთან. ისინი სანამ "იუნაიტედში" გადმოვიდოდნენ ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ 1998-99 წლის სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს. სულ ერთად ვარჯიშობდნენ და იმ სეზონში ერთად 53 გოლი გაიტანეს.

ენდის რუდთან თამაში არ უნდოდა და ამიტომ "ბლექბერნ როვერსში" გავყიდე. ის უკვე 30 წლის იყო და მისი საუკეთესო წლები უკვე უკან იყო. ენდი 7 მილიონად ვიყიდეთ "ნიუკასლიდან" და 6.5 მილიონად გავუშვით, მაგრამ ჩვენ დიდ მოგებაში ვიყავით, რადგან მან ძალიან შედეგიანი 7 სეზონი ჩაატარა ჩვენთან.

მარტო ენდის არ ჰქონდა პრობლემები რუდთან. იგივე პრობლემა ჰქონდა დიეგო ფორლანსაც. ფორლანი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ არა ნისტერლოის სამყაროში. ისინი ერთად კი თამაშობდნენ, მაგრამ ამავდროულად ინდივიდუალურად. დიეგო პარტნიორბზე კარგად თამაშობდა და ძალიან მნიშვნელოვანი გოლებიც გაჰქონდა.

რუდის თქმით დიეგოსთან სხვა პრობლემა იყო: მისი ინავლიდი და. ის მალიორკაში ცხოვრობდა. დიეგო თვლიდა, რომ მას თავისი დისთვის უნდა მოევლო. ის შეუდარებელი ადამიანია, მან იცის ხუთი ენა და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ის კარგად თამაშობდა ტენისს როდესაც გუნდში მოვიდა, ეს მე მანამდეც ვიცოდი. ერთხელ ჩემპიონატი ჩავატარეთ ტენისში და მე ახლად გადმოსულ ფორლანზე დიდი ფული დავდე, გარის კი გაუკვირდა და მკითხა:"რა? მან იცის თამაში?"

"მე საიდან ვიცი?!" - ვუპასუხე, - "წადი და მას ჰკითხე!"

დიეგომ ყველა გაანადგურა. ყველა გაოცებული შესცქეროდა მასაცა და მეც..ხოლო ამით დასრულდა ისტორია რუდ ვან ნისტელროის პრობლემებზე კლუბში. მისი ბოდიში კი ძალიან გამეხარდა!
სტატიები
23 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
28 ივნისი 2014 10:54
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გირჩევთ წაიკითხოთ და გაიგოთ რუუდ ვან ნისტერლოის უცნაური ზამაშკების შესახებ wink
0
№2
ავტორი: Roy Keane 16
28 ივნისი 2014 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
საინტერესო იყო, ეხა გასაგებია ყველაფერი :დ
0
№3
ავტორი: chudikone
28 ივნისი 2014 11:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვაჰ, ძაან საინტერესო იყოო..

"ოლე ძალიან გამგები ფეხბურთელი იყო, ის არასდროს შემოვარდნილა ჩემს კაბინეტში იმისთვის, რომ ეთქვა თუ რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში. მას ძალიან მოსწონდა მისი როლი. გუნდში 4 თავდამსხმელი გვყავდა და ყველას შესანიშნავად ვიყენებდით."
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Manchester_M
28 ივნისი 2014 11:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სერიოზული იყო კიდე დადეთ რა ყოჩაღ ლადო,
0
№5
ავტორი: RedGirl
28 ივნისი 2014 12:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძალიან საინტერესო იყო და მადლობა ამ სტატიისთვის.

ოლე ახლა უფრო შემიყვარდა რა love ბაბუ საოცრება ხარ ! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: gilmour
28 ივნისი 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მაგარი სტატიაა!! რა მაიმუნი ბიჭი ყოფილა რუდი:) უბრალოდ შეუდარებელი იყო თამაშის დროს, ხასიათი ტეხავს ასეთი რომ ქონდა.
0
№7
ავტორი: ლადო
28 ივნისი 2014 12:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
gilmour,
ხხო ძალიან მაგარი იგროკი იყო, მაგრამ ამავდროულად საზიზღარი ხასიათი ჰქოდნა
0
№8
ავტორი: darcmela
28 ივნისი 2014 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ეს და როი კინი საზიზღრები იყვნენ ხასიათით
0
№9
ავტორი: red devil
28 ივნისი 2014 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ole dzaan magari kacia forlanic magrad mevaseboda da nisterlois kide dzaan cudi xasiatebi qonia
0
№10
ავტორი: don_vini
28 ივნისი 2014 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მშვენიერი სტატიტაა.ისე მე რუუდი არ მეგონა ასეთი ხასიათის.უფრო ჩმორი ტიპი მეგონა რატომღაც: დ :დ :დ რუდი ნაახეე რაა :დ: :დ :დ პროსტა თავის საქმის იმენნა პროფესიონალი იყო.გოლის გატანას შეუდარებლად აკეთებდა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top