"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ სერ ბობი ჩარლტონმა ალბერტ სკენლონის საპატივსაცემულოდ ქუჩა გახსნა.
"ბასბის ჩვილების" ერთ-ერთი ლეგენდარული წევრის სახელი სელფროდის ერთ-ერთ ქუჩაზე გაიხსნა და მას ახლა სახელად "სკენლონ-ლეინი" ჰქვია.
სერ ბობი ჩარლტონი: "ალბერტი შესანიშნავი ბიჭი იყო. ის ძალიან მხიარული ადამიანი იყო და ვარჯიშებზე წინა დღით ნანახ რამე სასაცილო ისტორიას აუცილებლად გვიყვებოდა. ალბერტთან და ედი კოულმანთან ერთად დიდი ხანი გავატარე, როცა 15 წლის ასაკში "იუნაიტედს" შევუერთდი."
ალბერტ სკენლინის ვაჟი, გრეგი: "ეს დიდი პატივია ჩვენი ოჯახისთვის. მადლობელი ვარ სერ ბობის, რადგან სწორედ მისი ძალისხმევით შესრულდა ეს ინიციატივა"