რამდენიმე წუთის წინ ესპანურმა გამომცემლობამ AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ დაუკავშირდა ტონი კროოს, როგორც ჩანს ინგლისური კლუბი არ ეშვება გერმანელ ნახევარმცველს. ამავე წყაროს ინფორმაციით ფეხბურთელს მიუნხენის ბაიერნმა შეტყობინება გაუგზავნა, რომ გადაწყვიტოს მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტონი კროოსით ორი ესპანური გრანდი მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონაა დაინტერესებული.
თუ BBC-ის დავუჯერებთ, მაშინ მანჩესტერ იუნაიტედმა ლუკ შოუს შემდეგ კიდევ ერთი მცველი დაიმატა. საუბარია ჰოლანდიის ნაკრებისა და ფეინოორდის ცენტრალურ მცველ დე ვრიზე, რომელიც ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში იმყოფება. ამავე წყაროს ინფორმაციით კლუბებმა დე ვრის ტრანსფერის საკითხები უკვე შეათანხმეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იუნაიტედის ორივე ტრანსფერი, საუბარია ერერასა და შოუს ტრანსფერზე, BBC-მ პირველმა გვამცნო, მაშინ დიდი შანსია, რომ ჰოლანდიელი მცველიც უკვე იუნაიტედის ფეხბურთელია.