"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი აცხადებს,რომ გუნდს თურქეთში მტრული ატმოსფეროს ქვეშ მოუწევს თამაში.
თურქეთში წასული მოთამაშეებიდან ყველაზე გამოცდილი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებიდან სწორედ დარენ ფლეტჩერია.გუნდთან ერთად თურქეთში არ გაფრენილა უეინ რუნი,პოლ სქოულზი,რობინ ვან პერსი,რიო ფერდიდანდი და სხვა.ფლეტჩერი მოედანზე გამოვა,როგორც გუნდის "ლიდერი".დარენი მოხარულია ამ ფაქტით და ის აპირებს ახალგაზრდა თანაგუნდელებს ყველანაირად დაეხმაროს ამ მატჩის მოსაგებად.
"მე 28 წლის ვარ.ასე,რომ ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ვარ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.მოხარულია ვარ,რომ მე მიწევს ახალგაზრდების გვერდით ყოფნა.მე ყველანაირად მზად ვარ მათ დასახმარებლად.სწორედ ამას ვაკეთებ უკვე რამოდენიმე წელია შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში." - განაცხადა ფლეტჩერმა.
"როდესაც პატარა ვიყავი,ყოველთვის ვცდილობდი,რომელიმე დიდი ფეხბურთელისთვის მიმებაძა და მისგან ბევრი რამ მესწავლა.უბრალოდ მინდოდა მომესმინა რჩევება გამოცდილი ფეხბურთელებიდან,რადგან სწორედ ამის ხარჯზე შემეძლო განვითარება.თურქეთში მე ძალიან მრტულ ატმოსფეროს მოველი მოედანზე,მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ 3 ქულის მოსაპოვებლად." - დაასრულა დარენმა