"მანჩესტერ იუნაიტედს" 18 წლის ინგლისელი მარცხენა მცველი ლუკ შოუ შეუერთდა. მან საერთო ჯამში "საუთჰემპტონში" ჩაატარა 67 თამაში. მისი დებიუტი კი 2012 წელს შედგა.
"გაოგნებული და აღფრთოვანებული ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლით. "საუთჰემპტონში" 8 წლიდან ვიმყოფებდი და მინდა მათ და ფანებს ძალიან ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთეს. მინდა, რომ განვაგრძო პროგრესირება ჩემს კარიერაში და ამისთვის "იუნაიტედი" იდეალური ადგილია. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ჩემი ცხოვრების ეს ახალი თავი და მსურს ძალიან ბევრი ვისწავლო ისეთი მსოფლიო დონის ფეხბურთელებისა და სამწრთვნელო შტაბისგან, როგორიც ამ კლუბშია,"-აცხადებს შოუ.
"ლუკ შოუ ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა მარცხენა მცველია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. "საუთჰემპტონში" ყოფნისას ის ძალიან განვითარდა და ყველანაირი მონაცემები აქვს იმისთვის, რომ გახდეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის გადმოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" და მჯერა, რომ "იუნაიტედი" სწორედ ის კლუბია, რომელიც მას განვითარების საშუალებას მისცემს და დარწმუნებული ვარ ის ჩვენს იმედებს გაამართლებს,"-აცხადებს რაიან გიგზი.