თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2014, 16:42
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1935,
კომენტარები: 9
ნანისთვის 6 გუნდი იბრძოლებს
ნანის საფიქრალი გაუჩნდა...
ნანისთვის 6 გუნდი იბრძოლებს
სხვადასხვა ბრიტანული გამოცემის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერით ერთდროულად 6 კლუბია დაინტერესებული.

ნანითი დიდი ხანია ინტერესდება იტალიური "იუვენტუსი" და უკვე გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნანი ახლოს იყო "იუვენტუსში" გადასვლასთან.

პორტუგალიელით ასევე დაინტერესებულია მილანის "ინტერი", რომელიც ვინგერში 15 მილიონის გადახდას აპირებს.

საინტერესო შემოთავაზებები აქვს ნანის სამშობლოდანაც, ერთდროულად ორი პორტუგალიური გრანდი, "პორტუ" და "ბენფიკა" ცდილობენ ნანის გადაბირებას.

მეხუთე გუნდი კი "მადრიდის ატლეტიკოა", რომელიც ესპანური პრესის თანახმად სულ მალე "იუნაიტედს" 19 მილიონს შესთავაზებს.

ლუიშ ნანის შეძენა ინგლისურ გრანდსაც სურს, ეს "არსენალია", რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზადაა პორტუგალიელში 13 მილიონი გადაიხადოს.

თვითონ ნანი კი გაურკვევლობაშია და ელოდება ახალი მწვრთნელის დაბრუნებას.

რაც შეეხება ლუი ვან გაალს, სწორედ მან დაბლოკა ნანის ტრანსფერი "იუვენტუსში", მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები 21 მილიონს იხდიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნანიმ 3 თამაში ითამაშა და 1 გოლის და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ამჟამად ნანის მომავალი ბურუსითაა მოცული.
სტატიები, ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
27 ივნისი 2014 17:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მემგონი ამის დარჩენის შანსები აღარ არსებობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: xvliki
27 ივნისი 2014 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ar minda amis wasvla raa maagrad mevaseba es fexburteli
0
№3
ავტორი: Goginashvili777
27 ივნისი 2014 17:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ეს მაგრად გამისწორდება რო არსენალში გადავიდეს ...
მართალია არსენალის დედიკო მიყვარს მაგრამ ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანი არსენალია .. ძლიერი ვინგერია და არაა საჭირო იტალიაში ან პორტუგალიის ლიგაში გადავიდეს როცა ეპლს გრანდი იწვევს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: GeorgeBest
27 ივნისი 2014 19:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალი მოვა და მოაგვარებს ამის ამბავსაც რა, თუ გაშვებაა დროზე გაუშვან და მოიყვანონ ვინმე, თუ არადა ათამაშონ რაღას კლავენ ამ სკამზე
0
№5
ავტორი: don_vini
27 ივნისი 2014 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
არავითAრი არსენალი.ინგლისში არ უნდა მოხდეს ამის გაშვება.ჩემი აზრით კიდევ ერთი წელი უნდა დარჩეს.იმიტომ რომ ჯერ ვინგერების რაოდენობა კარგ ვინგერებზე მაქვს ლარპაკი არ გვყავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: Martial
27 ივნისი 2014 19:33
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
თუ წასვლაა ჯობია იტალიაში წავიდეს, მაგრამ არამგონია ჯერ გაუშვან
0
№7
ავტორი: Manchester_M
27 ივნისი 2014 22:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ეს რო წავიდეს ერთი ნორმლაური ვინგერიც აღარ გვჩება მართალია იანუზაი კარგად შეეწყო გუნდს მაგრამ მაინც ახალგაზრდაა ჯერ ჯერობით და რავიცი მგონი თუ ვინმეს არ მოიყვანენ არ შეიძლება ნანის გაშვება :))
0
№8
ავტორი: Macklemore
28 ივნისი 2014 04:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Chkuadmyofeli amas ariyidis :D
0
№9
ავტორი: chudikone
28 ივნისი 2014 04:59
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვალენსიია ხო გვყავს, რაც მთავარია ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top