თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2014, 13:54
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2023,
კომენტარები: 13
რა ბედი ეწევა "92 წლის კლასს"?
ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და ფილ ნევილი. რომელი დარჩება "ოლდ ტრაფორდზე"?
რა ბედი ეწევა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ირწმუნება, რომ ნიკი ბატი დარჩება სამწრთვნელო შტაბში, მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ახალი, ლუი ვან გაალის ერა იწყება.

ნიკი ბატი ერთ-ერთია 1992 წლის კლასიდან და ის "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობს ვარენ ჯოისთან ერთად 21 წლამდელების მწრთვნელად, გარდა ამისა ახალგაზრდულ ლიგაზე 19 წლამდელთა ლიგას ხელმძღვანელობს.

რა ბედი ეწევა "92 წლის კლასს"?
11 წლიანი კარიერის განმავლობაში, ყოფილმა წითელმა ეშმაკმა "იუნაიტედისთვის" 350 მატჩი ჩაატარა.


"SportMail"–ის განცხადებით, ნიკი და საერთოდ 92 წლის კლასი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს "მანჩესტერ იუნაიტედში":

"92 წლის კლასი ძალიან მნიშვნელოვანია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ნიკი სამწრთვნელო შტაბის წევრია. მას მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს აქ და ის მუშაობს ჯოისთან ერთად, რომელიც ასევე დარჩება კლუბში."

შეგახსენებთ, რომ ბატმა მთავარი გუნდის სამწრთვნელო შტაბში ცოტა ხანი დაჰყო და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მოიესმა თანამდებობა დატოვა. ბატი მის მეგობარს, რაიან გიგზს ეხმარებოდა.

მაგრამ რას შემდეგ, რაც კლუბი ვან გაალმა ჩაიბარა, ბევრი მითქმა–მოთქმა იყო იმაზე დარჩებოდა თუ არა 92 წლის კლასი "ოლდ ტრაფორდზე", რადგანაც ყველა ფიქრობა, რომ ჰოლანდიელი თავის სამწრთვნელო შტაბს მოიყვანდა. თუმცა გიგზის დატოვებასთან ერთად გამოჩნდა, რომ მისი მიზანია რაც შეიძლება დახვეწილი და კლუბისთვის გამოსადეგი სამწრთვნელო შტაბის ყოლა.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ნიკი ბატი სამწრთვნელო შტაბში ვიხილოთ. რასაც ვერ ვიტყვით ნევილზე. მისი მომავალი დიდი წყვდიადითაა მოცული და დიდი ალბათობით, ვან გაალი არ მისცემს "მანჩესტერის" ყოფილ ფეხბურთელს ამხელა როლი ითამაშოს გუნდში მომავალ წელსაც.

რა ბედი ეწევა "92 წლის კლასს"?
ბატი ერთ–ერთი იმათგანია, რომელმაც დაუვიწყარი გამარჯვება აჩუქა სრულიად მანჩესტერულ სამყაროს 1999 წელს "კამპ ნოუზე".


რაც შეეხება პოლ სქოუზს, "იუნაიტედს" მისთვის არანაირი გეგმები არ აქვს. არავინ იცის ითამაშებს თუ არა იგი რაიმე როლს ვან გაალის გუნდში. დარჩება ნიკი ბატის მსგავსად ახალგაზრდებთან თუ საერთოდ მოუწევს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება.

შეგახსენებთ, რომ წითური პრინციც ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოიესის წასვლის შემდეგ და გიგზის დროებითი ასისტენტი იყო. ის ასევე ეხმარებოდა ნიკი ბატს ახალგაზრდების გაწრთვნაში ახალგაზრდულ ლიგაზე. მაგრამ როგორც "Sportmail" აცხადებს ეს იყო უბრალოდ დახმარება და აქ არანაირ კონტრაქტს არ ჰქონია ადგილი.

რა ბედი ეწევა "92 წლის კლასს"?


სქოულზი რჩება "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩად, მაგრამ 2013 წლის შემდეგ მას არანაირი კონტრაქტი არ გაუფორმებია გუნდთან.

DailyMail
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
27 ივნისი 2014 14:05
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ისე ნევილი ნამდვილად გასაშვებია და ბატიც ჩემი აზრი;ტ
0
№2
ავტორი: Count Alucard
27 ივნისი 2014 14:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დიდი დამსახურება აქვთ გუნდის წინაშე მაგრამ ერთია კარგი ფეხბურთელი და მეორე კარგი მწვრთნელი, ეგ მხოლოდ ერთეულებს გამოსდით და როგორც ჩანს ნევილს და ბატს დიდი სამწვრთნელო ნიჭი არ აქვთ არც გიგსი მგონია გენიოსუ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ერთადერთი სკოულზი რადგან ფერგიუსონიც ყოველთვის აქებდა მის ხედვას და საფეხბურთო ინტელექტს.
0
№3
ავტორი: RedTeen
27 ივნისი 2014 14:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჩემი აზრით ესენი არ უნდა დაშალონ..
0
№4
ავტორი: nika1997
27 ივნისი 2014 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
არა არ უნდა დაიშალონ
0
№5
ავტორი: Macklemore
27 ივნისი 2014 14:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დიდი დამსახურებააქვთ ეგ ფაქტია, მაგრამ ხათრის გულისთვის ყველა გუნდში ვერ დარჩება. ახალგაზრდულს გუნდს თუ გაწვრთნიან მაგარი იქნება. ამათი გამოცდილება და კლასი ნებისმიერს გამოადგება.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
27 ივნისი 2014 14:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფილ ნევილის ადგილი არსად არაა რა. ისე მგონი კარგია ბატი ახალგაზრდების მწვრთნელად რავიცი
0
№7
ავტორი: Martial
27 ივნისი 2014 14:40
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ყველაფრის მიუხედავად მაგრად მინდოდა სქოულზისთვისაც გამოენახათ გუნდში ადგილი

კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს არ ნიშნავს მაგრამ სქოულზი სქოულზია
0
№8
ავტორი: don_vini
27 ივნისი 2014 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ეს უკვე გადასაწყვეტია ვან გაალის. რავიცი ფილ ნევილი და ბატი არც ერთი არ არის მთავარ გუნდში სამუშაოდ მზად.ისე ბატი დარჩეს ბავშვების ტრენერად რატომაც არაა.:) სქოულსაც მოუგონებენ რამე თანამდებობას.არ გაუშვენებ კლუბიდან:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: Manchester United 14
27 ივნისი 2014 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიგზი და წითური პრინცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: Manchester_M
27 ივნისი 2014 15:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბატი რჩება და ნევილი ჩემი აზრით და სურვილით მინდა რომ წავიდეს :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top