მანჩესტერ იუნაიტედის რეზერვებმა შინ ასტონ ვილას უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ.მატჩის ერთადერთი გოლი 52 წუთზე ასტონ ვილელმა გრაჰამმა პენალტით გაიტანა.
ამ მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ,რომ რეზერვებიდან მთავარ გუნდში,რომელიც დღეს თურქეთში გალათასარაის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ეთამაშება გამოძახებულია,რამდენიმე ფეხბურთელი.ამის შედეგად რეზერვებს მოუწიათ შესუსტებული შემადგენლობით თამაში,რაც ეშმაკებს წაგებად დაუჯდათ.