პორტუგალიის ნაკრები სასწაულის იმედად...
პორტუგალიის ნაკრები G ჯგუფის ბოლო ადგილს იკავებს ერთი ქულით და იმისათვის, რომ ისინი მერვედ ფინალში მოხვდნენ, მათ განას ნაკრები დიდი სხვაობით უნდა დაამარცხონ და დაელოდონ გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შედეგს, რომლებმაც იციან, რომ ფრის შემთხვევაში ორივე მათგანი ფლეი-ოფში გავა.
"წითელი ეშმაკუნების" ვინგერი, ლუიშ ნანი იმედოვნებს, რომ დღეს თამაშს ძირითად შემადგენლობიდან დაიწყებს, ვინაიდან და რადგანაც მან ა.შ.შ-ს ნაკრებს მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა.
ნანისგან განსხვავებით, ადნან იანუზაის და მარუან ფელაინის სანერვიულოდ საქმე არ აქვთ, რადგან ბელგიის ნაკრებმა ორივე შეხვედრა მოიგეს და ფლეი-ოფში გასვლა გარანტირებული აქვთ. "წითელი ეშმაკუნების" ნიჭიერ ვინგერს, იმედი აქვს რომ დღეს მას "წითელ ეშმაკებში" (ბელგიის ნაკრებში) დებიუტი ექნება.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპები დასასრულს უახლოვდება და უკვე ცნობილია, რომ 5-მა მანჩესტერელმა შეძლო ფლეო-ოფში გასვლა საკუთარ ნაკრებთან ერთად. ესენი არიან: მარუან ფელაინი, ადნან იანუზაი, პატრის ევრა, ხავიერ ერნანდესი და რობინ ვან პერსი.
ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთს კვირას დაუპირისპირდებიან. მოგეხსენებათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ორი მანჩესტერელი ერთმანეთს უპირისპირდება მსოფლიო ჩემპიონატზე. საფრანგეთი ორშაბათს გამართავს ნიგერიასთან თამაშს, ხოლო ბელგია კი დაუპირისპირდება გერმანიას, აშშ-ს, ან პორტუგალიას ორშაბათს ან სამშაბათს.
წყარო:
Manutd.com