გასულ სეზონში ერერა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო "ბილბაოს" შემადგენლობაში. იგი დაეხმარა თავის გუნდს მეოთხე ადგილის დაკავებაში. მან 5 გოლის და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, მაგრამ სანაკრებო ასპარეზზე ჯერაც არ მიუღია მონაწილეობა.
მოგეხსენებათ, ერერას ბოლო 2 დღის განმავლობაში მჭიდროს უკავშირებდნენ ოლდ ტრაფორდს, თუმცა "ბილბაოს" უფროსობამ გაავრცელა განცხადება, რომელიც ასე ჟღერს: "ატლეტიკს სურს განაცხადოს, რომ ამ "იუნაიტდის" შემოთავაზებას უარით ვუპასუხეთ, რომელიც 28 მილიონ სატრანსფერო თანხას ითვალისწინებდა ანდერ ერერას გადასაბირებლად."
ერერას ტრანსფერი აქტუალური იყო ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, როდესაც "იუნაიტედს" დევიდ მოიესი წვრთვნიდა. იყო ცნობების იმის შესახებ, რომ მან სამი ადამიანი გაგზავნა ესპანეთში მოსალაპარაკებლად. ტრანსფერი ჩაიშალა და კლუბმა კი განაცხადა, რომ მათ არაფერი იცოდენენ ამ სამ ადამიანზე.