თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2014, 11:52
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2121,
კომენტარები: 6
ლუი ვან გაალი 200 მილიონის დახარჯვას იწყებს
ანდერ ერერა - ვან გაალის პირველი შენაძენი (?)
ლუი ვან გაალი 200 მილიონის დახარჯვას იწყებს
ესპანელი ანდერ ერერა იქნება ლუი ვან გაალის პირველი შენაძენი, რომლითაც იგი სატრანსფერო აქტივობებს გახსნის და უფრო მეტად მუნდიალის დასრულების შემდეგ გააქტიურებს. ტრანსფერი ოფიციალურად დღეს უნდა დადასტურდეს, რომლის ფასი 28 მილიონს შეადგენს.

როგორც უკვე ვთქვით, ერერას ტრანსფერი არ იქნება პირველი და უკანასკნელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, ვინაიდან ესპანელის გზას ლუკ შოუც გაჰყვება, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 34 მილიონს შეადგენს. თუ ეს ტრანსფერი ამ ფასად განხორციელდა, მაში შოუ ყველაზე ძვირადღირებულ თინეიჯერად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ვან გაალი, რომელიც ამჟამად თავისი ქვეყნის ნაკრების გაწვრთვნით არის დაკავებული, პარალელურად საკლუბო საქმეებსაც აგვარებს და მისი "დამსახურებით" დღეს "იუნაიტედს" ორ გამოცდილ მცველს უკავშირებენ.

"იუნაიტედის" ქომეგებმა დიდი ხნის წინ შეიტყვეს, ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის კლუბიდან წასვლის შესახებ. ასე რომ ვან გაალს დაცვის მხრივაც აქვს პრობლემები მოსაგვარებელი. გარდა მატს ჰუმელსისა, რომელსაც უკვე თვეებია "იუნაიტედს" უკავშირებენ, მოსვლის კანდიდატად განიხილება ბრუნო მარტინსიც, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებში ასპარეზობს ვან გაალის ზედამხედველობის ქვეშ.

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ბრუნო მარტინსი არ არის ერთადერთი ჰოლანდიერლი, რომელიც ვან გაალს სურს რომ ოლდ ტრაფორდზე "წაიყოლოს." საუბარია არიან რობენზე, რომელიც ჭორების თანახმად ვან გაალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნია. მიუხედავად მჭიდრო კავშირებისა, "იუნაიტედის" ახალ ბოსს გაუჭირდება "მიუნჰენის ბაიერნის" ვარსკვლავის გადმობირება.

წყარი: Mirror
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: nika1997
26 ივნისი 2014 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
აუუ იემდია მართლა გავიფორმეთ

ბრუნოც კარგიაა და ჰუმელსიც ორივე რო დაგვათრევიაა მაგარმ ჯონსიც მეავსება
0
№2
ავტორი: Best 7
26 ივნისი 2014 12:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარია ერერრა
0
№3
ავტორი: LIVERPOOLFCBEST
26 ივნისი 2014 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
200ს არა მინიმუმ 400ს დახარჯავს wink wink
0
№4
ავტორი: Manchester_M
26 ივნისი 2014 14:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა ფასები აქ ამ ფეხბურთელებს რა არის :@ ადრე 100 მილიონად 11 ნახევარ გუნდს იყიდდი და ახლა 2 კაცზე უნდა იხვერწო ჯერ რამე მაინც იყვნენ რა :@
0
№5
ავტორი: nikusha1999
26 ივნისი 2014 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
დეპაი და ვარანი მოიყვანონ და არ მინდა არც რობენი და არც ჰუმელსი
0
№6
ავტორი: don_vini
26 ივნისი 2014 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
აუ მე რო დავიწყო 200 მილიონის ხარჯვა არ გამოვა ეეგ? :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top