"მანჩესტერ იუანიტედის" იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა გუნდს მანჩესტერულ დერბიმდე ვერ დაეხმარება.
"წითელი ეშმაკების" იაპონელი ახალწვეული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ბრაგას" წინააღმდეგ დაშავდა.ამის შემდეგ მას 6 მატჩის გამოტოვება მოუწია.მას იმედი ჰქონდა,რომ "გალათასარაის" ან "ქპრს" წინააღმდეგ დაბრუნდებოდა,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ტრავმის აღდგენას კიდევ 7-8 კვირა დასჭირდება.
"შინჯის კაგავას ტრავმის აღდგენა რეალურად ძალიან ნელა მიმდინარეობს.მას ჯერ ვარჯიშიც კი არ გაუნახლებია.თავდაპირველად მისი დაზიანება არცთუ ისე სერიოზულად გამოიყურება,მაგრამ ეხლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მას ამ დაზიანების აღსადგენად 7-8 კვირა დასჭირდება." - განაცხადა ფერგიუსონმა.
შინჯი კაგავამ თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი: "მე ჯერ კიდევ არ ვიცი,როდის დავბრუნდები მოედანზე.ჩემი მუხლი ძალიან ცუდად გამოიყურება,როგორც ჩანს მე ორივე მუხლი დაზიანებული მაქვს."