თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2014, 19:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 7
რას ნიშნავს ფეხბურთი ჩიჩარიტოსთვის?
მექსიკელი ჰოლანდიელების წინააღდმეგ. ჩიჩას ვრცელი ინტერვიუ.
რას ნიშნავს ფეხბურთი ჩიჩარიტოსთვის?
მექსიკელი წითელი ეშმაკი, ჩიჩარიტო, შეცვლაზე გამოვიდა და დაეხმარა მექსიკას ხორვატიასთან საოცარ გამარჯვებაში ანგარიშით 3-1. ჰერნანდესისთვის ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ამ გოლზე ბევრი რამ არის დამოკიდებული მათ შორის ისიც, ითამაშებს თუ არა მანჩესტერელი ჰოლანდიის წინააღმდეგ.

მიუხედავად ამდენი ემოციისა, ჩიჩარიტომ განაცხადა, რომ ის წნეხის ქვეშ არ გრძნობდა თავს და არც გასჭირვებია ბურთის კალათში მოთავსება.

"მე ვგრძნობ, რომ რაღაც ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან. მაგრამ მე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთის თამაშისგან, მიყვარს მინდორზე ყოფნა. მე მქონია რამდენიმე თამაში, რომელზეც ბევრი ხალხი ამბობდა, რომ მართლაც კარგად ვითამაშე, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ დამირტყია გოლის გასატანად."

"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და მშვენიერი რამ ფეხბურთში. ფეხბურთი მხოლოდ გოლის გატანა არ არის. რათქმაუნდა ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც შენ ფეხბურთელი გქვია, შენ უნდა ითამაშო შენს გუნდთან ერთად, შენს თანაგუნდელებს უნდა შეუწყო ყოველი მოძრაობა და ისინი პირველ ადგილზე დააყენო."

"ეს მთლიანი წელი ძალიან რთული იყო ჩემთვის. ფეხბურთელებს ყველაფერზე მეტად რწმენა მჭირდება და მე ეს ძალიან მაკლდა. გასული წლის განმავლობაში მხოლოდ მცირედმა თუ მაჩვენა ის, რომ ჩემი სჯეროდათ."

"ეს ყველაფერი მე მინდა ჩემს ბაბუას მივუძღვნა, რომელიც 85 წლის ხდება, მაგრამ მაინც მოახერხა იმდენი რომ არის ახლა ჩემთან ერთად ბრაზილიაში. და ეს არის ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც იყვნენ ჩემთან ერთად ყოველთვის, როგორც ცუდ ისე კარგ დღეებში. მაგალითად ისე როგორც ჩემი ცოლი და ცემი ოჯახი. ყველამ იცის, რომ მე ბედნიერი ვარ სრული დატვირთვით მუშაობით რთულ დღეებში."


ჰერნანდესმა ასევე ისაუბრა ჰოლანდიეასთან დაპირისპირებაზე. შეგახსენებთ, რომ მას მისი მომავალი ბოსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში და ამასთანავე ეს არის გუნდი, რომლის კაპიტანიც წითელი ეშმაკი რობი ვან პერსია, რომელმაც უკვე მოახერხა სამი გოლის გატანა ბრაზილიაში. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა ჩიჩა ამ თამაშს ვან გაალის მოსახიბლად მან ასეთი პასუხი გასცა:

"ახლა მე რაც ვიცი არის ის, რომ მომცემული მომენტისთვის ვან გაალი ჰოლანდიის მწრთვნელია, მე კი მექსიკაში ვთამაშობ. მეტი არაფერი. რობინი დიდებული ცენტრ-ფორვარდია. მას დაუჯერებელი ტექნიკა აქვს, რომელიც მსოფლიო დონის ფეხბურთელად ხდის, გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფორვარდია მთელს მსოფლიოში. ის ყოველთვის მეხმარებოდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე."


ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
25 ივნისი 2014 19:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვულოცავ ჩიჩას 1/8 ფინალში გასვლას :)) მაგრამ არამგონია ჰოლანდიას გაცდნენ :))
0
№2
ავტორი: Manchester United 14
25 ივნისი 2014 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
Manchester_M,
არც მინდა რო გაცდნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: GeorgeBest
25 ივნისი 2014 19:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შენ უნდა ითამაშო შენს გუნდთან ერთად, შენს თანაგუნდელებს უნდა შეუწყო ყოველი მოძრაობა და ისინი პირველ ადგილზე დააყენო


ამიტომ ვაფასებ ყველაზე მეტად. ძაან მაგარი კაცია ყოველთვის მსიამოვნებს ამის ინტერვიუების კითხვა
0
№4
ავტორი: Martial
25 ივნისი 2014 19:58
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ჩიჩა ყველაზე მაგარი კაცია love

კარგი ინტერვიუ და სიახლეა good2
0
№5
ავტორი: red devil
25 ივნისი 2014 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ცუდია რო მექსიკა ჰოლანდიას ეჯახება კარგი გუნდია მექსიკა და არაფერს არ დათმობს.
0
№6
ავტორი: nika1997
26 ივნისი 2014 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მაგრად მიყვარს ეს ბიჭი (ნახეთ ესენი გაცდებიან ჰოლანდიას
)
0
№7
ავტორი: don_vini
26 ივნისი 2014 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ჩიჩას ინტერვიუები სულ ყოველთვის გულიდან მოდის.მშვენიერი ინტერვიუა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top