თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2014, 18:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1788,
კომენტარები: 8
კაგავა: "მე არ აღმოვჩნდი საკმარისად კარგი"
კაგავამ ფანებს მოუბოდიშა
კაგავა:
მთელი მსოფლიო ელოდა, რომ იაპონელები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებდნენ და შორსაც წავიდოდნენ, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა და ისინი ჯგუფში ცარჩნენ. იაპონელები ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ჩატარებული სამი თამაშიდან მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხეს.

იაპონელთა სასტარტო რიგებში იმყოფებოდა წითელი ეშმაკი შინჯი კაგავა. საბერძნეთთან სკამზე ჯდომის შემდეგ, იაპონელმა ვერ შეძლო კოლუმბიელებთან გუნდის გამარჯვებამდე მიყვანა და მეტიც, იაპონია სამხრეთ ამერიკელებმა ორი ბურთი სხვაობით დაამარცხეს ანგარიშით 3:1.

ეს კაგავასთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ის ძალიან იმედგაცრუებულია მიღებული შედეგით:

"მე ვიცი ბევრი ფანი გვედგა მხარში და მე მათი დიდი მოლოდინებიც ვიგრძენი. მაგრამ მე არ აღმოვჩნდი საკმარისად კარგი რამის მიღწევისთვის და მე ძალიან ვწუხვარ, რადგან მათ იმედები გავუცრუე. ჩემთვის დამანგრეველია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიისთვის დასრულდა."

როდესაც მის მომავალზე ჰკითხეს კაგავამ ასეთი პასუხი გასცა:

"ჩემი კარიერა გრძელდება. რათქმაუნდა ცოტა დრო დამჭირდება, რომ ამ ყველაფერს შევეგუო, მაგრამ მე ჩემს თავს ხელში ავიყვან და წინ სვლას განვაგრძობ."



ManUtd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: don_vini
25 ივნისი 2014 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
პატარა შეცდომაა.4-1 მოუგო კოლუმბიამ ;) ძალაინ ცუდათ ითამაშეს.მთელმა გუნდმ.და საერთოდ ძალაინ ცუდი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა იაპონიამ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№2
ავტორი: Best 7
25 ივნისი 2014 18:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არადა ჰონდა ამბობდა ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოჩემპიონატის მოგება! wink
0
№3
ავტორი: Manchester_M
25 ივნისი 2014 19:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
შემეცოდა შინჯი :X მაგრამ ერთმხრივ კარგია უფრო დიდი დრო ექნება კლუბისთვის :))
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 ივნისი 2014 19:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეტს ველოდი ამ ნაკრებისგან ყველას იმედი გაუცრუეს მგონი

0
№5
ავტორი: Manchester United 14
25 ივნისი 2014 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაგავა მანჩესტერისთვის მოემზადე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: Martial
25 ივნისი 2014 19:59
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
არაუშავრს, მომავალ სეზონში იუნაიტედში მოგეცემა შანსი და აქ გააკეთე ყველაფერი wink ისე ამათი გასვლა მაგრად მინდოდა
0
№7
ავტორი: red devil
25 ივნისი 2014 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მეც მეგონა რო გავიდოდნენ ჯგუფიდან
0
№8
ავტორი: Berba 9
25 ივნისი 2014 23:17
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მე ვერ ვყოფილვარ ჯერი ტოლი პელეს გარინჩის, რადგან კოლუმბიასთანაც მაგრად ჩევი**ი...
ჰოლანდიის შემდეგ იაპონიას ვგულშემატკივრობდი, თუნდაც კაგავას გამო და თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის სწრაფ და გახსნილ თამაშს თამაშობდნენ, ბოლომდე მეგონა რომ კოლუმბიას მოუგებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ გამოვარდნენ :))
კაგავა ძალიან მომწონს მაინც, მიუხედავად იმისა რომ 2 სეზონია ვერაფერს აკეთებს თუ 3, იმედი მაქვს რომ გაიხსნება და ნამდვილი კაგავა გამოჩდება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top