თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2014, 09:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2037,
კომენტარები: 15
"იგი არ შეეფერება "იუნაიტედს"
ინტერვიუ გიო გოგიასთან.
გრძელდება ყოველკვირეული ინტერვიუ redarmy.ge -ს მომხმარებლებთან. ჩვენი მომდევნო რესპოდენტი კიდევ ერთი Moderator-ი, გიო გოგია (Rosso Diavolo) გახლავთ.

გამარჯობა გიო. გაგვეცანით თუ შეიძლება.

გამარჯობა. მე ვარ გიორგი გოგია. 15 წლის გახლავართ. ვცხოვრობ ზუგდიდში. მიყვარს ფეხბურთი, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ფეხბურთის გარდა ასევე მიზიდავს წიგნების კითხვა, კალათბურთის თამაში და ჩოგბურთის ყურება. ყურება იმიტომ, რომ ჩვენს ქალაქში ჩოგბურთის კორტები არ არის. ამჟამად, როგორც ყველა ჩემი თანატოლი დაკავებული ვარ სწავლით.

რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

თავდაპირველად ოჯახში "იუნაიტედს" ბიძა ქომაგობდა. იგი თითქმის ყველა მატჩს უყურებდა და ცდილობდა "წითლებისადმი" სიყვარული ჩემშიც ჩაენერგა. მან ეს მოახერხა - "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან შემაყვარა. დღემდე ასე გრძელდება ჩვენ სულ ერთად ვუყურებთ მატჩებს.

გუშინ, 23 ივნისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიო გოგია redarmy.ge-ს ოფიციალური მომხმარებელია. სიმბოლურია, მაგრამ ჩვენი ინტერვიუ სწორედ ამ დღეს მიეძღვნა.

თქვენ უკვე ერთი წელია რაც redarmy.ge - ს მომხმარებელი ხართ. რა შეგძინათ და რა "წაგართვათ" ამ ხნის განმავლობაში საიტმა?

დიახ გუშინ ერთი წელი გავიდა რაც ამ შესანიშნავ საიტზე დავრეგისტრირდი. redarmy.ge-მ არაფერი წამართვა პირიქით ჟურნალისტიკა ძალიან შემაყვარა.

"იუბილე" ხომ არ აღგინიშნავთ?

სიმართლე გითხრათ არ აღმინიშნავს. მაგრამ მომავალ წელს თუ მომეცა რედარმის მომხმარებლებთან ერთად ყოფნის საშუალება ამას აუცილებლად გავაკეთებ.

redarmy.ge - ზე უკეთესი ალტერნატივა რომ შეიქმნას, დარჩებით ჩვენი ერთგული?

არა მე ძალიან მიყვარს ეს საიტი. აქ შესანიშნავი ადამიანები არიან და მე მომწონს მათთან ურთიერთობა "ონლაინშიც" კი.

როგორც უკვე გვითხრა, გიოს ძალიან უყვარს წიგნები.

ძირითადად რა ჟანრში კითხულობთ?

დიდ უპირატესობას ვანიჭებ სათავგადასავლო წიგნებს.

კარგ წიგნსა და ცუდ საფეხბურთო მატჩს შორის არჩევანს რომელზე შეაჩერებდით?

თუამ მატჩში "იუნაიტედი" თამაშობს, რაც არ უნდა ცუდი იყოს მის თამაშს ვუყურებდი, ხოლო თუ სხვა გუნდი თამაშობს, რა თქმა უნდა წიგნის კითხვას ვამჯობინებდი

გარდა იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგია, გიოს სიმპატიებს იტალიური ფეხბურთის ორი წარმომადგენელი, "ტორინო" და "იუვენტუსიც" იმსახურებს.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, "ტორინოს" რომელ ფეხბურთელს გადაიყვანდით "იუნაიტედში"?

"ტორინოში" ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები თამაშობენ. მოგეხსენებათ მათ შესანიშნავი ფეხბურთელი ჩირო იმობილე გაუშვეს, ამიტომ მე "იუნაიტედში" ჩერჩის გადმოვიყვანდი

"იუვენტუსისა" და "ტორინოს" მიმართ სიმაპტიების ქონა ხომ არ ნიშნავს, რომ ინგლისურის შემდეგ იტალიური ფეხბურთი ყველაზე მეტად გხიბლავთ?

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური კლუბების მიმართ დიდი სიყვარული გამაჩნია, ინგლისური ფეხბურთის შემდეგ, ძალიან მომწონს გერმანული ფეხბურთი

დასასრულს უახლოვდება მუნდიალის ჯგუფური ეტაპი. თუ ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენას საფუძველი გიოს ერთ-ერთმა საყვარელმა ნაკრებმა, ჰოლანდიამ ჩაუყარა არ გაკვირვებთ, მაშინ მითუმეტეს არ გაგიკვირდებათ გიოს კიდევ ერთი საყვარელი ნაკრების, ინგლისის ჯგუფში ჩარჩენა.

შეაფასეთ ინგლისი ნაკრების გამოსვლა მუნდიალზე.

წელს ინგლისი ძალიან ცუდ ფორმაშია. მათი ცუდი გამოსვლა ჩემი აზრით მწვრთნელის ბრალია.

როგორ ფიქრობთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ თამაშის გამო დავიდ დე ხეა ცუდ ფორმაში ხომ არ შეხვდება მომდევნო სეზონს?

მას, რომ ტრამვა არ მიეღო ჩილესთან ძირითად შემადგენლობაში კასილიასის ნაცვლად სწორედ მას ვიხილავდით.

ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?

ვფიქრობ მუნდიალს ჰოლანდიის ნაკრების მოიგებს. იგი შესანიშნავ ფორმაშია. ჰოლანდიელებს კარგი ფეხბურთელები და პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავთ.

რა თქმა უნდა ტრადიციული კითხვებიც არ დაგვვიწყებია.

გაიხსენეთ ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც "იუნაიტედს" უკავშირდება.

"იუნაიტედს" რთული პერიოდი 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა. ლეგენდარულმა სერ ალექსმა პოსტი დატოვა და მისი ადგილი დაიკავა "იუნაიტედისთვის" შეუფერებელმა დევიდ მოიესმა, რომელმაც გუნდი ევროპის ლიგაზეც კი ვერ გაიყვანა. ასეთ წარუმატებლობაში მწვრთნელიც არის დამნაშავე, მაგრამ დიდი წვლილი ასეთ ჩავარდნებში ფეხბურთელებს მიუძღვით.

წარმოგვიდგინეთ თქვენი ფორმაციის "იუნაიტედი"

ბუკასი არ იყოს მეც ძალიან მომწონს 4-4-2 ტაქტიკა, რადგან ჩვენ ფეხბურთელები ფლანგებიდან შესანიშნავად ერთვებიან თამაშში.

"იგი არ შეეფერება "იუნაიტედს"


გახსოვთ ფოტოზე ასახული შეხვედრის ანგარიში?

დიახ, მახსოვს. მაკედას ულამაზესი გოლი ასტონ ვილას კარში. ეს მატჩი თუ არ ვცდები 3-2 მოვიგეთ.

ინტერვიუს დაემატა კიდევ ერთი ახალი რუბრიკა, რომელშიც რესპოდენტებს ამა თუ იმ ფეხბურთელის შესახებ ვკითხავთ.

როგორ ფიქრობთ, დარჩება ეშლი იანგი "იუნაიტედში"?

მე მჯერა, რომ ვან გალი ეშლი იანგს "იუნაიტედიდან" კინწისკვრით მოისვირს. ამ დღეს დიდი ხანია მოუთმენლად ველოდები და ავღნიშნავ კიდეც (იცინის). ყველამ იცის, რომ იგი არ შეეფერება "იუნაიტედს".

და ბოლოს, ტრადიციისამებრ ჩვენი ინტერვიუ საიტის შესახებ კითხვით დავასრულეთ.

გვითხარით რამე redarmy.ge-ს შესახებ.

თავდაპირველად manunited.fanebi.com-ზე ვიყავი დარეგისტრირებული. სიმართლე გითხრათ ნიკი არ მახსოვს, მაგრამ აქტიურად ჩართული არ ვიყავი და საიტზეც მუდმივად არ შევდიოდი. ერთ დღეს საიტი გაუქმებული დამხვდა. ძალიან მეწყინა,მაგრამ როგორმე შევეგუე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. წინა ზაფხულს ვეძებდი "იუნაიტედის" ქართულ საიტებს და წავაწყდი ორივეს - redarmy.ge-სა და manutd.ge-ს. ორივე კარგად დავათვალიერე და გადავწყვიტე "რედარმიზე" დავრეგისტრირებულიყავი. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და საიტს ერთგულად ვემსახურები.

უსურვეთ რამე საიტს.

საიტს ყველაფერ საუკეთესოს, ბევრ პროექტებსა და საქართველოში პირველობას ვუსურვებ. ძალიან მინდა "რედარმი" საქართველოში საუკეთესო სპორტული საიტი გახდეს და მჯერა, რომ ეს მალე მოხდება.

გიო გოგიას ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
სიახლეები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ივნისი 2014 09:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე მომეწონა. თქვენ? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
24 ივნისი 2014 09:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
RojoDiablo,
ეგ აღარ გვკითხო ხოლმე, როგორც ყოველთვის ესეც საინტერესო გამოდგა ძალიან...მომდევნოს ველი მოუთმენლად...
0
№3
ავტორი: Manchester_M
24 ივნისი 2014 10:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
საინტერესო იყო მაგრამ ბევრი ლაპარაკი არ ყვარებია :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 ივნისი 2014 12:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან კარგია როგორც ყოველთვის winked
0
№5
ავტორი: don_vini
24 ივნისი 2014 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
manunited კარიგ იყოო gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: love united
24 ივნისი 2014 12:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარგია,ყოჩაღ
0
№7
ავტორი: Jubo
24 ივნისი 2014 13:25
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ნანიზე ვველოდებოდი კითხვებს :დ საინტერესოა როგორც ყოველთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: Martial
24 ივნისი 2014 13:30
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მომწონს ეს სიახლე ძლიან. როგორც ყოვბელთვის საინტერესოა
0
№9
ავტორი: Best 7
24 ივნისი 2014 13:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგი სიახლეა, რაც მთავარია მეგრელს ჩამოართვი ინტერვიუ wink
0
№10
ავტორი: GeorgeBest
24 ივნისი 2014 13:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Jubo,
გოგიტიძეში გერევა, ეგ ინტერვიუ იდო უკვე wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top