თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2012, 23:40
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1841,
კომენტარები: 5
კენი მორგანსი გარდაიცვალა
"ბასბის შვილების" ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა...
კენი მორგანსი გარდაიცვალა
როგორც იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური წყარო, 73 წლის "ბასბის შვილების" ერთ-ერთმა წევრმა სიცოცხლე დაასრულა. უელსელი, რომელმაც გადაიტანა 1958 წლის კატასტროფა ღამით გულმა შეაწუხა. შემდეგ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წუთები. "იუნაიტედის" მუშაკები მწუხარების მონაწილენი არიან და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს.

კენი "იუნაიტედში" ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, ორმოცდაათიან წლებში. მისი დებიუტი შემდგა 18 წლის ასაკში "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ. 2 თვის შემდეგ გუნდთან ერთად გაემგზავრა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ბელგრადში. მიუნხენის ტრაგედიაში თითქმის ყველა ფეხბურთელი გარდაიცვალა, ვისაც "ბასბის შვილს" უწოდებდნენ.

"8.30 ან 8.44 იქნებოდა, როცა ორი გერმანელი ჟურნალისტი ალმოდებულ თვითმფრინავში დაბრუნდნენ. მე ჯერ კიდევ იქ ვიყავი. ბოლო ვიყავი ვინც გადარჩა. საბურავებმა მომიჭირეს. საავადმყოფოში წამიყვანეს და კვირა დილამდე თვალს ვერ ვახელდი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. მახსოვს, როდესაც ავდექი და სასაუზმოდ ჩავედი ბობი ჩარლტონი, ალბერტ სკერლონომი და რეიემ ვუდი ვნახე. სიჩუმე იყო. მე ვფიქრობდი, რომ სხვა ბიჭები თავ-თავიანთ ოთახებში ისვენებდნენ. მაშინ ექიმმა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა მითხრა, რომ ბიჭების უმრავლებოსა დაიღუპა ხოლო მატ ბასბი, დუნკან ედვარდსი და ჯონი ბერი ამ წუთებში ებრძოდნენ სიკვდილს. მე არ შემეძლო ამის დაჯერება. ეს დაუჯერებელი რამ იყო. არ მახსოვდა როგორც გამომიყვანეს თვითმფრინავის ნარჩენებიდან. მე მითხრეს, რომ მათ მოუწიათ ჩემი იტალიური კოსტუმის გარღვევა. ის ძალიან ძვირი იყო.

როდესაც საავადმყოფოს ვტოვებდი ექიმმა მითხრა, რომ ფეხბურთის თამაში შემდეგ სეზონამდე არ შემეძლო. თუმცა ამის გარეშეც სასოწარკვეთილებაში ვიყავი. მე მინდოდა ფეხბურთის თამაში დუნკანთან და ტომისთან ერთად. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც აღარასდროს დაბრუნდნენ სახლში. გუნდი ინგლისის თასის ფინალში გავიდა და დამარცხდა "ბოლტონთან". გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი იმ მატჩში მიერ გამოყვანილ შემადგენლობას. სერ ბასბის ჯერ არ შეეძლო თავისით სიარული, ამიტომ გუნდი მოედანზე ჯიმი მერფიმ გამოიყვანა. კლუბში კიდევ ორი წელი დავრჩი, თუმცა ბედნიერი არ ვიყავი. მე ყოველთვის იმ ბიჭებზე ვფიქრობდი. ძალიან ბევრი დაიღუპა. მე ვცდილობდი თავზე მორევას, თუმცა ვხვდებოდი, რომ ახლანდელი თანაგუნდელები არ იყვნენ ის "ბასბის შვილები"
- ამბობს ინტერვიუში მორგანსი.

წყარო: Redevils.Ru
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
19 ნოემბერი 2012 23:42
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ეს იდო მარა იქ ინტერვიუ არ ეწერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: The Lucky One
19 ნოემბერი 2012 23:52
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 132
ცუდიაა areyoukiddingme
0
№3
ავტორი: Ví Ví
20 ნოემბერი 2012 08:45
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
:( wassat 3d_6 მაგრად გამიტყდა რა ძაან მაგარი კაცი იყო :(
0
№4
ავტორი: UTD-Rule
20 ნოემბერი 2012 15:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
recourse ცუდია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: v.persie and rooney
20 ნოემბერი 2012 16:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
ეე ცუდია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top