თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2014, 06:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1885,
კომენტარები: 9
რიოს რობენი სურდა
ფერდინანდი რობენზე უარს არ იტყოდა.
რიოს რობენი სურდა
რიო დერდინანდი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ათი წლის წინ უნდა გამოეჩინა სურვილი და არიენ რობენი უნდა შეეძინა.

როგორც კი რობენს 20 წელი შეუსრულდა, "ჩელსიში" გადავიდა, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა. თავისი კარიერის განმავლობაში, რობენს გარდა სამშობლოსა, ჩემპიონის ტიტული მოგებული აქვს ინგლისში, ესპანეთში და გერმანიაში.

ფერდინანდი გაოცებულია 30 წლის ჰოლანდიელის მუნდიალზე თამაშით. რიო სწუხს, რომ თავის დროზე "იუნაიტედმა" რობენი ხელიდან გაუშვა.

"ჯერ-ჯერობით რობენი გასაოცრად ატარებს ტურნირს და პირველად არ ხდება რომ ვფიქრობ - "და რა იქნებოდა რომ..." - "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ მისი შესყიდვის შანსის ხელიდან გაშვებაზე, როცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო."

"ის "იუნაიტედის" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო. იგი მოუხდებოდა კლუბს. 2002/03 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა "პსვ" - ში და როცა ის 19 წლის იყო სერ ალექს ფერგიუსონს სურდა მისი შესყიდვა."

"იუნაიტედმა" სულ რაღაც 5 მლნ. ფუნტი შესთავაზა რობენის სანაცვლოდ, რადგან სერ ალექსი არასდროს ზედმეტ ფულს არც-ერთი ფეხბურთელისთვის. როცა უარი შემოგვითვალეს, "ჩელსიმ" რობენი 12 მლნ. ფუნტად იყიდა."
- ციტირებს რიოს Mail on Sunday.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ივნისი 2014 06:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ღირდა კი ამის ყიდვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
23 ივნისი 2014 11:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ახლაც რომ ვიყიდოთ ძალიან გამიხარდება კიდევ გაქაჩავს ეს ერთ3-4 წელი
0
№3
ავტორი: red devil
23 ივნისი 2014 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მართლა მაგარია რობენი
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 ივნისი 2014 13:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი იქნებოდა, საოცარი ფეხბურთელია იმის მიუხედავად რო ვერ ვიტან ამის ვერ დანახვა ტეხავს
0
№5
ავტორი: gilmour
23 ივნისი 2014 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მაშინ როცა გიგზი და რონალდუ ბრწყინავდნენ ფლანგებზე ზედმეტი იყო კიდევ ერთი ვარსკვლავის ყოლა, ახლა რავიცი რა გითხრათ იმდენჯერ გაგვამწარა რობენმა ეგ როგორ უნდა შემიყვარდეს ვერ წარმომიდგენია:) ნუ თუ გადმოვა ძალიან რო გაგვაძლიერებს მაგას რათქმაუნდა, უბრალოდ ეს ტრანსფერი არის გამორიცხული.
0
№6
ავტორი: Martial
23 ივნისი 2014 13:37
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
კარგი იქნებოდა, თუნდაც ეხლა დავითრიოთ დღესაც უძლიერესია
0
№7
ავტორი: RedGirl
23 ივნისი 2014 17:28
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კი ძალიან მაგარია მაგრამ ისე მძულს და ისე არ მევასება რომ რავი რა. არ მიყვარს იმენა რაღაცნაირია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Manchester_M
23 ივნისი 2014 19:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მინდა გაალმა გამოიყოლოს რობენი საკმაოდ ბევრი ტიტული მოაგებინა ბაიერნს და ახლა ჩვენთან მოვიდეს დროა :))
0
№9
ავტორი: don_vini
24 ივნისი 2014 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ეს რთული თემაა. რო გვეყიდა რიო:) ეგრე იმდენმა ფეხბუღტელმა გაიბრწყინა,ზიდანიც რომ გვეყიდა 19 წლის იიყო იმაშიც კაპიკებს გადავიხდიდით მაგრამ არ ვიყიდეთ.ისე ეხლა იყიდონ 2-3 წელი კარგი იქნებაა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top