თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2014, 14:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1848,
კომენტარები: 7
სნეიდერი გამოირიციხა
ერთი ჰოლანდიელით ნაკლები სამიზნე.
სნეიდერი გამოირიციხა
სტამბულის "გალათასარაის" ფეხბურთლის, უესლი სნეიდერის აგენტმა უარყო ჭორები, რომლის მიხედვითაც ჰოლანდიელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ.

ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის დროს, სნეიდერი "მანჩესტერის" სამიზნედ მოიაზრებოდა. მოსალოდნელი იყო, რომ "იუნაიტედის" ახალი ბოსი, ლუი ვან გაალი უესლი სნეიდერს შეიძენდა. თუმცა როგორც ჩანს, "ეშმაკებს" სულაც არ აქვთ პრეტენზია უესლის თაობაზე.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული ხმები სულაც არ წარმოადგენს სიმართლეს. არც მე და არც სნეიდერს არავითარი კონტაქტი არ გვქონია "მანჩესტერ იუნაიტედში" და არც არაფერი ვიცით ამ ტრანსფერში ლუი ვან გაალის შესაძლო მონაწილეობის შესახებ."

"ეს მხოლოდ ჭორებია. სნეიდერს უყვარს სტამბული და მისი ოჯახი აქ თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში"
- განუცხადა სნეიდერის აგენტმა Tutto Mercato - ს.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
22 ივნისი 2014 14:36
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არც გვინდოდა ეს, ბებრია უკვე:D
0
№2
ავტორი: gilmour
22 ივნისი 2014 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ახლა მართლა აღარ მინდა სნეიდერი, ინგლისური ტემპისთვის და ხისტი თამაშისთვის ამის ფიზიკური კონდიციები ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას.
0
№3
ავტორი: don_vini
22 ივნისი 2014 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ბაზარი არაა ეს ამჟამად უკვე აღარ უნდა იყოს მანჩესტერის სამიზნე იმიტომ რომ უკვე 31 ს ხდება და ნუ მანჩესტერში აღაარ აქვს პერსპეკტივა,მაგრამ მე ჯერ სასიკეთოს მაინც ვერაფერს ვერ ვხედავ სხვა ტრანსფერებთან დაკავშირები.მარტო თქმა ეს გვინდა,ის გვინდა.ამას დავიმატებთ არაფერს არ ნიშნავს.უნდა მოქმედებაა და ყოიდვაა.ისე როგორც სხვები ყიდულობენ.გადაიხადე ფული და იყიოდე ვსო :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: ლადო
22 ივნისი 2014 15:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ინტერიდან ეგრევე აქ უნდა გადმოსულიყო, ახლა სულ დაკარგა სისწრაფე
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 ივნისი 2014 16:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დარჩი სადაც ხარ
0
№6
ავტორი: Martial
22 ივნისი 2014 18:43
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
აღარ გვწირდება დიდი ხნის წინ უნდა მოეყვანათ თუ მოსვლა იყო
0
№7
ავტორი: RedGirl
23 ივნისი 2014 17:19
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ადრე უნდა დაგვეთრია როცა დრო იყო. ახლა აღარ არის საჭირო ჩემი აზრით. იყავი იყავი მანდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top