ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ გულშემატკივრებს პატიება სთხოვა ინგლისის ეროვნული ნაკრების მიერ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო.
ინგისლმა ურუგვაისთან და იტალიასთან მატჩები დათმო და ჯგუფშიც ჩარჩა. შეგახსენებთ, რომ ამ ორ მატჩში ნაკრებმა ორი გოლი გაიტანა და აქედან ერთი რუნიმ, ხოლო მეორე სტარიჯმა და ისიც რუნის პასით.
ასე, რომ 1958 წლიდან, ინგლისი პირველად ჩარჩა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში. რუნიმ კი ბოდიში მოიხადა ამ წარუმატებელი გამოსვლების გამო.
"განადგურებული ვარ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატიდან ძალიან მალე გამოვარდით. ყოველი მატჩის წინ გვჯეროდა საკუთარი თავის, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოგვივდა. პატიებას ვთხოვ ყველა გულშემატკივარს - მათაც, ვინც საქომაგოდ აქ ჩამოგვყვა და მათაც, ვინც შინ დარჩა. ბოდიში, რომ უკეთესად ვერ ვითამაშეთ!" - დაწერა რუნიმ "ფეისბუქში" თავის გვერდზე.