თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2014, 09:20
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2315,
კომენტარები: 11
რა პოზიციაზე ითამაშებს რუნი მომდევნო სეზონიდან?!
ლუი ვან გაალს სურს, რომ გუნდში რუნიმ, მატამ და ვან პერსიმ ერთდროულად ითამაშონ, ამიტომ...
რა პოზიციაზე ითამაშებს რუნი მომდევნო სეზონიდან?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს ლუი ვან გაალს სურს, რომ მომდევნო სეზონიდან უეინ რუნი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშოს.

როგორც Daily Mirror გვამცნობს, ვან გაალს სურს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად დააყენოს ხუან მატა, უეინ რუნი და რობინ ვან პერსი. რობინი თავდასხმაში იდგება, მატა ფლეიმეიქერის პოზიციას დაიკავებს, ხოლო რუნის მოუწევს უკან, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.

სწორედ მინდვრის ცენტრში ითამაშებს რუნი წინასასეზონო ტურნეზეც. ვან გაალმა ასეთი გადაწყვეტილება თავისი დამხამრეების მეშვეობით მიიღო.

ლუიმ უარი განაცხადა, რუნის ვინგერად გამოყენებაზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩზე, იტალიასთან უეინმა ვინგერად ითამაშა. რობინი კი უდაოდ ცენტრალურ თავდამსხმელად მოგვევლინება და დიდი ალბათობით კაპიტნის სამკლაურსაც მოირგებს.

ლუი ვან გაალი თვლის, რომ რუნის შეუძლია ბურთი მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში მიაწოდოს პარტნიორს, შეუძლია ბოლომდე ბრძოლა, შეტევების ჩაშლა და ბურთის კარგი კონტროლი. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადაწყვიტა ეს ყველაფერი ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ვან გაალს ეს გადაწყვეტილება იმანაც მიაღებინა, რომ რეალურად ამ პოზიციაზე "იუნაიტედს" რუნიზე უკეთესი არავინ ჰყავს. მაიკლ კერიკმა, ტომ ქლევერლიმ და მარუნ ფელაინიმ სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარეს. ფლეტჩერზეც დაყრდნობა ცოტა არ იყოს სარისკოა.

დავამატებ იმასაც, რომ რუნის ამ პოზიციაზე დგომის გამოცდილება აქვს, რადგან ის არაერთხელ გამოუყენებია სერ ალექსს ამ ამპლუაში. მეტიც, ფერგიუსონი თვლიდა, რომ რუნის მომავალი პოზიცია სწორედ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია იქნებოდა.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
22 ივნისი 2014 09:25
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
არ მინდა საერთოდ რუნიმ რომ ამ პოზიციაზე ითამაშოს, ვფიქრობ არც რუნის მოეწონება ეგ ამბავი და აუ ახალ რამდენი ჭორები აგორდება რუნი მიდისო...ეგ იმის ბრალია, რომ ფეხბურთელებს ვერ ყიდულობენ, კროოსმა იუნაიტედს რეალი ამჯობინაოო კიდე მაგასაც წერენ, არა მაგრად მეზიზღება ვუდვორდი და საერთოდ ეს ტრანსფერების ფანჯარა...
0
№2
ავტორი: gilmour
22 ივნისი 2014 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფლეიმეიკერად და თავდამსხმელის უკან მესმის რო დააყენოს და ალბათ მასეც იქნება, მაგრამ საყრდენ ნახევარმცველად უკვე ძაან ზედმეტია. და ვან გაალს ჯერ არაფერი უსაუბრია მგონი მანჩესტერის ტაქტიკურ სქემაზე და წინასწარ ნუ დავპანიკდებით:)
0
№3
ავტორი: Berba 9
22 ივნისი 2014 12:27
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რაღაც არ მჯერა მე ამ ამბის, დიდ ჭორთან გვაქვს ადგილი, ჭორი მარტო ტრანსფერი არაა ესეც ერთ ერთი ჭორთაგანია :))) ვან გაალს ეხლა ჰოლანდიაზე მეტი საფიქრალი არ აქვს, ასე რომ არამგონია მაინც და მაინც ტაქტიკაზე და სათამაშო სქემებზე ესაუბრა, როდესაც ჯერ არც კი ჰქონია ფეხბურთელებთან შეხება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: N.Vidic
22 ივნისი 2014 12:37
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ჭორია მე ასე ვფიქრობ,ლუიმ კარგად იცის რუნის რა შეუძლია და არამგონია რუნის რესურსი ეგრე უაზროდ დახარჯოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№5
ავტორი: don_vini
22 ივნისი 2014 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
რუნი და ჩამშლელი ნახევარმცველად არ შეიძლება თამაში.ეს მოთამაშის დამცირებაა ჩემი აზრით,ის არის გუნდის სული და გული და ეგრე შეიძლება როუთხრა დაცვაშიც დადგეს,არ ეთაკილებოდა რუნის ასეთი რამეები არასდროს და ეს იმას არ ნიშნავს რომ არბენინონ აქეთ იქეთ პოზიციებზე ამხელა დონსი და კალსის ფეხბურთელი.რუნის ნებისმიერი ტოპ კლასის გუნდი წაიყვანს და ათამაშებს იქ სადაც რუნის ენდომება,ასე რომ ეს უნდა გაითვალისწინონ რომ ამით არ მოხდეს რუნის დაკარგვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: GeorgeBest
22 ივნისი 2014 13:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სისულელეა, მართლა ზედმეტი იქნება უკვე
0
№7
ავტორი: red devil
22 ივნისი 2014 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არამგონია ეს სიმართლე იყოს
0
№8
ავტორი: Martial
22 ივნისი 2014 13:10
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
იმედია არაა სიმართლე
0
№9
ავტორი: Best 7
22 ივნისი 2014 13:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს უკვე ზედმეტია! rage
0
№10
ავტორი: LizarD
22 ივნისი 2014 15:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
უაზრობაა, შანსიი არაა ასე მოოხდეს. პრესას სალაპარაკო შემოაკლდა ეტყობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top