თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2014, 17:23
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1837,
კომენტარები: 7
ფელაინი მომავალს იუნაიტედს უკავშირებს
მარუანს წასვლა არ სურს
ფელაინი მომავალს იუნაიტედს უკავშირებს
ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს მარუან ფელაინის არ სურს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა, იმისდა მიუხედავად, რომ საშინელი სეზონი ჩაატარა. გასული წლის ზაფხულში, აწ უკვე "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა შეძლო და მარუან ფელაინი გადმოიბირა 27 მილიონ ფუნტად, "ევერტონიდან".

მარუანმა მართლაც ცუდი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ეს ალბათ ტრავმების და იმის ბრალია, რომ დევიდ მოიესმა მას გუნდში შესაფერისი როლი ვერ მოუძებნა.

ახლა კი ფელაინი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სურს, რომ ლუი ვან გაალის მეთაურობის ქვეშ თავი გამოიჩინოს:"ყველამ იცის, რომ ცუდი სეზონი გამომივიდა, მაგრამ მე ისევ ძველი მარუანი ვარ. ერთი წლის წინ "იუნაიტედში" გადმოვედი და ეს ნამდვილად პოზიტიური ფაქტია ჩემს კარიერაში, მაგრამ მე ტრავმაც მივიღე გასულ სეზონში, რამაც ძალიან დამამწუხრა. როგორც მე, ასევე ჩემს გუნდელებსაც არ აეწყოთ ეს სეზონი."

"მაგრამ ახლა ახალი მწვრთნელი გვყავს და დაველოდოთ თუ რა მოხდება მომავალ სეზონში. ამ დროისთვის კი მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. მსოფლიო ჩემპიონატზე ტრანსფერის გამო არ ვთამაშობ. მოდით დავაკვირდეთ თუ რა მოხდება ახალ მწვრთნელთან, მაგრამ მე "იუნაიტედში" თავს კარგად ვგრძნობ."

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
20 ივნისი 2014 17:24
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
არც არსად უნდა წავიდეს, ათამაშდება უეჭველი ეს!!!
0
№2
ავტორი: GeorgeBest
20 ივნისი 2014 18:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იქნებ ამანაც მოუმატოს, ამის მოსვლა პირველ რიგსი იმიტომ გამიხარდა რო მებრძოლი ფეხბურთელია, ეგეთი კაცი გვაკლია ამ პოზიციაზე და მეიმედებოდა. ამდენ ხალხს ვუშვებთ და არავინ მოგვყავს, უფრო ცუდ დღეში არ აღმოვჩნდეთ მეშინია
0
№3
ავტორი: Mike
20 ივნისი 2014 18:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
რასაც ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებ , ამის ადგილს ვერ ვხედავ იუნაიტედში, ჩემი აზრით გაუშვებენ
0
№4
ავტორი: lefty
20 ივნისი 2014 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
დარჩება და სასტავშიც იქნება ყველა ვარიანტში. მაგარი იგროკია დიდი იმედი მაქვს good2
0
№5
ავტორი: LizarD
20 ივნისი 2014 19:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იმედია დატოვებენ. კარგი და მებრძოლი მოთამაშეა, გასული სეზონი გასულ სეზონად უნდა დარჩეს...
0
№6
ავტორი: don_vini
20 ივნისი 2014 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
რავი მე მაინც მინდა რო დარჩეს./რავიცი იქნებ გამოუვიდეს თავის საუკეთესო თვიუსებების გამოვლენა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№7
ავტორი: BERDI
20 ივნისი 2014 19:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მჯერა რო აღიდგენს ძველ ფორმას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top