თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2014, 10:17
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1937,
კომენტარები: 5
იუნაიტედს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს
როლანდ დე ბური ლუი ვან გაალზე
იუნაიტედს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს
როლანდ დე ბური თვლის, რომ ვერაფერი შეაჩერებს ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად წარმატების მიღწევაში.

"ლუი ვან გაალს ყოველთვის სურს, რომ ყველაფერში საუკეთესო იყო. ვფიქრობ, ის მალე შეუდგება ინგლისური ენის შესწავლასაც. მან დიდი ხნით იმუშავა ესპანეთში, ჰოლანდიაში და გერმანიაში, ახალ ძალებს ინგლისშიც მოსინჯავს. ლუი ყოველთვის ცდილობს გუნდში უმაღლესი დისციპლინა დაამყაროს და ფეხბურთელებს ადვილად მიახვედროს ის, თუ რა ჭირდება მას თითოეული მათგანისგან." - აცხადებს დე ბური manutd.com-თAნ.

"ლუი ვან გაალი პერფექციონისტია, ის ყველა დეტალს აკვირდება და ითვალისწინებს. მის თვალწინ ყოველთვის არის გეგმა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს."

"ვფიქრობ, რომ "იუნაიტედს" მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უდგას სათავეში. გუნდის შანსი წარმატებაზე, წარმოუდგენლად დიდია. ლუი გუნდს მებრძოლ სულს დაუბრუნებს. ამასთანავე მას კოლოსალური გამოცდილება აქვს."

"ის დიდ ყურადღებას უთმობს ტაქტიკას და მოწინააღმდეგე გუნდის სუსტი მხარეების შესაწავლას. ლუი აშენებს გუნდებს, სადაც ყველა ყველას ენდობა და სიამოვნებით მუშაობენ ერთად. რა თქმა უნდა, ისინიც გამოჩნდებია, ვისაც ლუის მეთოდები არ მოეწონებათ. მაგრამ დამიჯერეთ, როდესაც მთელი გულით იბრძოლებს გუნდის ყველა წევრი, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ბევრ მწვრთნელთან მქონია შეხება, მაგრამ ლუი რაღაც განსაკუთრებულია."

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
20 ივნისი 2014 10:20
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ ერთი სული მაქვს ჯერ წინასასეზონო ტურნე როდის დაიწყება, კარგი თამაშები გვაქვს და მერე კიდე სეზონი სადაც ბულკი გუნდები გვეყოლება სულ, ვან გაალი შედეგს დადებს თან როგორს , იფიფიფ derpthumb
0
№2
ავტორი: red devil
20 ივნისი 2014 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვნახოთ რას იზავს ინგლისში
0
№3
ავტორი: don_vini
20 ივნისი 2014 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
პირველი ის რომ მაგარი ტაკტიკოსიაა ( ნუ ჩემი სუბიექტური აზრია) რომ მე მაგრათ მომწონს ეს ტრენერი, და კიდევ ის რომ შემტევი ფეხბურთის მიმდევარია ეს კაცი და რავიცი ვნახოთ,თან ის მომწონს რომ დისწიპლინა პირველ ადგილზე აქვს გუნდში,ასე რომ ჩემი პირადი და სუბიექტური აზრია რომ მანჩესტერში ამაზე უკეთეს ტრენერ მე არ ვისურვებდი.ასე რომ მთლიანად გვერდში უდგავარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: GeorgeBest
20 ივნისი 2014 14:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო იმედია ჩემი და დარწმუნებული ვარ გაამართლებს. ეს არაა ექსპერიმენტი, ამ კაცმა უნდა მოაგვაროს ყველა პრობლემა და მჯერა რო შეუძლია ამის გაკეთება ამისთვის ყველაფერი აქვს, პლიუს ამას უნდა დაგვიტოვოს გიგზი, ამასთან ბევრს ისწავლის
0
№5
ავტორი: Martial
20 ივნისი 2014 14:12
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ეგრეა ეგრე. არსებული კანდიდატებიდან ალბათ ყველაზე კარგი ავარჩიეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top