თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2014, 15:31
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2858,
კომენტარები: 13
ჩემი ოცნება - ვიყო ბავშვი რაც შეიძლება დიდი ხნით!
რობინ ვან პერსი
ჩემი ოცნება - ვიყო ბავშვი რაც შეიძლება დიდი ხნით!
თუ არ ვცდები, ის ათი წლის იყო, როდესაც პირველად ვნახე მისი თამაში. ეს მოხდა დღისით, ერთ-ერთ კვირა დღეს, საბავშვო მოედანზე, ჩვენს რაიონ - კარლინგში, როტერდამის ულამაზეს მხარეში. ეს ტერიტორია საუცხოოდ არის გამწვანებული, რომელსაც მდინარე მასი ესაზღვრება.

ჩემი სამი წლის გოგონა იქვე ქვიშაში თამაშობდა მის ამხანაგებთან ერთად, მე კი მზეში ვიჯექი და თვალს ვადევნებდი მოზარდი ბიჭების თამაშს, მინი-სტადიონზე. ერთ-ერთი მათგანი ამოვიცანი: ეს რობინი იყო, ჩემი მეგობრის - ბობის ბიჭი, რომელიც არასდროს მეშვებოდა და მეუბნეოდა ერთსა და იმავეს, რომ მისი შვილი მსოფლიო ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი გახდებოდა და მთხოვდა მასზე სტატია დამეწრა. მაშინ კი რობინი მხოლოდ ექვსი წლის იყო.

პატარა ბავშვებში კიდევ დავინახე საიდ ბუტაჰარი ( "რეალ სარაგოსა" და "ალ ვაკრა" ) და ასევე მუნირ ელ-ჰამდაუი ("აზ" და "აიაქსი"), ეს ბიჭებიც პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. რობინი სულ მათთან ერთად იყო, მისი ლაპარაკის მანერა, სიარული, ყველაფერში ამ ბიჭებს ბაძავდა. ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც ცდილობდა ახალი ფინტების და ტრიუკების, ამ ბიჭებისგან სწავლას. თამაშისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, რადგან ისინიც გასართობად თამაშობდნენ და არა რამე მიზნისთვის. ჩემი მეგობრის (ბობის) შვილი კი შეუდარებელი იყო. ბურთს ისე ნაზად იღებდა მარცხენა ფეხით, გეგონებოდათ მისი შეყვარებულიაო. შესანიშნავ მოძრაობებთან ერთად მას შესანიშნავი დარტყმაც ჰქონდა.

ერთხელ ასეთი რამ მოხდა: სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ერთმა ბიჭუნამ ბურთს ისე ძლიერად მიუქნია ფეხი, რომ ბურთი იქვე მცხოვრების ბაღში აღმოჩნდა. სახლიდან რაღაც ცხოველის ღრიალი გაისმა. ძალიან მსუქანი არსება გამოვიდა სახლიდან, ეტყობა ნასვამიც იყო და დაიწყო ყვირილი:"რამდენჯერ ვთქვი, რომ ბურთი აქ არ უნდა შე..." მაგრამ სანამ წინადადების დასრულება მოასწრო, ბაღში ერთი ბიჭუნა გადმოხტა, ბურთთან ძალიან სწრაფად მიირბინა, მაცხენა ფეხით აიგდო, დაიჭირა ხელში და სწრაფადვე გადახტა ბაღიდან. მსუქანი კაცი ძალიან გაბრაზდა და იმ ბიჭის დაჭერაც სცადა, მაგრამ ვან პერსი საფეხბურთო ოსტატობამ გადაარჩინა. კაცმა თავი ვეღარ შეიკავა და სირბილისას თავისივე ბაღში დაეცა მუცელზე და ქშენა დაიწყო, ამას კიდევ მოჰყვა ყვირილიც.

წლები გავიდა და ეს ისტორია ვან პერსიმაც გაიხსენა:"მე იქ ვიყავი, მე იქ ნამდვილად ვიყავი" ამის მოყოლა ვან პერსიმ მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად ჩავედი ლონდონში მის მოსანახულებლად, მაშინ ის "არსენალში" ახალი გადასული იყო და ცდილობდა ლეგენდებთან ერთად რაც შეიძლება ბევრი მატჩი ჩაეტარებინა.

აი ასე გაიზარდა ჩემი მეგობრის შვილი და დიდი ყურადღებაც მიიპყრო.

მას ხშირად ვხედავდი ქუჩაში და ის სულ ბურთთან ერთად იყო. როდესაც სკოლაში მიდიოდა, იქაც კი მიჰქონდა ბურთი და გზაში ცდილობდა ლამაზი ფინტებით აექცია გვერდი ბოძებისთვის. როდესაც მამა მას მაღაზიაში გააგზავნიდა ბურთი ხელში ეჭირა ძირს არ აგდებდა. იყიდიდა რაღაცას და ისევ ბურთთან ერთად ბრუნდებოდა შინ. მაღაზიის მეპატრონე პაკისტანელი იყო, ძალიან კეთილი ადამიანი, მას ძალიან უყვარდა რობინი, მაგრამ ზოგჯერ ისიც ბრაზდებოდა, რადგან რობინ უყვარდა მაღაზიაში ბურთით სირბილი, ის მყიდველებს ფეხებ შუა უძვრენდა ბურთს. ბევრს არ მოსოწონდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

ვან პერსი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა:"ფეხბურთი ჩემი დიდი სიყვარული იყო ყოველთვის. ლოგინშიც კი ბურთთან ერთად ვწვებოდი, დიახ, სერიოზულად! ძალიან მიყავრდა პატარობიდანვე ბურთის გორაობა, როდესაც დიდები ქალაქის ცენტრში მიდიოდნენ სათამაშოდ, მეც უკან მივდევდი ბურთით ხელში. სკოლა ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო, რადგან ბურთი გვერძე უნდა გადამედო და უნდა მესწავლა, ამას ვერ ვიტანდი."

როდესაც ვან პერსის ვუყურებდი, მივხვდი, რომ ბობიმ სიმართლე მითხრა მასზე. რობინის დედა მხატვარი გახლდათ, მამა კი სკულპტორი და პატარა რობინს ადვილი ცხოვრება ჰქონდა თავის 2 დასთან, ლილუ და კიკაისთან ერთად, ერთი სიტყვით მას ყველაფერი ჰქონდა რათა დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო..

მაგრამ მოხდა ოჯახისთვის ცუდი რამ. ბობი და ჟოზე ერთმანეთს დაშორდნენ და ჟოზემ რობინიც თან წაიყვანა. თავიდან პატარა რობინს დედა გასაბერი ბუშტებით ათამაშებდა. ერთ დღეს კი ჟოზემ გადაწვიტა ბობი ენახა და ასეთი რამ უთხრა:"ამ ბავშვს ვეღარ ვაკავებ, მას შენი აღზრდა ესაჭიროება!" ამ დროს კი რობინი მხოლოდ 6 წლის იყო.........

- "ამ ბავშვის პრობლემა იმაშია, რომ..." - მიხსნიდა ბობი, - "ის ჰიპერაქტიურია."

რობინს ესჭიროებოდა ისეთი საქმით დაკავება, სადაც თავის მთელ ენერგიას დახარჯავდა. თავიდან ის ქუჩებში დაძრწოდა, მაგრამ სიმკაცრე გამოვიჩინე და დავსაჯე ამისთვის. შემდეგ კი მან იპოვა ამხანაგები, რომლებთან ერთადაც დაიწყო ფეხბურთის თამაში. ის ამით სუნთქავდა. იცოდით, რომ 12 წლის ასაკში "ექსელსიორის" პატარა გუნდს წვრთნიდა?

იმ მომენტებშიც, როდესაც ის ჭამდა ან ეძინა, მაინც სულ ფეხბურთზე ფიქრობდა. სწავლა კი სხვა პრობლემა იყო. სკოლის კომიტეტებზე ბევრჯერ დავუბარებივართ რობინის გამო. ბევრი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ სკოლა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, მაგრამ არც მე და არც რობინი ამას არ ვფიქრობდით."


ჩემი ოცნება - ვიყო ბავშვი რაც შეიძლება დიდი ხნით!


13 წლის ასაკში რობინი "ფენიორდს" შეუერთდა. რამდენიმე წელში მან ყველას დაუმტკიცა, რომ ძირითადი შემადგენლობის ღირსი იყო და 2002 წელს მისი დებიუტიც შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მისი გუნდი უეფას თასის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც თავადაც ითამაშებს. ის ამ თასს მოიგებს. ამ თამაშების შემდეგ, ვან პერსიზე ყველა აფრენდა. ის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს თავის სადებიუტო სეზონშივე.

ვან პერსის კარიერა "ფეინოორდში" არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მწვრთნელთან მუდამ კონფლიქტები ჰქონდა. ვან პერსისა და "ფეიონოორდს" შორის განხეთქილება მაშინ ჩამოვარდა, როდესაც უეფას სუპერ თასის ფინალში "ფეინოორდის" მაშინდელმა მწვრთნელმა ვან მარვიჯკმა რობინი სახლში გაუშვა სრულიად უმიზეზოდ უეფას სუპერთასის ფინალიდან, რომელიც "ფეინოორდმა" მადრიდის "რეალთან" დათმო. ამის შემდეგ რობინი სეზონში 29 ჯერ გამოვიდა მოედანზე და 10 გოლი შეაგდო. მომდევნო სეზონშიც იგივე რაოდენობის მატჩები ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო. ამის შემდეგ რობინი სატრანსფერო ფანჯარაზე გაამწესეს, მაგრამ მსურველები არ გამოჩნდნენ, ხოლო ზამთარში რობინის მიმართ ინტერესი უეცრად ლონდონის "არსენალმა" გამოთქვა, რომელიც თავისი ლეგენდის დენის ბერგკამპის შემცვლელს ეძებდა. 2004 წლის იანვარში რობინმა "მეთოფეების" 11 ნომრანი მაისური მოირგო, ეს ტრანსფერი "ლონდონელებს" მხოლოდ £2.75 მილიონად.

ამ ყველაფრის შემდეგ, მე რობინს კიდევ ერთხელ ვესტუმრე ლონდონში. მას ძალიან მსოწონდა არსენ ვენგერთან მუშაობა. ვენგერი ნელ–ნელა აჩვევდა ჰოლანდიელ ამომავალ ვარსკვლავს სასტარტო შემადგენლობას. დრო გადიოდა და რობინიც იზრდებოდა როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. მან "არსენალში" დიდი გამოცდილება შეიძინა, მაგრამ ყოველთვის განიცდიდა ტიტულების უკმარისობას, მას უფრო დიდი ამბიციები ჰქონდა.

ჩემი ოცნება - ვიყო ბავშვი რაც შეიძლება დიდი ხნით!


სანაკრებო დონეზე რობინმა თავისი პირველი გამოძახება მიიღო, 2005 წლის 4 ივნისს რუმინეთთან მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა „არსენალში" თავიდანვე ვერ მოიპოვა ადგილი სასტარტოში, მსოფლიო ჩემპიონატზე მარკო ვან ბასტენმა მას გარანტირებული ადგილი მისცა თავდასხმაში. თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა კოტ’დიუარის ნაკრების წინააღმდეგ 23 წუთზე, როდესაც შორიდან ცაციათი დაუბრახუნა „სპილოს ძვლის ნაპირელთა" მეკარე კოპას. ევრო 2008 კვალიპიკაციაზეც ვან პერსიმ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც 2-2 გოლი გაუტანა ლუქსემბურგს და ბელორუსიას. ასევე მან თავი გამოიჩინა ბელგიის და ალბანეთის ნაკრებებთან მატჩში. თავისი ორიგინალურობით და ბურთის კარგად ფლობით მან დაიმსახურა შედარება თვით დენის ბერკამპთან და გახდა ინგლისის პრემიერლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავი.

რობინ ვან პერსი 15 აგვისტოს გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში, რაც კლუბს 24 მილიონი ევრო დაუჯდა. მან "იუნაიტედის" რიგებში მოიგო პრემიერ ლიგა და გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშეც "წითლების" გულშემატკივრების ვერსიით.

ერთ–ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე:"მანჩესტერში მაქვს სახლი, რომელშიც ერთი ოთახია დასასვენებლად, ეს ოთახი ძალიან ჰაგვს იმას, რომლიც "არსენალში" მქონდა. კედელზე ძალიან ბევრი ფეხბურთელის მაისური მაქვს, ხოლო ოთახის შუაში მიდგას პინგ–პონგის სათამაშო მაგიდა. ვინც ჩემთან მოდის სტუმრად ერთ პარტიას მაინც აუცილებლად ვეთამაშები ხოლმე. ჩვეულებრივ მე ყველას ვამარცხებ, ხოლმე, მაგრამ საინტერესო ისაა როდესაც კიდევ მთხოვენ თამაშს, რომ რევანში აიღონ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც წაგება სძულთ, მე კი ისევ ვაგრძელებ მათ დამარცხებას სანამ თვითონვე არ შეწყვეტენ თამაშს."

ერთხელ რობინი დასასვენებლად იყო და ოჯახთან ერთად მზეს ეფიცხებოდა, როდესაც გაგო მაგიდაზე მოხტუნავე პატარა ბურთის ხმა. რობინმა კი თქვა – "ვაუ! მეშველა! მეზობლები ტენისს თამაშობენ.". მოკოდა მეგობარს ხელი და მეზობლებთან გაემართა, რომ ეთხოვა მათთვის შეიძლებოდა თუ არა, რომ თამაშში ისიც ჩართულიყო. მეზობლები ინგლისიდან აღმოჩდნენ და რობინს უარი არ უთხრეს.

ვიდეო სადაც რობინი და რიო ფერდინანდი ერთად ერთობიან




რობინი შესანიშნავი ფეხბურთელია. მის სისხლში ნამდვილად ჩქეფს გამარჯვების სისხლი. ის ძალიან რთული არჩევნის წინაშე დადგა 2012 წელს. მას კლუბი უნდა გამოეცვალა, მაგრამ "არსენალს" ძალიან დიდ პატივს სცემდა და ამის გაკეთება უჭირდა. მან ეს გააკეთა და ბევრმა მას მოღალატეც უწოდა, ბევრს დაავიწყდა ის თუ რამხელა ამაგი ჰქონდა რობინს "ასრენალში".

და ბოლო მე მას ვკითხე, კამყოფილი ხარ შენი კარიერით – "დიახ! მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო." შემდეგ ცოტა ხნით გაჩუმდა და ისევ თქვა:"მე ისევ პატარა ბავშვი ვარ, რომლესაც აქვს ერთი ოცნება. ახლა რაღაცას მოგიყვები. ერთხელ მე და რიო ერთად ვსეირნობდით, როდესაც ქუჩაში დავინახეთ ოთხი 10 წლამდე ბიჭი. მათ "იუნაიტედის" ლამაზი სავარჯიშო ფორმა ეცვათ და ეს ძალიან უჩვეულოდ გამოიყურებოდა. 10 – 12 წლის შემდეგ ისინი ალბათ პირველ გუნდში ითამაშებენ, ვუთხარი რიოს:"მათი ასაკი ჩვენ ყველაზე დაუვიწყარ დროს გვახსენებს. არანაირი დარდი არ გვქონდა. მთავარი იყო ჩაგეცვა ბუცები და სავარჯიშო ფრომა და გევარჯიშა იქამდე სადამდეც შეძლებდი. როდესაც ბავშვი ხარ ვერ წარმოიდგენია საკუთარი თავი ტრავმით, ყველაფერი ძალიან ადვილად არის."

საუბარი კი ამ წინადადებით დასრულდა:"ჩემი ოცნება - ვიყო ბავშვი რაც შეიძლება დიდი ხნით! ასეთი მინდა ვიყო სამუდამოდ: ბავშვი მხოლოდ ერთი ოცნებით – ვითამაშო ფეხბურთი!"

ეს ისტორია დაწერა სპორტულა ჟურნალისტმა ლეო ვერხეულამ.

თარგმნა ლადო ღონღაძემ.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
19 ივნისი 2014 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კარგი იყო მომეწონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: ლადო
19 ივნისი 2014 15:48
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან მაგარი კაცია რობინა, ბევრი მოღალატედ თვლის და მათ ვამტყუნებ, არა არის ეს ადამიანი მოღალატე განა იმიტომ რომ მანჩესტერში თამსობს და რამე, ჯერ მარტო იმიტომ რომ ამდენი ხანი ყველაფერს აკთებდა გუნდისთვის და არსენალის ბარლია ისევ რომ ვერ სჰეინარცჰუნა, ეს მოგალატეობა კი არა ამბიციურობააა.

წაიკითხეთ ნუ დაგეზარებათ დიდი მაგრამ საინტერესო.. პ.ს აჰა 800 შევასრულე და 3600-იც wink biggrin2
0
№3
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2014 16:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გილოცავ ლადო...მარა გული დამწყდა წუხანდელ ჩემს წვალებაზე:D ამ სტატიის ნახევარი უკვრ ნათარგმნი მქონდა და დასრულებას დღეს ვაპირებდი:D ოო ღმერთო რა სასტიკია ცხოვრება... რობინი ღირსია რომ მისი ისტორია ხალხმა იცოდეს. წაიკითხეთ...მადლობა ლაფოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: makaveli
19 ივნისი 2014 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
საღოლ ლადო მომეწონა კაი სტატიაა რიო და რობინა მაგარი ძმები არიან wink
0
№5
ავტორი: ლადო
19 ივნისი 2014 16:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
RojoDiablo,
მოვედი და აღარაფერს დაგაცდი ახლა, შეეგუე მაგ ფაქტს wink
0
№6
ავტორი: chudikone
19 ივნისი 2014 17:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვაუ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
19 ივნისი 2014 17:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრავო, იმენა შესაფერისი სიახლეა ამ ციფრისთვის

ძაან მაგარი სიახლეა, რა კომენტარი უნდა გააკეთო ამის წაკითხვის მერე. ფავორიტებშია უბრალოდ love
0
№8
ავტორი: Martial
19 ივნისი 2014 18:01
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ბრავო derphappycry
0
№9
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2014 21:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლადო,
:D სანამ მოვიცლი შენია აქაურობა. მერე კი მიფრთხილდი კონკურენტოო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: love united
19 ივნისი 2014 22:19
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი ფორვარდია. იმედია მსოფლიოზე ბომბარდირი გახდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top