თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2014, 13:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1712,
კომენტარები: 3
"ესპანეთი არაფერს შეცვლის"
ხუან მატას აზრი.
ხუან მატა თვლის, რომ ესპანეთის ნაკრებმა არაფერი არ უნდა შეცვალოს სათამაშო სტილიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები 5-1 გაანადგურა.

"თამაშის ჩვენეულმა სტილმა ბევრი გამარჯვება მოგვიტანა და არ ღირს მისი შეცვლა. ჩვენ ბურთის კონტროლს მივეჩვიეთ, რაც თავისტავად გულისხმობს თამაშის კონტროლს, ასე რომ ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა ვითამაშოთ სხვაგვარად. ხალხს არ ვურჩევ ჩვენ გუნდზე ხაზის გადასმას. ჰოლანდიასთან განცდილი მარცხი დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას და შევეცდებით იმ თამაშს დავუბრუნდეთ, რომელსაც მივეჩვიეთ."

"ამაყი ვარ, რომ ესპანელ ფეხბურთელთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელმაც ყველაფერი მოიგო საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ერთად ვიყავით წარმატების ხანაში და ერთად ვიქნებით რთულ პერიოდშიც. ჩვენი გუნდის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ოჯახური ურთიერთობა წარმოადგენს, რომელიც კოლექტივში სუფევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება"


redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 ივნისი 2014 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არვიცი ჩემი აზრით მაგ სტილმა მოჭამა თავისი დრო. თუნდაც ბარსელონა ავიღოთ, შარშან და წელსაც არაფერი განსაკუთრებული არ უჩვენებია ბარსელონას და წელს არც ესპანეთი ბრწყინავს. ეს უაზრო ბურთის კონტროლი უკვე ძაან მომაბეზრებელია...
0
№2
ავტორი: GeorgeBest
18 ივნისი 2014 15:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესპანეთი ნაადრევად ჩამოწერა ყველმ და მაგ ნაკრებს რა შეუძლია ყველამ კარგად იცის. როცა გუნდში ასეთი ხალხი თამაშობს ნაადრევია რამეზე ლაპარაკი
0
№3
ავტორი: Martial
18 ივნისი 2014 15:54
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დამთავრდა ესპანური სტილის ზეობის დრო, მაგრამ ყველაფერი წინაა ჯერ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top