კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ 9 დეკემბერს გასამართ მატჩში სადაც ერთმანენთს "სიტი" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან მისი გუნდის გამარჯვება მთავარია და იმედოვენბს, რომ მანამდე ყველა ფეხბურთელი თავის ფორმაში იქნება
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ "სიტისთან" გასამართ მატჩში ვიქნებით კარგ ფორმაში და ეტიჰადზე ბრწყინვალე გამარჯვებას ვიზეიმებთ. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. რათქმაუნდა ეს მატჩი არ გადაწყვეტს ჩემპიონის ვინაობას, მაგრამ ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენ უნდა გამოვასწოროთ გასულ სეზონში მიღებული შედეგი. "სიტისთან" განცდილმა მარცხმა ჩვენზე ცუდად იმოქმედა. გასულ სეზონში ჩვენ დავრჩით ყველაფრის გარეშე, მაგრამ წელს იგივეს გამეორებას არ ვაპირებთ."-განაცხადა სმოლინგმა.