თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2014, 12:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1584,
კომენტარები: 4
რუნი 10 ნომრად ითამაშებს
რუნის ეშველება!
რუნი 10 ნომრად ითამაშებს
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელსაც ინგლისის ნაკრები ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, უეინ რუნი 10 ნომრიანის პოზიციაზე ითამაშებს.

ლომების უკანასკნელ სამ შეხვედრაში ამხანაგურების ჩათვლით რუნიმ შეხვედრა ვინგერის პოზიციაზე დაიწყო. რუნის თამაში დიდ კრიტიკას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორთან გოლით, ხოლო იტალიასთან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

The Telegraph - ის ცნობით ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი ნამდვილად შეწუხებულია რუნის ქმედითუნარიანობის დაბალი დონით და სურს მისი ცენტრში გადაწევა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ასეთ შანსს ურუგვაისთან შეხვედრაში მიიღებს.

ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე ჰოჯსონმა რუნი სპეციალურად დააყენა პლეიმეიქერის პოზიციაზე, ან ასე ვთქვათ სტარიჯის პარტნიორად. მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელთა სწორედ ასეთი შერწყმა იქნება ურუგვაისთან შეხვედრაში.

სხვათაშორის, ფრანკ ლემპარდი უეინ რუნის გამოექომაგა და განაცხადა, რომ პუბლიკა ზედმეტად მიეჯაჭვა რუნის.

"რაღაც მომენტში ჩვენ ძალიან ვეჭიდებით ერთ მოთამაშეს, რომელიც ჩვენი ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელია, საუკეთესო ბომბარდირი იყო შესარჩევში და ინგლისის ნაკრების რეკორდი დაამყარა შედეგიანობის მხრივ."

"უეინი - გამორჩეული ფეხბურთელია და ეს ყველამ ვიცით. თუ კი გვსურს კარგად წარმოვაცინოთ თავი მსოფლიო ჩემპიონატზე, საჭიროა რუნის კალიბრის ფეხბურთელები წინა პლანზე გადავიდნენ, იქ სადაც მათი ადგილია."
- აცხადებს ლემპარდი.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
18 ივნისი 2014 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კარგი ერთი არ აურიოთ თავ გზა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: chudikone
18 ივნისი 2014 12:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
---------სტარიჯი-------

უელბეკი--რუნი--სტერლინგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2014 12:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველაზე დებილი მწვრთვნელი გვყავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
18 ივნისი 2014 15:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლამპარდი ძმაა, ზედმეტად ბევრს ითხოვენ რუნისგან. ნაკრები ერთი ფეხბურთელისგან არ შედგება და ყველას ერთნაირად მოეთხოვება ყველაფერი. ის რომ ლიდერია არ ნიშნავს რომ ყველაფერი მან უნდა აკეთო. დააყენეთ თავის პოზიციაზე და შედეგსაც დადებს, თუმცა შდეგი საგოლე პასით უკვე დადო, ფლანგიდან სხვას რას ელოდნენ უკეთესად მანდ როგორ უნდა ითამაშოს არ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top