თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2014, 01:08
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 1850,
კომენტარები: 5
ფელაინიმ გაიბრწყინა
დღევანდელ მატჩში შეცვლაზე შემოსულმა ფელაინიმ თავის გამოჩენა მოახერხა
ფელაინიმ გაიბრწყინა
ბელგიის ნაკრებმა მუნდიალზე სადებიუტო შეხვედრაში ალჟირის ნაკრების დამარცხება მოახერხა. მატჩში მონაწილეობა მარუან ფელაინიმაც მიიღო, რომელიც 65–ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. ზუსტად 5 წუთში ბელგიელმა თავური დარტყმით გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში 1–1 გახადა. 10 წუთში მერტენსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1. ბელგიის ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში იმარჯვა და 3 ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ადნან იანუზაის, მას ჯერ–ჯერობით თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა. შემდეგ მატჩს ბელგიის ნაკრები 22 ივნისს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჯგუფი H

ფელაინიმ გაიბრწყინა


ბელგია – ალჟირი 2:1

ბელუ ორიზონტე. “ესტადიო მინეირაო”. 56 800 მაყურებელი
გოლები: 0:1 ფეგული (25 პენ.), 1:1 ფელაინი (70.), 2:1 მერტენსი (80).
გაფრთხილება: ვერტონგენი (24), ბენტალები (34).
მსაჯი: მარკო როდრიგესი (მექსიკა).


შემადგენლობები

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრუინე, ლუკაკუ (ორიგი, 58), აზარი, ვან ბუიტენი, დემბელე (ფელაინი, 65), ჩადლი (მერტენსი, 46).

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.

ალჟირი: რაისი, ბუგერა, გულამი, ჰალიჩე, ფეგული, მეჯანი (გილასი, 84), ბენტალები, სუდანი (სლიმანი, 66), ტაიდერი, მაჰრეზი (ლასენი, 71), მოსტეფა.

მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჯოჯიჩი.

ფელაინის გოლი დღევანდელ მატჩში

ახალი ამბები, ვიდეოები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 ივნისი 2014 01:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცოტა ხნით მოუწია თამაში მაგრამ კარიგ შთაბეჭდილება დატოვა, გოლიც გაიტანა და შანსიც ჰქონდა დუბლის

იმედია მომავალ წელს იუნაიტედშიც კარგად დაიწყებს, საღოლს ფუჩეჩას
0
№2
ავტორი: washington
18 ივნისი 2014 01:45
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
მშვენივრად შემოვიდა ფელაინი, გოლის შემდეგ კიდევ ქონდა რამდენიმე კარგი მომენტი და შეეძლო მინიმუმ დუბლი შეესრულებინა. თუმცა მაინც კარგი იყო:)) იანუზაის ველოდებოდი დღეს, მაგრამ ისეთი ცუდი შემადგენლობა დააყენა თავიდან, რო მივხვდი არმიეცემოდა შანსი ადნანს :დ

საღოლ გიუშ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Martial
18 ივნისი 2014 02:14
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ცოტა ხნით მოუწია თამაში მაგრამ კარგად ითამაშა. შემდეგ თამაშში იმედია ძირითაში იქნება, დაიმსახურა ეს

იანუზაის გამოსვლის იმედიც მაქვს
0
№4
ავტორი: Best 7
18 ივნისი 2014 09:51
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
როგორ იქნა გოლი გაიტანა ფუჩეჩამ
0
№5
ავტორი: Manchester United 14
18 ივნისი 2014 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
სღ ფელა ძან მაგრად მინდა ეს გუნდში რო დარჩეს ვან გალი ათამაშებს ამას
smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top