თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2014, 08:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2027,
კომენტარები: 6
რაიან გიგზი
ლეგენდაზე საუბარს ვერასდროს შეწყვეტ.
რაიან გიგზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" უელსელი ლეგენდის, რაიან გიგზის შესახებ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სტატია დაიწერა და მის შესახებ უკვე თითქმის ყველაფერია ცნობილი, მაგრამ არა და არ დავიღლები უელსელი პრინცის შესახებ საუბრით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერე საიტზე გავრცელდა საინტერესო სტატია, რომელიც რაიან გიგზის კარიერის შესახებ მოგვითხრობს. მისი ავტორი RICHARD - ი გახლავთ და ის საკმაოდ ფართო სპექტრში განიხილავს აწ უკვე მთავარი მწვრთნელის ასისტენტის საფეხბურთო კარიერას.

გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.

ფეხბურთი - მსოფლიო სპორტია. სადღაც ის - პუბლიკის გართობის საგანია, სადღაც - არსებობის საშუალება, ცხოვრების მთელი არსი. ეს რასაც არ უნდა ნიშნავდეს, უდავოდ დიდებული თამაშია. ბოლო ათი წლის განმავლობაში სპორტის №1 სახეობის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა, რამამ მის კომერცალიზაციას შეუწყო ხელი - ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ისეთი გრანდების ჩამოყალიბებას, როგორიცაა "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი".
ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
თუ ეს კლუბები საკმაოდ ცნობილები არიან, მათ არ აქვთ ის, რაც ყოველთვის ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედს" - საერთაშორისო სიყვარული.

შესაძლოა ეს დებულება საკამათოდ ჟღერს (გავიხსენოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისში თითქმის ყველაზე საძულველ კლუბად აღიარეს), მაგრამ ის უსაფუძვლოდ ნათქვამი ნამდვილად არაა. მსოფლიო ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი. ნებისმიერ ქვეყანაში ელოდებიან "იუნაიტედის" ჩასვლას და მზად არიან უქომაგონ "ეშმაკებს" და არა ადგილობრივ გუნდს. "მანჩესტერ იუნაიტედი" - ეს არა მარტო გამარჯვებულთა სულია, ეს პრინციპები და ფილოსოფიაა. კლუბმა, რომელიც არც მანამდე იყო უცნობი, ნამდვილი ძალა შეიძინა სერ ალექს ფერგიუსონის მოსვლის შემდეგ, რომელმაც თავის მხრივ კლუბში რაიან გიგზი, გარი ნევილი და პოლ სქოულზი მოიყვანა, რომლებიც ბრიტანული ფეხბურთის საუკეთესო კლუბის ბირთვად იქცნენ. თავდაპირველად ვერავინ იფიქრებდა, რომ გამოუცდელი ახალგაზრდები უფრო გამოცდილებს დაუპირისპირდებოდნენ, თუმცა მათ ეს გააკეთეს და მათ შორის იყო განსაკუთრებული კაცი, რომელმაც ისე როგორც არავინ, "იუნაიტედის" სიდიადის ყველაზე მიზეზი განასახიერა. რა თქმა უნდა საუბარია რაიან გიგზის შესახებ.

რაიან გიგზი


1991 წელი. გიგზისთვის ყველაფერი იწყება


რაიან უილსონი - ასე ჟღერდა მისი სახელი, სანამ დედის გვარზე გადავიდოდა - დაიბადა კარდიფში, 1973 წლის 29 ნოემბერს. მამამისი, დანი უილსონი მორაგბე იყო და უელსის ნაკრებს საერთაშორისო არენაზე წარადგენდა. ბავშვობიდანვე რაინი რასიზმის გამოვლენის სხვადასხვა სახეს აწყდებოდა - მამამისი სიერა-ლეონედან იყო, თავად გიგზი კი შერეული რასის წარმომადგენელი.

მანჩესტერში გადასვლის შემდეგ რაიან გიგზი "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ აკადემიაში თამაშობდა და ვინ იცის როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა, "იუნაიტედში" დროულად რომ არ შეემჩნიათ. ოფიციალური კონტრაქტი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში შესთავაზეს, მაშინც როცა პრემიერ-ლიგა არ არსებობდა. რაიან გიგზის დებიუტი 1991 წლის 2 მარტს შედგა და მან "ევერტონთან" შეხვედრაში დენის ირვინი შეცვალა. შეხვედრა "იუნაიტედმა" 2-0 დათმო. იმ დღეს "იუნაიტედის" ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი იყო მელ დონაჰი - ის ახლა 56 წლისაა.

რაიან გიგზმა - ინგლისის ნაკრების სამომავლო კაპიტანმა - თავისი საერთაშორისო კარიერა ინგლისელთა კარავში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინგლისის სკოლის მოსწავლეებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს, მას მაინც არ ჰქონდა საშუალება ინგლისის ნაკრებში გამოსულიყო. თუმცა გიგზი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეს უმნიშვნელო იყო - ის მაინც უელსს აირჩევდა.

რაიან გიგზი


ინგლისის ლიგის პირველ სეზონში გიგზი ორჯერ გამოვიდა მოედანზე და ერთხელ გამოიჩინა თავი. 1991-92 წლების სეზონში მან 38 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს ლიგის მოგება ვერ მოხერხდა, გიგზმა თავისი კარიერის პირველი სერიოზული ტიტული - ლიგის თასი მოიგო, რომელიც "ნოტინგემ ფორესტს" წაართვეს აპრილში. სეზონის ბოლოს კი გიგზმა სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ გიგზმა ძველ პირველ დივიზიონში მოახერხა გოლის გატანა, ის არ იყო პირველი თინეიჯერი, რომელმაც პრემიერ-ლიგაში მოახერხა გოლის გატანა - პოლ ბერნარდმა და რეი პარლორმა გიგზს დაასრეს.

ერთი წლის შემდეგ, 1993 წე;ს გიგზმა ჩემპიონობა მოიგო და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც "წლის საუკეთესო ფეხბურთელის" ტიტული მიანიჭეს. იმ დროს გიგზი უკვე იყო ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, მაგრამ სერ ალექსმა მას კატეგორიულად აუკრძალა პრესასთან ურთიერთობა, სანამ 20 წლის არ გახდებოდა. თავისი პირველი ინტერვიუ გიგზმა 1993-94 წლებში დეს ლაინმს მისცა. გიგზის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა და 1994 წელს გიგზმა თავისი სატელევიზიო შოუ წარადგინა, სახელად "რაიან გიგზის საფეხბურთო ოსტატობის სკოლა".

რაიან გიგზი


90 წლების შუა პერიოდში გიგზს მუდამ აწუხებდა ტრავმა და მისი თქმით მხოლოდ კვირაში ორჯერ გამართული იოგას ვარჯიშები ეხმარებოდა მას გამოჯანმრთელებაში.

თავისი კარიერის განმავლობაში გიგზს არაერთი კომპანიის რეკლამაში მიუღია მონაწილეობა, ისეთი როგორიცაა Reebok, Sovil Titus, Citizen Watches, Givenchy, Fuji, Patek Phillipe, Quorn Burgers, ITV Digital და Celcom.

"90 წლების დასაწყისში გიგზი იყო ბექჰემი, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ძირითადში მოხვდებოდა. დადე გიგზის ფოტო პირველ გვერდზე და ჟურნალის გაყიდვა გარანტირებულია. რატომ? ბიჭები ყიდულობდნენ გაზეთს რათა "ახალი ბესტის" შესახებ წაეკითხათ, ხოლო გოგოებს სურდათ მისი ფოტოს კედელზე ჩამოკიდება. გიგზს აკავშირებდა კონტრაქტი "რიბოკთან" და "ფუნჯისთან", რომელიც მილიონობით ფუნტს ითვლიდა, პაპარაცები კი მას ვარსკვლავურ მეგობარ გოგონებთან ერთად უღებდნენ ფოტოებს" - ციტატა ВВС - სტატიიდან.

2008 წელს უელსის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 10 ათასი ფუნტი გადაიხადა გიგზის პირტრეტისთვის, რომლის ავტორიც პიტერ ედვარდსი გახლავთ.

თავისი კარიერის განმავლობაში გიგზს არაერთი დიდებული გოლი აქვს გატანილი, მაგრამ წლის საუკეთესო გოლის პრემია მან მხოლოდ ერთხელ მოიგო - 1998-99 წლებში ინგლისის თასის შეხვედრაში "არსენალის" კარში გატანილი ლეგენდარული გოლი გახდა ამ პრიზის მფლობელი.



ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც გიგზს ერთხელ შეემთხვა - თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში გიგზი მხოლოდ ერთხელ გააძებეს მოედნიდან - 2001 წელს უელსის ნაკრებში თამაშისას.

2005 წელს გიგზი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში მოხვდა. ამ დროისათვის გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 600 მატჩიან ნიშნულს მიაღწია.

2006 წელს გიგზი UNICEF UK - ს ელჩი გახდა.

2007 წელს გიგზმა საფეხბურთო დამსახურებების გამო ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ორდენი მიიღო. 2009 წელს "იუნაიტედმა" გიგზს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ასეთი მის კარიერაში სულ 5 არსებობდა.

2009 წელს ის წლის საუეკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ფეხბურთელებმა - ერთადერთხელ. იმ სეზონში გიგზმა სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 12 შეხვედრა დაიწყო. იმავე წელს გიგზმა ВВС - ს "წლის სპორტსმენის" ჯილდო მიიღო.

რაიან გიგზი


მიუხედავად იმისა, რომ გიგზის კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის, უელსის ნაკრებში მას მხოლოდ 64 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2007 წელს რაინმა საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მისი უელსი არასდროს გახმდარა სერიოზული ტურნირების მონაწილე. უფრო დაუჯერებელი კი ის გახვალთ, რომ მხოლოდ ორჯერ დაასახელეს უელსის საუკეთესო ფეხბურთელად - 1996 და 2006 წლებში. თუ ძალიან მოვინდომებთ დიდ საერთაშორი ტურნირად შეიძლება 2012 წლის ოლიმპიური თამაშები მოვისაზროთ, რომელშიც გიგზმა დიდი ბრიტანეთის ნაკრების კაპიტნობაზე თანხმობა განაცხადა. იმ წელს გიგზი ოლიმპიური თამაშების ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა. ის 38 წლის იყო.

სერ ბობი ჩარლტონი რეკორდი ჩატარებული მატჩების მიხედვით გიგზმა სამახსოვრო დღეს დაამყარა: 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში მოახერხა რაიან გიგზმა თავისი ქვეყნის მიწაზე თამაში. ეს მოხდა "სუონსისთან" გასვლით შეხვედრაში.

გიგზს ძალიან ბევრი რეკორდი ეკუთვნის - ალბათ უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერს. მის ანგარიშზე ჩემპიონობის 13 ტიტული, 672 თამაში და 114 გოლია "იუნაიტედის" რიგებში, პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა (მას შემდეგ რაც 2002 წლის შემდეგ საგოლე გადაცემების დათვლა დაიწყო), მას ეკუთვნის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების მიხედვითაც - 140 მატჩზე მეტი. გიგზის თანაგუნდელი, ფილ ჯონსი დაბადებულიც კი არ იყო, როცა გიგზმა "ოლდ ტრაფორდზე" სადებიუტო შეხვედრა გამართა. იგივე ეხება იანუზაისაც.

გიგზი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის პრემიერ-ლიგის 21 სეზონში და ჩემპიონთა ლიგის 16 სეზონში მოახერხა გოლის გატანა.

რაიან გიგზმა 2007 წელს მოიყვანა ცოლად სტეისი სუკი, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხვდებოდა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

რაიან გიგზი


როცა 2014 წელს რაიან გიგზი "იუნაიტედის" დროებით მწვრთნელად დასახელდა, გიგზის მამამ, დანი უილსონმა The Sun - თან ინტერვიუში განაცხადა: "მჯერა, რომ მოთამაშეები მას მხარს დაუჭერენ, მიუხედავად იმისა, რაც მან საკუთარ ძმას გაუკეთა." უილსონს მხედველობაში ჰქონდა სკანდალი, რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც რაიან გიგზი თავისი ძმის, როდრის ცოლს ხვდებოდა და რძალია დააფეხმძიმა კიდეც. უილსონმა რაიანს "ორგული გამცემი და მატყუარა" უწოდა.

ყველა შესაძლო სათამაშო რეკორდის დამხობის შემდეგ გიგზმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ახლა მას ახალი სამუშაო ელის - მწვრთნელის ასისტენტის როლი. იმედი ვიქონიოთ, რომ გიგზი ახალ როლსაც წარმატებით მოირგებს და "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება.

რაიან გიგზი
რაიან გიგზი
რაიან გიგზი
რაიან გიგზი
რაიან გიგზი
რაიან გიგზი
რაიან გიგზი
რაიან გიგზი


სპეციალურად redarmy.ge - სთვის სტატია თარგმნა გიორგი დუმბაძემ.

redevils.ru
სიახლეები, სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 ივნისი 2014 20:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დიდი ხანია არაფერი დამიწერია...მინდოდა ეს დროებითი დაბრუნება აღმენიშნა. დიდებულ ადამიანზე დავწერე და მიხარია, რომ სწორედ რაიან გიგზი გახდა "დაბრუნების" საშუალება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester United 14
16 ივნისი 2014 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
RojoDiablo,
სღ ძალიან მაგარი სიახლე როგორც ყოველთვის good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: RojoDiablo
16 ივნისი 2014 22:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ratuka.manchester,
გაიხარეეე...ამ სიახლის განსაკუთრებულობა ისაა, რომ თავად სიახლის ობიექტია განსაკუთრებული...თორემ არ ვთვლი, რომ მასში რაღაც საოცარი წერია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2014 00:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრავო! ყოველთვის მაგარ სიახლეებს წერ და მსიამოვნებს კითხვა

ახალი ჯორჯ ბესტი love
0
№5
ავტორი: RojoDiablo
17 ივნისი 2014 07:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
გაიხარე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: BERDI
17 ივნისი 2014 11:04
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ გიო ძალიან საინტერესო იყო good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top