თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2014, 08:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2420,
კომენტარები: 17
"6–7 ფეხბურთელს გავაგდებდი"
ინტერვიუ ბუკა ობოლაძესთან.
დადგა სამშაბათი და redarmy.ge გთავაზობთ კიდევ ერთ ინტერვიუს. ჩვენი შემდეგი რესპოდენტი ბუკა ობოლაძე გახლავთ. იგი VIP ჯგუფის წევრი გახლავთ და საიტის სტაჟიანი მომხმარებელია.

გამარჯობა ბუკა. წარმოგვიდეგით თუ შეიძლება.

მე ვარ ბუკა ობოლაძე, 16 წლის, თბილისელი. "მანჩესტერის" გარდა მიზიდავს მუსიკა. მე თვითონ ვმღერი და ვუკრავ გიტარაზე, ასევე მყავს ბენდი, 25 ივნისს კონცერტზეც გამოვდივართ სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში. თუ გიყვართ მუსიკა შეგიძლიათ მოხვიდეთ. ამჟამად დაკავებული ვარ სწავლით, ერთი სული მაქვს როდის მოვახრჩობ გამოცდებს. ვარ სპორტსმენი და არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი საოცარი სიძულვილი ქიმიის მიმართ.

ბუკა ობოლაძე ცნობილი ქართველი კომენტატორის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგის, დიმა ობოლაძის შვილი გახლავთ. რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო ამ ფაქტისთვის გვერდის ავლა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგობა მამამ განაპირობა?

ნაწილობრივ მამაჩემის დამსახურებაა,რომ "მანჩესტერის" ქომაგი ვარ. პირველად 4 წლის ვიყავი "მანჩესტერის" მაისური როდესაც ჩამომიტანა, იმ დროისთვის რათქმაუნდა ვერ ვხვდებოდი რას წარმოადგენდა ეს მაისური, თუმცა წითელი ფერი ძალიან მომწონდა. ასე გაგრძელდა... უამრავ ნივთს მჩუქნიდა "მანჩესტერის" გერბით, შემდეგ თამაშსაც ერთად ვუყურეთ და ასე გავხდი "იუნაიტედის" გულშემატკივარი.

თუ იცით რით ჰგავს დიმა ობოლაძე რაიან გიგზს?

ალბათ გარეგნობით, ეს ხუმრობით. ალბათ ერთგულებით, ისევე როგორც რაიანი "მანჩესტერის" ერთგული დარჩა კარიერის ბოლომდე, მამაჩემიც რუსთავი 2ის ერთგულია დღემდე და დიდი იმედი მაქვს,რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება.


2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის მე-80 წუთზე, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანური "ბარსელონას" წინააღმდეგ 2-0 მარცხდებოდა, დიმა ობოლაძე ხშირად გაიძახოდა შემდეგ ფრაზას: "მე მაინც არ მჯერა, რომ ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილია."

ეთანხმებოდით მამას იმ დღეს?

რა თქმა უნდა ვეთანხმები და "მანნჩესტერის" ყველა გულშემატკივარი უნდა ეთანხმებოდეს. იმის მიუხედავად,თუ რა რიცხვები წერია ტაბლოზე მე ყოველთვის ბოლომდე ვგულშემატკივრობ ჩემს გუნდს.

როგორც წესი დიმას ჩემპიონთა ლიგის ფინალები უშუალოდ სტადიონიდან მიჰყავს. ოდესმე ახლდით მამას ასეთ ფინალზე?

სამწუხაროდ არა, თუმცა მომავალ წელს ვაპირებ.

საინტერესოა ბუკას დამოკიდებულებაც სხვადასხვა საკითხისადმი.

მუნდიალზე ვის ქომაგობთ?

მუნდიალის დაწყებამდე ორ გუნდს ვქომაგობდი, ბრაზილიას და ინგლისს. პირველ თამაშზე ივენთჰოლში ვიყავი ბრაზილია ხორვატიაზე,ეს შეხვედრა ბრაზილიამ მოიგო და რა თქმა უნდა დადებითი ემოციებით დავიმუხტე, თუმცა ინგლისი იტალიას როცა ვუყურებდი, სულ სხვა გრძნობა იყო მთლიანად ჩართული ვიყავი თამაშში, მართალია ჩემმა საყვარელმა გუნდმა წააგო, მაგრამ მაინც უფრო დიდ ემოციებში ვიყავი ვიდრე ბრაზილიის შეხვედრის დროს,ამიტომაც ახლა შემიძლია ვთქვა,რომ ინგლისს ვგულშემატკივრობ,თუმცა ბრაზილიასთან დიდი სიმპატიები მაკავშირებს.

შეაფასეთ ინგლისის ნაკრების მიერ ჩატარებული პირველი მატჩი

პირველი შეხვედრა ჩემმა საყვარელმა გუნდმა დათმო. გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ იმედიანად განწყობილი. თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ,თუმცა იყვნენ ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ცდილობდნენ თამაშის თავის თავზე აღებას და ზედმეტი მოსდიოდათ, შესაძლოა სწორედ ეს იყო წარუმატებლობის მთავარი მიზეზი,ასევე რუნიმაც ცუდი შეხვედრა ჩაატარა, მე რუნის პირადი გულშემატკივარიც ვარ და ძალიან გამიხარდა მისი საგოლე გადაცემა,ფეხზე დაასვა სტარიჯს ბურთი,მაგრამ მისგან ბევრად მეტს ველოდები მომავალ შეხვედრებში.

ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობაც ხომ არ გიტაცებთ?

ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში პირველია და დარჩება პირველად, მაგრამ მე ასევე მიტაცებს ჩოგბურთი და ჩოგბურთელი გახლავართ, "სითი სპორტის" კორტებზე ვვარჯიშობ უკვე 3 წელია.

ვინ არის თქვენი საყვარელი ჩოგბურთელი?

ჩოგბურთში ჩემი ფავორიტი დელ პოტროა, თუმცა რამდენიმე სხვა ჩოგბურთელიც მხიბლავს. მაგ. ჯონ იზნერი, ჯოკოვიჩი და შეუძლებელია არ დავასახელო მოქმედი ლეგენდა როჯერ ფედერერი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ბევრი რამ მიზიდავს,მათ შორისაა ჟურნალისტობა სპორტული განხრით,თუმცა ჯერ მაინც არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული.

ბუკას გარდერობი და სახლი, სავსეა "იუნაიტედის" სხვადასხვა აქსესუარებით. თუმცა აქსესუარების გარდა მას უამრავი მაისური აქვს.

რომელია "იუნაიტედის" თქვენი საყვარელი მაისური?

მე ასე ვთქვათ, "იუნაიტედის" კოლექციონერი ვარ. სულ 40-მდე ნივთი მაქვს "მანჩესტერის" გერბით. მათგან 15 მაისურია. თუ სადმე "იუნაიტედის" რამეს გადავეყრები მაშინვე ვყიდულობ. ახლახანს წავაწყდი ინტერნეტში "შარპის" და ვოდაფონის მაისურებს და ჩემი გარდერობი უფრო მეტად გავამდიდრე. ყველაზე მეტად ალბათ 2008 წელს ჩამოტანილი მაისური მიყვარს, იმ წელს "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო "ჩელსისთან".

ბუკას პასუხებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი საკმაოდ აქტიური პიროვნებაა, რის გამოც ძალიან მცირე თავისუფალი დრო აქვს.

"იუნაიტედის" შეხვედრებს ხშირად აკლდებით ხოლმე პირდაპირ ეთერში?

თითქმის არასდროს! სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვცდილობ, როგორმე ვუყურო თამაშს. თუ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, ამ შემთხვევაში სახლში მისვლის თანავე შემოვდივარ საიტზე და ყოველთვის მხვდება სრული მატჩი, ამისთვის დიდი მადლობა "რედარმის".

პირდაპირ ეთერში ვერ ნახულ რომელ მატჩზე გწყდებათ გული?

1999 წლის ფინალზე ძალიან მწყდება გული,რომ ის ემოცია ვერ გამოვცადე,რომელიც უამრავმა იუნაიტედის ფანმა,მე მაშინ ორი წლის ვიყავი სამწუაროდ.

რა თქმა უნდა ტრადიციული კითხვებიც არ დაგვვიწყებია.

თქვენ რომ "იუნაიტედის" მწვრთნელი იყოთ, როგორი ტაქტიკით ითამაშებდით?

პირველ რიგში გავაგდებდი 6–7 ფეხბურთელს და მოვიყვანდი მაღალი დონის ფეხბურთელებს. მე ძალიან მომწონს ტაქტიკა 4–4–2, მიყვარს გუნდი ფლანგებიდან, რომ უტევს. მითუმეტეს რომ გვაქვს ამის საშუალება - ჩვენ გვყავს იანუზაი,ზაჰა,(რომლის დიდი იმედიც მაქვს) ნანი,მართალია იმედი თითქმის აღარ მაქვს ამ ფეხბურთელის და მომბეზრდა მისი ფორმაში შესვლის ლოდინი, მაგრამ მაინც მისი საუკეთესო წლები მაიმედებს და ასევე ვალენსია. რუნის აუცილებლად დავაყენებდი თავდასხმაში რობინთან ერთად, ხოლო რუნის დღევანდელ სამუშაოს ის მაღალი დონის ნახევარმცველი შეასრულებდა, რომელსაც ვიყიდდი.

გაიხსენეთ ყველაზე რთული მომენტი, რომელიც "იუნაიტედს" უკავშირდება.

ეს საკმაოდ სახალისო ამბავია. როგორც გითხარით მე ბავშვობიდან წითელი ვარ, ერთ დღესაც როცა 7–8 წლის ვიყავი საინფორმაციოში ყური მოვკარი "მანჩესტერის" ფეხბურთელების დახოცვის ამბავს. თითქოს ისინი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. სინამდვილეში კი 1958 წლის 6 თებერვალი აღინიშნებოდა როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა "მანჩესტერის" ნახევარი შტაბი, ახლა კი სახალისოდ მახსენდება, მაგრამ მაშინ 2 დღე გავათენე ტირილით... სინამდვილეში კი ეს ჩვენი წლევანდელი წელი, ეს არის ურთულესი გადასატანი "მანჩესტერის" ყველა გულშემატკივრისთვის, თუმცა დიდი იმედით ვარ განწყობილი და იმედია ვან გაალი ყველაფერს გამოასწორებს.

ჩვენს ინტერვიუებს დაემატა (წინა კვირას) კიდევ ერთი ახალი რუბრიკა, რომელშიც რესპოდენტებს ფოტოზე ასახული შეხვედრის ანგარიშის გამოცნობას ვთხოვთ.

"6–7 ფეხბურთელს გავაგდებდი"


გახსოვთ ფოტოზე ასახული შეხვედრის ანგარიში?

რა თქმა უნდა მახსოვს. ეს შეხვედრა ალბათ არასდროს დამავიწყდება. 4–3 მოვიგეთ, ორჯერ ვაგებდით ამ შეხვედრაში და ბოლოს მაინც "ქამბექით" შევძელით გამარჯვების მოპოვება.

ინტერვიუ კი ტრადიციულად საიტის შესახებ კითხვით დავასრულეთ.

გვითხარით რამე redarmy.ge-ს შესახებ.

მე RedaRmy.ge ზე ვიყავი საკმაოდ დიდი ხანი, შემდეგ გავიგე რომ საიტი ორად გაიყო, ჩემთვის იმ დროისთვის არ ქონდა მნიშვნელობა რომელ საიტს ავირჩევდი, იმიტომ რომ არ ვიცნობდი თითქმის არავის. მაგრამ როდესაც შევადარე რედარმი და მანუტდ.ჯი დაუფიქრებლად დავრჩი რედარმიზე. რედარმის წყალობით გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, რომლებთანაც ვმეგობრობ, ერთად ვაწყობთ შეკრებებს და ვგულშემატკივრობთ ჩვენს საყვარელ გუნდს. საიტი სავსეა კარგი მწერლებით, რაც მთავარია იშვიათად წააწყდებით უცენზურო კომენტარებს,რაც გოგოებისთვის კომფორტულია. მოკლედ ბევრი,რომ არ ვილაპარაკო რედარმი საუკეთესო საიტია ჩემთვის, დროულად ვიგებ ყველა სიახლეს რაც ჩემს საყვარელ გუნდს ეხება.

უსურვეთ რამე საიტს

პირველ რიგში მინდა, რომ ამ საიტის ადმინისტრაციას ვუსურვო წარმატებები და ახალი პროექტები, ხოლო რედარმის ვუსურვებ პირველობას ქართულ საიტებს შორის რასაც დარწმუნებული ვარ მალე მიაღწევს.

ბუკას ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

P.S.შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 ივნისი 2014 07:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბევრი რამ მიზიდავს,მათ შორისაა ჟურნალისტობა სპორტული განხრით


იმედია ერთ დღეს შენც და მეც კოლეგები გავხდებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
17 ივნისი 2014 08:11
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო საღოლ ორივეს, დამთავრება აღარ მინდოდა wink მომდევნოს ველი მოუთმენლად
0
№3
ავტორი: RojoDiablo
17 ივნისი 2014 08:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლადო,
მე კიდე ვიფიქრე ძალიან არ გამიგრძელდეს ინტერვიუ თქო...თორემ ისეთ პასუხებს მაძლევდა სიამოვნებით ვესაუბრებოდი კიდევ ერთ საათს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Goginashvili777
17 ივნისი 2014 09:03
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სურათზე ნიუკასლი - მანიუ 2-3 მოვიგეთ :)) ჩიჩას ჰეთრიკით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ივნისი 2014 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვიცი მე ვისაც გააგდებდი fellow wink არც მე ვიტყოდი უარს მაგათ გაგდებაზე.მთლიანობაში კარგი ინტერვიუ გამოვიდა, წარმატებები. fellow
0
№6
ავტორი: Red Hooligan
17 ივნისი 2014 13:08
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ნანი,მართალია იმედი თითქმის აღარ მაქვს ამ ფეხბურთელის და მომბეზრდა მისი ფორმაში შესვლის ლოდინი, მაგრამ მაინც მისი საუკეთესო წლები მაიმედებს


foreveralonehappy

ყოჩაღ ორივეს კარგი ინტერვიუა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2014 14:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ჩემი საყვარელი სიახლეა უკვე საიტზე

ცუდია 1 კვირა რო მიწევს ლოდინი wink
0
№8
ავტორი: Manchester United 14
17 ივნისი 2014 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კარგი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: Esi
17 ივნისი 2014 14:30
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ კარგი ინტერვიუ გამოვიდა.

ბუკა დაინდე სასტავი რა ყველა გაყარე:დ
0
№10
ავტორი: chudikone
17 ივნისი 2014 15:17
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბევრ რამეში გეთანხმები ბუკა და ყოჩაღ ორივეს, როგორც ყოველთვის საინტერესო წასაკითხი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top