თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2014, 12:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1418,
კომენტარები: 3
ბატს არ ეჩქარება
ნიკი ბატს მოსწონს თავისი მდგომარეობა.
ბატს არ ეჩქარება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ნიკი ბატი აცხადებს, რომ იგი არ ჩქარობს სამწვრთნელო კარიერის დაწყებას და მას ყველაფერი მოსწონს "იუნაიტედში".

"რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უარს ვამბობ. რატომ უნდა ჩავეჭიდო პირველივე შემოთავაზებას? "იუნაიტედის" სავარჯიშო პოლიგონიდან 10 წუთის სავალზე ვცხოვრობ და ვმუშაობ ხალხთან, რომელთაც ვუყვარვარ და მაფასებენ. ბედნიერი ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობით."

"რატომ უნდა ავიღო მენეჯერის როლი სხვა კლუბში, სადაც არ მიცნობენ და არ ვუყვარვარ და საიდანაც 6 თვის შემდეგ შეიძლება გამომაძევონ? რამდენიმე არაფორმალური საუბარი მქონდა კლუბების წარმომადგენლებთან, რომლის მსვლელობისასაც საკუთარ ფილოსოფიას ვუზიარებდი. მე ვუთხარი, რომ თუ კლუბის ხელმძღვანელობა დამაფასებს დიდებული იქნება. თუ არა - ეს არ არის საჩემო სამუშაო"

"რაღაც მომენტში რა თქმა უნდა მომიწევს რისკის გაწევა. მაგრამ ეს როლი გამართლებული უნდა იყოს. სამი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ რატომღაც ვიგრძენი, რომ ამ კლუბებში მწვრთნელებს არ აფასებენ. გავიგე, რომ ისინი იმ სპეციალისტებზე საუბრობენ, რომლებიც უკვე გააძევეს და ჩვენი გზები არ გადაიკვეთება."


redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
16 ივნისი 2014 13:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ახალგაზრდები გაწვრთვნას ისევ :))
0
№2
ავტორი: GeorgeBest
16 ივნისი 2014 16:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამიხარდება თუ დარჩება

რატომ უნდა ავიღო მენეჯერის როლი სხვა კლუბში, სადაც არ მიცნობენ და არ ვუყვარვარ და საიდანაც 6 თვის შემდეგ შეიძლება გამომაძევონ?


მაგარი კაცი ხარ
0
№3
ავტორი: ლადო
17 ივნისი 2014 08:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დარჩი დარჩი, ახალგაზრდებს ჭირდები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top