თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2014, 11:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1505,
კომენტარები: 8
ჟოზე რუნიზე საუბრობს
მოურინიო რუნის პოზიციის შესცვლას გამოეხმაურა.
ჟოზე რუნიზე საუბრობს
ლონდონის "ჩელსის" თავკაცი, ჟოზე მოურინიო თვლის, რომ უიენ რუნი ინგლისის ნაკრებში მისთვის შეუფერებელ პოზიციაზე თამაშობს.

მას შემდეგ რაც ინგლისის ნაკრები იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში 2-1 დამარცხადა, რუნი კიდევ მოხვდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში, მიუხედავად იმისა, რომ დანიელ სტარიჯს საგოლე გადაცემა სწორედ მან მისცა. მოურინიოს აზრით ყველაფერში რუნის ახალი პოზიციაა დამნაშავე.

"არ ვფიქრობ, რომ ეს რუნისთვის საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოთამაშეებმა ბევრი რამ უნდა შესწიროს საკუთარ გუნდს და რუნი არ იყო ცუდი."

"ჩემი აზრით ნორმალურია, რომ მარცხის შემდეგ მარცხის მიზეზს ეძებ, მაგრამ ინგლისის ნაკრების წაგების მიზეზი დიდებული იტალია გახლავთ."

"ნათელია, რომ როი (ჰოჯსონი) რუნის, სტერლინგის, სტარიჯისა და ველბეკის ერთად გამოყენებას ცდილობდა. ამისათვის კი აუცილებელი იყო, რომ ვიღაცას ფლანგზე ეთამაშა, რაც რუნის ხვდა წილად."

"მან საგოლე პასი გააკეთა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა თამაშში. თუმცა ის თავის აქტიურობას გააუმჯობესებს, თუ ცენტრალურ პოზიციასთან ახლოს ითამაშებს, ის ხომ ჭეშმარიტი ბომბარდირია"
- აცხადებს მოურინიო Eurosport - თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
16 ივნისი 2014 11:51
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მართალია
0
№2
ავტორი: Manchester_M
16 ივნისი 2014 13:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჰოჯსონს კერიკი უნდა წაეყვანა ასეთ სიტუაციაში გამოადგებოდა ყველა მატავს და ცენზურადან დარტყმას ცდილობდა მაგარი სლე თამაში ჩაატარეს რა :@
0
№3
ავტორი: chudikone
16 ივნისი 2014 13:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თუ ამ ოთხეულის ერთად თამაში უნდა მაშინ ასე უნდა დააყენოს

--------------სტარიჯი-------------
ველბეკი-----რუნი------სტერლინგი

მგონი დიდი პროფესორობა არ სჭირდება ამ ყველფრის მიხვედრას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
16 ივნისი 2014 16:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრამ ინგლისის ნაკრების წაგების მიზეზი დიდებული იტალია გახლავთ


100% ვეთანხმები. ამას პლიუს ჰოჯსონის გენიალურობა
0
№5
ავტორი: Berba 9
17 ივნისი 2014 01:04
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ჟოზე !!! ყველაზე მაგრად აზროვნებს და იცის თავისი საქმე რა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: ლადო
17 ივნისი 2014 08:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ფაიზაღს ბაზრბს იმენა, უკვე დავიღალე კუანა ჰოჯსონზე ლაპარაკითაც, იქნება ამ კომენტარების მერე დააყენოს ნორმალურ პოზიციაზე
0
№7
ავტორი: red devil
17 ივნისი 2014 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რა უნდა რუნის ფლანგზე როცა თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესოა
0
№8
ავტორი: RedTeen
20 ივნისი 2014 15:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
აშკარად რუნისაც არ მოსწონს სხვა პოზიციაზე თამაში... მაინც ვერ შედის მაგ ჰოჯსონის უტვინო თავში ეგ.. -_-
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top