თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2014, 11:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1445,
კომენტარები: 3
რიოს პერსის ტექნიკურობა ხიბლავს
რიო ფერდინანდი პერსით მოხიბლულია.
რიოს პერსის ტექნიკურობა ხიბლავს
რიო ფერდინანდი თვლის, რომ ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი, რობინ ვან პერსი ლუი ვან გაალის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.

"ცოტა ხნის წინ ვამბობდი, რომ ამ ტურნირს სავარაუდოდ ესპანეთის ნაკრები ვერ მოიგებდა, რადგან ისინი თაობათა ცვლას განიცდიან. მაგრამ მეც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის ასე ცუდად დაიწყებოდა. ეს ნამდვილი სილის გაწნა იყო, შურისძიება ოთხი წლის წინ ფინალში დამარცხებისთვის. განადგურებას კი საფუძველი რობინ ვან პერსიმ ჩაუყარა, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა, რომელიც ანგარიშის გამათანაბრებელი იყო."

"შესაძლოა გასულ სეზონში ის დიდ მხარდაჭერას ვერ გრძნობდა დევიდ მოიესისგან. სავარაუდოდ მწვრთნელმა მთელი თავისი ყურადღება უიენ რუნიზე გადაიტანა, რამაც თავდაჯერებულობა დაუკარგა რობინ ვან პერსის. ფორვარდები - ეს საკმაოდ მგრძნობიარე ნატურები არიან. ხანდახან მათ მწვრთნელისგან ბიძგის მიცემა სჭირდება სიტყვებით: "შესანიშნავი ნამუშევარია ბიჭო". დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ვან გაალმა საჭირო სიტყვები მოძებნა, რადგანაც შესვენების შემდეგ რობინს ანთებული თვალები ჰქონდა."

"რენე მალესტინს არაერთხელ უთქვამს, რომ პობინ ვან პერსის მარცხენა ფეხი როჯერ ფედერერის ჩოგანის მსგავსია. დამიჯერეთ, მე რობინთან ერთად ერთ გუნდში მიმუშავია და შემიძლია გითხრათ, რომ ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია."


redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
16 ივნისი 2014 13:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წარმატებას ვუსურვებ ჰოლანდიას თუ ინგლისმა ცენზურაა :)))
0
№2
ავტორი: chudikone
16 ივნისი 2014 13:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვან გაალი და ვან პერსი ძაან მეიმედებიან მომავალ სეზონში :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: GeorgeBest
16 ივნისი 2014 16:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რენე მალესტინს არაერთხელ უთქვამს, რომ პობინ ვან პერსის მარცხენა ფეხი როჯერ ფედერერის ჩოგანის მსგავსია


პერსიმ მარცხენათი თუ ურტყამს მეკარე განწირულია ყოველთვის. საოცარი დარტყმა აქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top