თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2014, 10:12
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 5
ან ყველაფერი, ან არაფერი
მოსალოდნელი დაპირისპირება და უგარანტიო ფეხბურთელები...
ან ყველაფერი, ან არაფერი
იტალიასთან მარცხის შემდეგ, ინგლისმა ყველა შემთხევაში უნდა სძლიოს ურუგვაის ნაკრებს, რათა მუნდიალზე ასპარეზი განაგრძოს. რუნი აცხადებს, რომ ამ მარცხის მიუხედავად, მისი თანაგუნდელები მაინც მაღალ ნოტაზე რჩებიან და მზად არიან ურუგვაის ნაკრები ბრძოლიდან გამოთიშონ.

"ჩვენ პოზოტიურ განწყობაზე უნდა დავრჩეთ" აცხადებს რუნი. "ვიცით რომ მათ კარგი ინდვიდიუალური ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთა ხარჯზეც ურუგვაელებს ფონს გასვლა ძალუძთ. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ მატჩში სამი ქულა მოვიპოვოთ."

"ასევე ვიცით, რომ ეს "სამკვდრო-სასიცოცხლო" ბრძოლა იქნება და დამარცხებული ნაკრები შინ გაემგზავრება. ასე რომ ჩვენი ვალია პოზოტიურობის შენარჩუნება და მოედანზე მაქსიმუმის ჩვენება."

"იტალიასთან მატჩში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე გატანილმა გოლმა გაგვტეხა და აღმოფხვრა ვეღარ მოვახერხეთ. მაგრამ ამ ყველაფრის დავიწყება ადვილად შესაძლებელია."

მოგეხსენებათ, რომ ჰოჯსონის "ინიციატივით" ნაკრებში რუნის ადგილი შეიცვალა და ახლა ის მარცხენა ვინგერად გვევლინება. როდიესაც უეინს კითხეს, იყო თუ არა ახალი როლი მისთვის საუკეთესო ვარიანტი, მან თქვა: "არ ვიცი, მე თამაში მსიამოვნებს."

"ჩვენ თამაში წავაგეთ, მიუხედავად ამისა ამ მატჩში მეც ვიყავი ჩართული, გავაკეთე საგოლე გადაცემა და ვქმნიდი სახიფათო მომენტებს"

რუნიმ ასევე მკაცრი შეფასების პასუხი გასცა რეპორტიორს, რომელმაც მას ჰკითხა, აქვს თუ არა "შრეკს" ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი. "მე ეს არასოდეს მიგვრძვნია. არ ვიცი რატომ მეკითხებით ამას. რატომ უნდა ვფიქრობდე, რომ ჩემი ადგილი გუნდში გარანტირებულია ?"

"მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ შემადგენლობაში მოვხვდე. არასოდეს მითქვამს რო მე ადგილი გარანტირებული მაქვს. არც იმას მპირდება ვინმე რომ აუცილებლად ვითამაშებ. მე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და მსურს რომ ვითამაშო." დაასრულა ინგლისის ნაკრებიც ვიცე კაპიტანმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
16 ივნისი 2014 13:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რავიცი იმედია არ ჩარჩებიან ჯგუფში მაგრამ ამ თამაშით შორს ვერ გავლენ :)))
0
№2
ავტორი: Best 7
16 ივნისი 2014 14:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ფორვარდატ დააყენონ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
16 ივნისი 2014 16:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ურუგვაის სუარესი დაემატება და იმ თამაშით მაგათი ძალების შეფასება არ შეიძლება. ეს გადამწყვეტი თამაში იქნება და ძალიან გაუჭირდება ინგლისს. იტალია მაგრად მომეწონა მიუხედავად იმისა რომ მაგრად არ მევასება ეგ ნაკრები, შორს წავლენ მაგ ფეხბურთით

შრეკი ფლანგზე თუ იდგება არაფერს არ უნდა ელოდოს ხალხი და კრიტიკისგანაც თავი უნდა შეიკაონ
0
№4
ავტორი: ლადო
17 ივნისი 2014 08:36
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია იზავენ რამეს
0
№5
ავტორი: red devil
17 ივნისი 2014 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჰოჯსონის ხელში არაფრის შანსი არ გაქვთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top