
მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე მის მანერებს, რომ წაიკითხოს თამაში და რა თქმა უნდა მის ლიდერობის უნარს. მისი "გაწმენდის" მაჩვენებელი ერედივიზიონში 2013/14 სეზონში (5,9) იყო, სწორედ მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ "ფეინორდმა" მეორე ადგილი დაიკავა ერედივიზიონში და ის ჰოლანდიის ნაკრებშიც ძირითადის ფეხბურთელია. გარდა ამისა, სტეფან დე ვრის საშუალო პასების მაჩვენებელი ერედივიზიონში 86,8 პროცენტია, როდესაც ნებისმიერ მის თანაგუნდელს, რომელსაც 25 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული მხოლოდ 53,3 აქვს პასების სიზუსტე. მისი ლიდერობის უნარი, მისი პროფესიონალიზმი ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში კაპიტნად ამყოფებს "ფეინოორდში" და რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვან პერსი არ იყო მოედანზე კაპიტნის სამკლაური სწორედ ამ მცველმა ჩაიბარა. 

ფეხბურთელში 20 მილიონი ფუნტ სტერლინგი. გარდა ამისა, ჯგუფ ბ-ში მათ აუცილებლად მოუწევთ შეხვედრა სადაც ჰოლანდია - ჩილეს დაუპირისპირდება და სწორედ ეს იქნება ვან გაალისთვის ყველაზე კარგი საშუალება, რომ დააკვირდეს სანჩეზს. გარდა ამისა იტალიური "იუვენტუსი" მზად არის გადაიყვანოს ჩილელი ფეხბურთელი და ათამაშოს სერია ა-ში, იყო ჭორებიც, რომ "იუვემ" უკვე გადაიყვანა ალექსისი ტურინში, თუმცა ეს ჭორი თავიდანვე განწირული იყო. ამას დამატებული ისიც, რომ ლუი ვან გაალი 4-3-3 ტაქტიკის მოყვარულია და სწორედ ამიტომ ალექსის სანჩესი ძალიან კარგად ერგება ამ ტაქტიკას. თუმცა, მანამდე ის ჩავა ოლდ ტრაფორდზე დააკვირდება შინჯი კაგავასა და ეშლი იანგს, ამის შემდეგ კი გადაწყვეტს ღირს თუ არა "ბარსელონას" ფეხბურთელის გადაყვანა.
2013/14 სეზონში 19 გოლია და მან ამ შედეგს მხოლოდ 66 დარტყმით მიაღწია. გარდა ამისა მის ანგარიშზე 10 ასისტი, სადაც მას მხოლოდ ინიესტა და ნეიმარი ჯობნის. მცველებისთვის ძალიან საშიში ალექსის სანჩესი კვლავ დაკვირვების ქვეშ იქნება, თუმცა ინგლისელ მცველებს კარგად უნდა ახსოვდეთ ის მატჩი უემბლიზე, როდესაც სანჩესმა მარტომ მოუგო ინგლისს და გაუტანა 2 უპასუხო გოლი, 2013 წლის ნოემბერში.

მარტინს ინდი ძალიან მხიარული პიროვნებაა, ლუი ვან გაალის გაცინება კრიტიკულ მომენტებში წარმოუდგენელი მისიაა, თუმცა მარტინს ინდი ამას ახერხებს და ის თავის თანაგუნდელებში ძალიან დიდი სიმპატიით სარგებლობს. თუმცა ყველაფერს ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მარცხენა ცენტრალური მცველი ხშირად მარცხენა მცველადაც თამაშობს და არც იქ აფუჭებს საქმეს, თუმცა მისი ძალა მაინც ცენტრალური მცველობაა. 22 წლის ახალგაზრდა მარტინს ინდი უფრო მეტ შედეგს დადებს თუ კი ის მუდმივად ისეთი სპეციალისტის გვერდით იქნება, როგორიც ლუი ვან გაალია. ჰოლანდიელი სპეციალისტი ძალიან დიდ პატივს სცემს მრავალფუნქციონალურ ფეხბურთელებს, შესაბამისად მარტინსი სწორედ ასეთ ფეხბურთელთა რიცხვში შედის.
მცველია მაინც იყო კითხვები წავიდოდა თუ არა ის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამაზე კი ვან გაალმა გასცა პასუხი და ის უკვე მსოფლიოზეა. გარდა ამისა ვან გაალი საუბრობს ბრუნოზე, რომ ის ძალიან კარგად კითხულობს თამაშს, თუ ვინ აპირებს საჯარიმოში შეჭრას და ა.შ. როდესაც ის მარცხენა მცველის პოზიციაზეა მას აქვს ძალიან კარგი უნარი, რომ დაიჭიროს სწორი პოზიცია და ჩაატაროს მატჩი კარგად. გასულ სეზონში მარტინს ინდიმ მატჩში საშუალოდ 47,2 პასი გააკეთა და ამ პასების სიზუსტე 86,7 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა ის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია, ასევე აქვს დისციპლინა, ამაზე კი მეტყველებს ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში ინდიმ მხოლოდ 1 გაფრთხილება მიიღო, რაც მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია. მარტინს ინდი ფიზიკურადაც გამოირჩევა, მისი სიმაღლიდან გამომდინარე ძალიან კარგია საჰაერო ორთაბრძოლებში. მისი გამოჩენა ოლდ ტრაფორდზე შესაძლებელია, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეძლებს და გაართმევს ის თავს დაკისრებულ მოვალეობას მსოფლიო ჩემპიონატზე.
ფეხბურთელი და ასევე "ბარსელონას", მაშინ საუკეთესო ვარიანტი, როგორც ახალგაზრდა ტალანტი ფეხბურთელის სახით იყო კოკე. მისი უდიდესი მოცულობა პასებისა, ცუდი სიტუაციებიდან იოლად გამოძრომისა და ასე შემდეგ ნებისმიერ კლუბისთვის საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი კლუბის სატრანსფერო ოთახში განიხილავენ კოკეს ტრანსფერს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხოლოდ ანხელ დიმარიამ აჯობა კოკეს ასისტებში და ამ არგენტინელმა ფეხბურთელმა 4 ასისტით გაასწრო ესპანელს. კოკეს ასისტების რაოდენობა გასულ სეზონში, პრიმერა დივიზიონში 13 იყო, გარდა ამისა მისი დამსახურებაა ერთ-ერთი რომ "ატლეტიკო" ლიგის ფინალში გავიდა, მხოლოდ მის თანაგუნდელ გაბის ჰქონდა მასზე მეტი ართმევა ჯამში. კლუბის მწვრთვნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა: "ის არის ფეხბურთელი დიდი მომავლით. ის მოგვცემს ძალიან ბევრ ხერხს ან გზას, რომ გადავჭრათ პრობლემა თამაშის მიმდინარეობისას.
ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ცდილობ მარცხნიდან შეუტიოს, რომ საბოლოო ჯამში სწორი, ზუსტი პასი გააკეთოს მარჯვენა ფეხით, ან სულაც დაარტყას კარში. "ატლეტიკოს" ამ სეზონში ფიზიკური მომზადების გამოვლინება ჰქონდა, რაც სიმეონეს დამსახურებაა. შესაბამისად კოკეც მუდმივად მზადყოფნაში იყო მთელი სეზონი. საბოლოო ჯამში კი შეიძლება წერტილი დაუსვა "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ, როდესაც განაცხადა, რომ კოკე არის "მადრიდის ატლეტიკოს" მომავალი და ეს ფეხბურთელი არ იყიდება. თუმცა რას გავიგებთ, თუ კი კოკეს მიეცა შანსი და მან ეს შანსი გამოიყენა ისე რომ გაიბრწყინოს, შესაძლოა დიდ თანხებზეც წავიდეს საუბარი და შემდეგ კი ყველა უძლური იქნება...
ყველა უფლება დაცულია
© MANUTD.GE 2012