გამოცემა The Guardian იუწყება, რომ "წითელი ეშმაკების" ინგლისელი მცველი რიო ფერდინანდი კარიერის გაგრძელებას ჩინეთში გეგმავს.
ბოლო ინტერვიუებსი რიო აცხადებს,რომ ის ახალი კონტრაქტის განხილვას გუნდთან საშობაოთ გეგმავს.წყარო გვაცნობებს,რომ ფერდინანდი უკვე დიდი ხანია აცხადებს მეგობრებთან,რომ არ აპირებს მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას.
თუ წელს რიო ფერდინანდი არ მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან",მაშინ დიდი ალბათობა არსებობს იმისა,რომ მან თავისი კარიერა ჩინეთში განაგრძოს.რიოს მიმდინარე ხელფასი 130,000 ფუნტი არის.მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგა ლონდონის "ჩელსის" ორმა ფეხბურთელმა დიდიერ დროგბამ და ნიკოლა ანელკამ,რომლებიც "შანხაი შენხუას" შეუერთდნენ.
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ფერდინანდს კიდევ შეიძლია 2-3 წელი ითამაშოს მაღალ დონეზე.
"მე ვფიქრობ,რომ რიოს შეუძლია კიდევ 2-3 წელი ითამაშოს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".ის აღარ არის ისეთი სწრაფი,როგორიც ადრე იყო,მაგრამ ეს არ არის ჩემთვის პრობლემა.მას აქვს დიდი გამოცდილება და სწორედ ამის ხარჯზე შეუძლია მას კიდევ რამოდენიმე წელი ითამაშოს." - განაცხადა სერ ალექსმა.