ინგლისის ნაკრების გუშინდელი პრესკონფერენცია როი ჰოჯსონმა უეინ რუნისთან ერთად გამართა. მუნდიალისთვის მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელმა უეინი სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშა. ამის პარალელურად, ახალგზრდები სტერლინგი, ბარკლი და ლალანა ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან, რის შედეგადაც რუნიმ გულშემატკივარს ვერ დაუტოვა მოსაწონი შთაბეჭდილება და კრიტიკის საბაბი მისცა. თუმცა, უეინი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მას ბოლო პერიოდში გახშირებული კრიტიკა არ აინტერესებს. "არ მაინტერესებს ჩემზე რას ამბობენ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად ვარ. მთლიანად კონცენტრირებული ვარ გასამართ მატჩებზე და ვგრძნობ, რომ გუნდში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი როლი მაქვს. რა თქმა უნდა ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად დიდი კონკურენციაა, ყოველთვის ასეა. ამისთვის მზად ვარ და არაფერზე ვღელავ. თავს მშვენივრად ვგრძნობ. 100 პროცენტით ფორმაში ვარ და ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ველი. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი გუნდის დასახმარებლად." - განაცხადა უეინმა. პრესკონფერენციაზე რუნიმ დაადასტურა, რომ უელბეკი იტალიასთან მატჩისთვის მზად არის, მიუხედავად გუშინ გამოტოვებული ვარჯიშისა. მან ასევე გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. "საოცარია. ახალგაზრდა მოთამაშეებისგან უდიდესი ენერგია მოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საუკეთესო შემადგენლობაა ჩემი ნაკრებში ყოფნის პერიოდში. წარმატება და ტიტულები ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო მოტივატორი იყო. ინგლისის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ალბათ საუკეთესო მომენტი იქნება ჩემს კარიერაში. ჩვენი გუნდი სავსეა ახალგაზრდული ენერგიით და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან დაგვეხმარება. იტალიასთან საინტერესო მატჩი გველის. მათთან შეხვედრისთვის დიდი ხანია ვემზადებით და ვფიქრობ, მზად ვართ ამ ეტაპის გადასალახავად." - დაასრულა რუნიმ.
წყარო: skysports.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.